imedi /  07 დეკემბერი 2017, 15:33 / სანდო წყარო

კერძო ავტომფლობელებისთვის ტექდათვალიერება 2019 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვისაა სავალდებულო. ოფიციალური მონაცემებით, ასეთი ქვეყანაში 125 ათასი სატრანსპორტო საშუალებაა.

სავალდებულო ტექდათვალიერების მეორე ეტაპი 2018 წლის პირველი ივლისიდან დაიწყება და ტექნიკური დათვალიერების გავლა ამჯერად იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს მოუწევს. კერძო ავტომფლობრლებისთვის კი სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნა 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

„ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ტექდათვალიერების 26 ცენტრია და არსებობს რეგიონები, სადაც არც ერთი ცენტრი არ მუშაობს.

„მაგალითად, გურიაში საერთოდ არ არის ტექდათვალიერების ცენტრი და იქაურ მძღოლებს ბათუმში ან ფოთში მოუწევთ ჩასვლა. ეს სისტემა სათანადოდ მომზადებული არ არის, ამიტომ ეჭვი მაქვს, კიდევ ერთხელ გადაიწევს დაანონსებული ტექდათვალიერების სავალდებულოობის ვადები. ასევე, რადგან იურიდიული კომპანიების ბალანსზე არსებული ტრანსპორტისთვის ტექდათვალიერება უფრო ადრე იწყება, ვიდრე კერძო მფლობელებისა, იმის საშიშროებაც არსებობს, რომ კომპანიებმა მანქანები კერძო პირებზე გადააფორმონ და თავიდან აიცილონ ტექდათვალიერება 1 ივლისიდან. ამით ისინი შეძლებენ მოიგონ რამდენიმე თვე და ტექნიკურ დათვალიერებას დაექვემდებარებიან 2019 წლის 1 იანვრიდან",- განაცხადა ვასო ურუშაძემ. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

ვრცლად თემის შესახებ იხილეთ ინტერვიუ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ მიხეილ ხმალაძესთან.

არქივი

ედპ-ს ოფისი

18 აგვისტო 2018, 13:22

ძალოვნები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: ოფისი გაგვიქურდეს

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრების განცხადებით, ღამით პარტიის ოფისი გაქურდეს. მათი ინფორმაციით, ოფისიდან 2 ტელევიზორი, 2 მონიტორი და 4 პროცესორია წაღებული. ოფისის მიმდებარე ქუჩაზე გარე კამერების ჩანაწერები ამოღებულია, თუმცა პარტიის თანამშრომლის ინფორმაციით კამერები გამორთული იყო.

იუსტიციის სამინისტრო,
ვაშინგტონი, აშშ

18 აგვისტო 2018, 13:20

მსოფლიო

აშშ-ს მთავრობა Facebook-ს ეჭვმიტანილის მესენჯერში ლაპარაკზე წვდომას სთხოვს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო კომპანია Facebook-ს სთხოვს წვდომა მისცეს მესენჯერებში იმ ეჭვმიტანილების ლაპარაკზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტები არიან. ლაპარაკია ეჭვმიტანილის მიმდინარე საუბრებზე, - წერს Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო 2018, 13:16

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი „ოცნებასთან“ კონსულტაციების დაწყების შესაძლო ვადას ასახელებს

მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი და პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან.

18 აგვისტო 2018, 13:12

მსოფლიო

იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული

სპეცოპერაცია იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კასანო ალო იონიოში ჩატარდა. დაკავების მომენტში, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელს, იარაღი და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდა.

ესტებან სანტიაგო

18 აგვისტო 2018, 12:47

მსოფლიო

ფლორიდელ თავდამსხმელს სასამართლომ 120 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თავდასხმა 2017 წელს მოხდა. მომხდარი სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაიჭრა. ამერიკული მედიის ცნობით, კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა აეროპორტის ტერიტორიაზე, ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო. ის რამდენჯერმე მკურნალობდა კიდეც.

