თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილი Bitfury-ში წილებს არ ფლობს
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი კომპანია Bitfury-ში წილებს ფლობს სიმართლეს არ შეესაბამება.
"2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.
აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად, გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ. ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არც ერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და უსაფუძვლო განცხადებებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე", - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოში Bitfury ჯგუფის წარმომადგენლობამ. მათი თქმით, ჯგუფი საქართველოში მაინინგის ცენტრებს ფლობს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება. შეგახსენებთ, რომ დენის ტარიფის გაძვირებას ევროპული საქართველო გლდანში მდებარე ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო ცენტრს უკავშირებენ.
მაინინგი ციფრული ვალუტის ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელი პროცესია. ეს არის სქემა, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება.
საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი ე.წ. მაინერების რაოდენობით, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, მსოფლიო სამეულში შედის. ბიტკოინის მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, რომლებშიც ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, ელექტროენერგია კი - იაფი.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 23:35
საზოგადოება
როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა - ღირებულებითი განათლება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რა უნდა იყოს ახალი თაობის მთავარი ორიენტირი იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში ტრადიციულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება? როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება? - „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და განათლების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.
21 ივნისი 2026, 23:25
საზოგადოება
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით
ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „იმედის კვირასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა.
21 ივნისი 2026, 23:12
საზოგადოება
დაუდევრობა თუ თვითნებობა - განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
დაუდევრობა თუ თვითნებობა - რა მოხდა ზღუდერში, სადაც მეექვსე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები განადგურებულია. ძეგლის ადგილზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიას აშენებენ, რომელიც ახლა შეჩერებულია.
21 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
„იარე ნელა“ - რატომ გეგმავს ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევებზე ჯარიმების შემსუბუქებას. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
უსაფრთხო გზებს მხოლოდ მაღალი ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს - უბედური შემთხვევები, დაკარგული სიცოცხლეები და პასუხისმგებლობა, რომლისგანაც ფინანსური სანქცია არავის ათავისუფლებს.
21 ივნისი 2026, 22:52
პოლიტიკა
„მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია
კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის, - განუცხადა „იმედის კვირას“ „მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარმა რიჩარდ შენკემ.
21 ივნისი 2026, 22:45
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
სიძულვილის ენა მხოლოდ უცენზურო სიტყვები არ არის. ის მოიცავს ადამიანების დამცირებას, მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიწებებას, დეჰუმანიზაციასა და საჯარო სივრცეში ზიზღის ნორმალიზებას.
21 ივნისი 2026, 22:38
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი, რომლის წინააღმდეგაც სანქციები და მუქარა არ მუშაობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბოლო 14 წელია, საქართველოს ეროვნული მთავრობა დასავლეთის თავისდათავად იქცა. ვერ გამონახეს ვერანაირი გზა, ჰყავდეთ მათზე დამოკიდებული მთავრობა - ვერ გაჭრა სანქციებმა, ვერც შანტაჟმა, ხალხის გადაბირების თუ დაშინების მცდელობამ, ნდობის შესარყევად მილიონების ჰაერში გასროლამ და ძვირადღირებულმა, მაგრამ იაფფასიანმა პროპაგანდამ.
21 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის
ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ.
21 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
ფსევდოდემოკრატიის ცენზორები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ევროკავშირი ხშირად საუბრობს დემოკრატიული ღირებულებების, პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, მაგრამ ფაქტები სრულიად საპირისპიროს აჩვენებს.
21 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
ევროკავშირის ახალი მიდგომა და „მეორეხარისხოვანი წევრობა“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბრიუსელში განიხილავენ მოდელს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების მომავალ წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაზე მათი გავლენა შეზღუდული იქნება.
21 ივნისი 2026, 22:10
პოლიტიკა
ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
21 ივნისი 2026, 18:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება
კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
21 ივნისი 2026, 18:00
სპორტი
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.
21 ივნისი 2026, 18:00
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება
პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
21 ივნისი 2026, 17:41
მსოფლიო
ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს
მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.
21 ივნისი 2026, 17:37
მსოფლიო
ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა
დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.
21 ივნისი 2026, 17:31
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ ტარდება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება.
21 ივნისი 2026, 17:30
სპორტი
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
21 ივნისი 2026, 17:22
მსოფლიო
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები რუსი ოკუპანტების სამიზნეების, მათ შორის ნავთობ-ბაზების, ტერმინალის, გაზის ინფრასტრუქტურის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და ლოგისტიკის განადგურების შესახებ იუწყება.
21 ივნისი 2026, 17:20
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. პირველ რიგში, ეს საქართველოს გამარჯვებაა
იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.


