imedi /  30 ოქტომბერი 2017, 17:52 / სანდო წყარო

ავტობანზე ელექტრომობილებისთვის პირველი სწრაფი ელექტროდამტენი ამოქმედდა

გორის ავტობანზე, ურბნისში პირველი სწრაფი ელექტროდამტენი უკვე ამოქმედდა. ინფორმაციას კომპანია „E-Space“-ზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს. 50კვტ. სიმძლავრის სწრაფი დამტენი აღჭურვილია ორი სტანდარტის დამტენი კაბელით და ერთდროულად შესაძლებელია 2 ელექტრომობილის დამუხტვა.

კომპანიამ ამ დროისთვის უკვე დაამონტაჟა 30-მდე ქალაქის დამტენი და მომავალში მათი რიცხვის 100-მდე გაზრდას აპირებენ. სწრაფი დამტენების დამონტაჟებას კი მხოლოდ ავტობანზე გეგმავენ.

ყველა სიახლე

28 მარტი 2020, 16:18

COVID19

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მილიარდერი მფლობელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მილიარდერი მფლობელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. სტივ ბალმერი 25 მილიონ დოლარს იმ ორგანიზაციებს გადაუხდის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

28 მარტი 2020, 16:12

სამართალი

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას მედიკოსები ადასტურებენ. ქალს ცივი იარაღით გულ-მკრედის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

არნოლდ შვარცენეგერი

28 მარტი 2020, 16:08

COVID19

არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

კორონავირუსი უკრაინა

28 მარტი 2020, 16:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით უკვე 311 ადამიანია ინფიცირებული

ოფიციალური მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 4, დაიღუპა კი 8 ადამიანი. ქვეყნის ერთადერთი რეგიონი, სადაც Covid 19 ქვეყნის ჯერ არ დაფიქსირებულა კიროვოგრადის ოლქია.

კორონავირუსი ესპანეთი

28 მარტი 2020, 15:59

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსს 832 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 832 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 72 248 შემთხვევაა გამოვლენილი.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 15:44

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ზის და კითხვარს ავსებს, რომ არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით

„ყველას დრო გაუჩნდა. რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?! ლუგარის ნაცვლად, კითხვას ავსებს ვიღაცისას, დისერატიცია უნდა დაიცვას, აი ასეთ ხალხთან მაქვს საქმე. გეუბნებით, ფაქტი სახეზეა, ვავსებთ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ისეთ კითხვარს, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, იმიტომ რომ მერე იტყვიან, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია არ გავეცით დროზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ქეთვან ციხელაშვილი

28 მარტი 2020, 15:41

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: რუხის კლინიკა აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის მზადდება

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კონტაქტი ამ რეგიონებთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა აფხაზეთში რეალური სურათის შეფასება საკმაოდ რთულია.

რუხის კლინიკა

28 მარტი 2020, 15:36

COVID19

რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ რუხში განუცხადა, სადაც მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გაეცნო.

აშშ საქართველო

28 მარტი 2020, 15:26

COVID19

აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, - წერს აშშ-ის საელჩო.

ბენო ქაშაკაშვილი

28 მარტი 2020, 15:22

COVID19

ბენო ქაშაკაშვილი: ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით რომ დამეცვა, ვირუსს თავს ავარიდებდი

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე. აქ სპეციალური სამსახურია, რომელიც ჩამეკითხა, რა კონტაქტები მქონდა... და რომ დავუფიქრდი, რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ზოგიერთი ვერც გავიხსენე. მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად, მე თვითონ გადავწყვიტე, გამესაჯაროებინა. მივხვდი, რომ ასე უფრო დავიცავდი ჩემს ახლობლებს, მათ, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა თბილისში და არამარტო თბილისში. ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, რომლის ცოდნაც არ მაკლდა, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება - ასე გიპასუხებდით“, - ამბობს ქაშაკაშვილი.

შსს კარანტინი

28 მარტი 2020, 15:18

COVID19

შსს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

რეისები განრიგი

28 მარტი 2020, 15:04

COVID19

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways. განრიგის თანახმად 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines. აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის, ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებგვერდებზე.

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 14:52

რეგიონი

გიორგი გახარია: საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 14:47

COVID19

გიორგი გახარია: ტესტების საკითხით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია

იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს ტესტებთან დაკავშირებით იმ ადამიანებს მხრიდან, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია და წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ რუხში განაცხადა, მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 14:45

COVID19

პაატა იმნაძე: ნუ მრევენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი

„პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ.

28 მარტი 2020, 14:28

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება

„საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.

28 მარტი 2020, 14:10

საზოგადოება

კახა კალაძემ მარტოხელა მოხუცებისთვის განკუთვნილი პროდუქტების დახარისხების პროცესში მიიღო მონაწილეობა

„რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. ვეხმარებით ხანდაზმულებს და ყველას, ვისაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. ამ ყველაფერში ჩართულია ბიზნესსექტორი, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. დღეს, „ჯი თი გრუპი“ იყო წარმოდგენილი, რომელმაც 1 000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები მოიტანა, რომლის დარიგებას დღეიდან დავიწყებთ და ათივე რაიონში გადანაწილდება. ეს პროექტი გაგრძელდება და დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიცია

28 მარტი 2020, 14:07

სამართალი

3 თვის ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბირმინგემის აეროპორტი მორგი

28 მარტი 2020, 13:56

COVID19

ბირმინგემის აეროპორტში 12 ათას ცხედარზე გათვლილ პროზექტურას აწყობენ

დაწესებულების მშენებლობა ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. პირველ ეტაპზე დროებით მორგი 1 500 ცხედარს დაიტევს, მაგრამ მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში აქ 12 ათასი გარდაცვლილს მოათავსებენ. პროზექტურაში კორონავირუსის გარდა სხვა მიზეზებით დაღუპულებსაც მოათავსებენ, რადგან მორგში თანამშრომლების საჭიროების გამო რეგიონში ამ ტიპის სხვა დაწესებულებები შესაძლოა დაიხუროს.

მკვლელობა

28 მარტი 2020, 13:44

სამართალი

კახეთში 3 თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 3 თვის ჩვილი და დაჭრილია ბავშვის დედა. მკვლელობის ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ჩვილის მამამ ჩაიდინა.