რაულ გონსალეს ბლანკო

18 აგვისტო 2018, 12:46

სპორტი

რაულ გონსალეს ბლანკო „რეალის“ მწვრთნელი გახდა

რაული ამ დრომდე ყველაზე ტიტულოვან გუნდში გენერალური დირექტორის, ხოსე ანხელ სანჩესის ასისტენტად მუშაობდა. ვეტარან ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მწვრთნელობა სურდა. „რელის“ ხელმძღვანელებმა მწვრთნელის ლიცენზიის აღება ურჩიეს. ლიცენზიის მოპოვების შემდეგ „სამეფო გუნდის“ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩააბარეს.

გენუა

18 აგვისტო 2018, 12:43

მსოფლიო

გენუის ხიდის ნანგრევების ქვეშ, ავტომობილში ერთი ოჯახის სამი დაღუპული წევრი იპოვეს

გენუაში მაშველებმა ხიდის ჩანგრევის ადგილზე კიდევ ერთი ავტომობილი იპოვეს, რომელშიც სამი დაღუპული აღმოჩნდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან - ცოლ-ქმარი და მათი 9 წლის გოგო. ამგვარად ამ ეტაპზე ცნობილია 41 დაღუპულის შესახებ, - წერს იტალიური სააგენტო Ansa.

18 აგვისტო 2018, 12:35

ძალოვნები

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

18 აგვისტო 2018, 12:22

საქართველო

მლეთაში რუსეთ-საქართველოს საზღვართან სატვირთო მანქანების საცობია

„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

გიორგი სიბაშვილი

18 აგვისტო 2018, 12:20

სპორტი

გიორგი სიბაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ფედერაციის ცნობით, ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა 9-დან 8 ქულით ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ დავით მაღალაშვილს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 32 500 ლირას შეადგენდა.

18 აგვისტო 2018, 12:19

ვიდეო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო

18 აგვისტო 2018, 12:16

ვიდეო

შსს-მ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

18 აგვისტო 2018, 12:12

ვიდეო

სამართალდამცველებმა 22 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 აგვისტო 2018, 12:08

ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს (ვიდეო)

18 აგვისტო 2018, 12:04

ვიდეო

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო 2018, 11:59

ეკონომიკა

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია დაამონტაჟებს

ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას შორის, ხელი იტალიაში მოეწერა. სისტემა გუდაურში, მეორე სათხილამურო გზაზე დამონტაჟდება და 2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე შევა ექსპლუატაციაში.

18 აგვისტო 2018, 11:56

ვიდეო

ქართული მხარე 17 ქართველ მეზღვაურს ეძებს

პაპი ფრანცისკე

18 აგვისტო 2018, 11:47

მსოფლიო

რომის პაპმა პედოფილ ამერიკელ მღვდლებს მტაცებლები უწოდა

15 აგვისტოს პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ ნაფიც-მსაჯულთა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის 300-მდე საეკლესიო პირი სექსუალურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.

18 აგვისტო 2018, 11:39

საქართველო

საერთო სამაგისტრო გამოცდის შეფასების სქემები გამოქვეყნდა

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები 16 აგვისტოს გამოქვეყნდა. ამასთან უკვე ცნობილია საერთო სამაგისტრო გამოცდების შეფასების სქემები, ტესტის ტიპების მიხედვით. მაგისტრობის მსურველებს რომ 2018 წლის სამაგისტრო გამოცდების შედეგების გასაჩივრება აპელაციის საშუალებით შეუძლიათ.

18 აგვისტო 2018, 11:38

მსოფლიო

აშშ-ში ქმრის მიერ მოკლული ორსული ქალისა და ბავშვების ცხედრები ნავთობის ტანკერში იპოვეს

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ქალაქ ფრედერიკში, უოტსების სახლში მოხდა.მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობა, თუმცა, ცნობილია, რომ კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ასევე ცოლი ფიქრობდა, რომ ქმარი მას ატყუებდა,