მარიამ ქვრივიშვილი: ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„ჩვენი საფინანსო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში მდგრადობით და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით გამოირჩევა. მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქტიურად მუშაობს, რომ ფინანსური სექტორი, კაპიტალის ბაზრის და საბანკო სექტორის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, ასევე კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს გლობალური კონკურენტუნარიანობა, რისთვისაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმის Bybit - ის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა ამოქმედებამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში ფინანსური სექტორის განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებას, კონკურენციის ზრდას და ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდ დანერგვას.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოაქტივების ბირჟის Bybit - ის საქართველოში ოფიციალურად შემოსვლა და იმედი გამოთქვა, რომ მისი აქტივობით გაიზრდება ფინანსური სექტორის ამ სეგმენტში კონკურენცია და მოხდება მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და უსაფრთხო საფინანსო პროდუქტების მიწოდება.
„დღეს საქართველოში უკვე 3 ციფრული ბანკი ფუნქციონირებს. 2023 წლის შემდეგ კაპიტალის ბაზრის მოცულობა გაორმაგებულია და იზრდება საინვესტიციო ფონდების ჯამური ზომაც. ჩვენი ფინტექ კომპანიები და ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები რეგიონში მოწინავე პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი, ხოლო საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო კი გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და უზრუნველყოფს ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძიებაზე Bybit Georgia-მ Mastercard-თან ერთად ბაზარზე პირველად საქართველოში Bybit Card-ის პრეზენტაცია გაიმართა.
Bybit - მა საქართველოში ოპერირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) რეგისტრაციის საფუძველზე დაიწყო.
Bybit-ის გლობალური ყოველდღიური ბრუნვა ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანია ევროკავშირში ავტორიზებული პლატფორმით ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებებს ციფრული აქტივების ბაზარზე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, აგრეთვე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, Mastercard - მა, Pave Bank - მა და Tether - მა.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 13:19
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ნობელის პრემიის მიღება აღარ აინტერესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს ნობელის პრემიის მიღება.
13 მარტი 2026, 13:16
პოლიტიკა
ილია ინჯია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება!
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები” ლიდერი ილია ინჯია ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.
13 მარტი 2026, 13:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.
13 მარტი 2026, 13:12
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა.
13 მარტი 2026, 13:10
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით
მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ.
13 მარტი 2026, 13:07
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ, ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია
ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
13 მარტი 2026, 12:59
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა, ამიტომ ცოტათი მეშინია
როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა ამიტომ ცოტათი მეშინია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.
13 მარტი 2026, 12:56
პოლიტიკა
ტიერი მარიანი „იმედის“ ჟურნალისტზე მარკეტა გრეგოროვას მუქარაზე: შეშფოთებული ვარ. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი კითხვა არ მოეწონა?!
„ბოდიშით, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს. ძალიან შეშფოთებული ვარ ევროკავშირის განვითარებით. რაც უფრო ვსწავლობ, როგორ ვითარდება ევროკავშირი, მით უფრო მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ ჟურნალისტი და შენი მთავრობა ევროკავშირის ხაზს არ ეთანხმება? უბრალოდ იმიტომ, რომ მას შენი კითხვა არ მოეწონა? - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.
13 მარტი 2026, 12:55
პოლიტიკა
ტიერი მარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გინდათ ერთი „საიდუმლო“ გითხრათ? დარწმუნებული ვარ, მალე ისევ გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე. ეს ჰგავს ძველ დროს, თითქოს პოლიტბიურო ცდილობდეს თქვენს სახელმწიფოში პოლიტიკის თავს მოხვევას
ეს არის ჩარევა უცხო სახელმწიფოს საქმეებში, რადგან, ამ პარლამენტში მუდმივად ვიღებთ რეზოლუციებს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევას. მაგრამ ის, რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, ფაქტობრივად ზუსტად იგივეა, რადგან ამ რეზოლუციის საშუალებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობაზე, მათი მთავრობის წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
13 მარტი 2026, 12:51
მსოფლიო
Politico: ევროკავშირი ირანში ომის გამო მიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება
ევროკავშირი ირანში მიმდინარე ომის გამო ლტოლვილების ახალი ტალღისთვის ემზადება. ინფორმაციას Politico ოთხი ქვეყნის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 12:49
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. იმედია, მომავალში ევროპული კომისია დააფასებს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას
„თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება, რომ იყოს ევროპის კომისია, რომელიც ცდილობს ყველა სახელმწიფოში საკუთარი პოლიტიკის არჩევას, თავად მთავრობის წინააღმდეგაც კი.
13 მარტი 2026, 12:17
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.
13 მარტი 2026, 12:16
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
13 მარტი 2026, 12:09
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის 43,7 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
13 მარტი 2026, 11:43
პოლიტიკა
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ასევე 32 ქვეყანა არ შეუერთდა გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.
13 მარტი 2026, 11:42
საზოგადოება
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარესთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13 მარტი 2026, 11:34
ეკონომიკა
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
13 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე": მბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო - ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რასაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს
რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.
13 მარტი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: მათი მიზანია, სიცრუეები ხან ერთ რეზოლუციაში ასახონ, ხან - მეორეში, რომ ამან საქართველოსთვის სახელგამტეხად და იმიჯის შემლახველად იმოქმედოს
მათი მიზანია, სიცრუეები ხან ერთ რეზოლუციაში ასახონ, ხან - მეორეში, რომ ამან საქართველოსთვის სახელგამტეხად და იმიჯის შემლახველად იმოქმედოს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. დეპუტატი ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
13 მარტი 2026, 11:18
პოლიტიკა
მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არც „ხალხის ძალისთვის“, არც ხელისუფლებისთვის და მით უფრო არც ქართველი ხალხისთვის არ გააჩნია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.


