15 მაისი 2026, 16:12 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროცესში ინდუსტრიული სექტორის როლზე და ამ კუთხით ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჰანიველ ცემენტი“, რომელიც უკვე წლებია, ქვეყნის სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - აფართოებს წარმოებას, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მნიშვნელოვნად ზრდის საკუთარ შესაძლებლობებს. მისი გაფართოება ნიშნავს, რომ საქართველოში იზრდება წარმოება, ვითარდება ინდუსტრია და იქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, ჩნდება მეტი მოთხოვნა და, ბუნებრივია, რომ ჩნდება მიწოდებაც. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი საწარმოო და ინდუსტრიული სექტორის განვითარება, სწორედ წარმოება, ინდუსტრია და ინფრასტრუქტურული პროექტებია ეკონომიკური მდგრადობის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მთავარი საფუძველი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჰანიველ ცემენტის“ ახალი საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია, ის კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში კლინკერის წლიური წარმოება 400,000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად, შენდება ცემენტის დაფქვის ახალი ხაზი, შედეგად, ცემენტის წლიური წარმოება 2.7 მილიონ ტონას მიაღწევს. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა 2028 წლიდან იგეგმება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობის სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება - 2025 წელს მისი წილი მშპ-ში 8 % იყო, ხოლო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 7.3 მლრდ ლარს მიაღწია.

„70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ნიშნავს, რომ მოხდება თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების გაძლიერება, ტექნოლოგიური განახლება და წარმოების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ზრდა. პროექტის ფარგლებში დაინერგება ენერგოეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომპანია ამ ეტაპზე 1200-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო საინვესტიციო პროექტი დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, მათ შორის, კონტრაქტორი კომპანიების მიმართულებით.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ინვესტორების წვლილი და როლი, მათი ნდობა საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოსა და იმ დადებითი პერსპექტივის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მათი ნდობა რეალურად იქცევა ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების საფუძვლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველა სიახლე

რევაზ სოხაძე

15 მაისი 2026, 16:57

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ

ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას შეეძლო მონაწილეობა და გამარჯვება, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

რევაზ სოხაძე

15 მაისი 2026, 16:56

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ინდექსაციასთან დაკავშირებული ცვლილებები არის პასუხი იმაზე რასაც სამშენებლო სექტორი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ითხოვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინდექსაციის მექანიზმს უახლოეს პერიოდში დანერგავს მას შემდეგ, რაც მთავრობის შესაბამისი დადგენილება ამოქმედდება.

15 მაისი 2026, 16:55

ეკონომიკა

ფულადი გზავნილები აპრილში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 141.5 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

15 მაისი 2026, 16:54

მსოფლიო

POLITICO: პუტჩმა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით მიმდინარეობს, კონკრეტული სახე მიიღო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დიდი ზეწოლის ქვეშაა. მას ლიდერობას მისი თანაგუნდელები ეცილებიან, სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

 ანდრი სიბიჰა
მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 16:35

პოლიტიკა

საგარეო უწყება: მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრი სიბიჰამ დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს

კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

15 მაისი 2026, 16:31

სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

15 მაისი 2026, 16:30

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა

ქ. კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა

კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.

15 მაისი 2026, 16:24

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა სგპ ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - საერთო ჯამში 620 კოლოფი სიგარეტი და 6 მილიონი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.

15 მაისი 2026, 15:58

ეკონომიკა

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის ლიდერთან, უნურჯარგალ დალახუსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა.

15 მაისი 2026, 15:41

რეგიონი

აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:37

პოლიტიკა

ანდრეი სიბიგა: მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს. ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

15 მაისი 2026, 15:28

რეგიონი

ლევან ხარაბაძემ აჭარისა და გურიის სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

15 მაისი 2026, 15:26

პოლიტიკა

ქართველიშვილი „რადიო თბილისის“ სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მოიტანა ჭეშმარიტი სიტყვის თავისუფლება. არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან

„რადიო თბილისმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ცოტნე ივანიშვილის სამეცნიერო ნაშრომს მიმოიხილავს და უნიჭო ანალიზით ამ თემის პოლიტიზირებას ცდილობს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გამოეხმაურა „რადიო თბილისის“ მიერ მომზადებულ ანალიზს ცოტნე ივანიშვილის აკადემიური ნაშრომის შესახებ, რომელიც მედიის ნდობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებს შეეხება.

15 მაისი 2026, 15:24

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

დონალდ ტრამპი

15 მაისი 2026, 15:21

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, მისთვის მისაღები იქნება, თუ ირანი ურანის გამდიდრებაზე 20-წლიან მორატორიუმს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია წინადადება, რომელიც ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის შემოღებას გულისხმობს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები, რასაც ნამდვილად ვაფასებთ

მისასალმებელია, როდესაც კოლეგას შეხვედრის სურვილი უჩნდება, გაიგოს რა ხდება რეგიონში, საქართველოში და როგორ შეიძლება წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:18

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

15 მაისი 2026, 15:08

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.