დავით სონღულაშვილი: აგროინდექსის დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება
დავით სონღულაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი წარადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გახსნეს.
„ინდექსის დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ეს შედეგი არ არის შემთხვევითი. ეს მაჩვენებელი იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლის ეკონომიკის გაძლიერებას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ემსახურება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აგრობიზნესი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას, სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; სწორედ ამიტომ დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, განვითარდა გადამმუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა და გაიზარდა ინვესტიციები სექტორში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ გაჯანსაღებას ქვეყანაში. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 8%-ით იზრდება აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება. 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 18 მილიარდი ლარი შეადგინა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიც. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
„სექტორის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორობაზე, რომელიც სახელმწიფოს, ბიზნესს, მეცნიერებსა და ფერმერებს აერთიანებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით. აპრილიდან ჩვენი ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისებრივად ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და მის გარდაქმნას თანამედროვე, ინოვაციურ და მაღალი პროდუქტიულობის სექტორად“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საინვესტიციო ბანკის „გალტ & თაგარტი“ კვლევის მიხედვით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს პროდუქტიულობას, ფასების სტაბილურობასა და ინვესტიციებს, 2017–2024 წლებში მთლიანობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. კვლევა ასევე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება და 2025 წელს დაახლოებით 21.5 მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წლისთვის 30 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 08:42
რეგიონი
გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს
გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.
22 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.
22 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.
22 აპრილი 2026, 08:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს
დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.
22 აპრილი 2026, 08:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.
22 აპრილი 2026, 08:02
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.
22 აპრილი 2026, 07:59
სპორტი
„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.
22 აპრილი 2026, 02:24
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.
22 აპრილი 2026, 02:12
მსოფლიო
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 01:37
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.
22 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.
22 აპრილი 2026, 00:33
მსოფლიო
Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ
მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 აპრილი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
22 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს
უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.
22 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
21 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
21 აპრილი 2026, 23:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს
ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
21 აპრილი 2026, 23:14
მსოფლიო
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.
21 აპრილი 2026, 23:06
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.


