04 ივნისი 2026, 15:39 / სანდო წყარო

გურამ დუმბაძე: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს და ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები

გურამ დუმბაძე

გურამ დუმბაძე

საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი და იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ მონიტორინგის კომპონენტიც, ვინაიდან, როდესაც გააფორმებს ხელშეკრულებას ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, მას ასევე ექნება მონიტორინგის ფუნქცია. ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ის აუცილებლად შეამოწმებს ხარისხობრივ კომპონენტებს, რომელსაც შეისყიდის აღნიშნული შესყიდვის ნაწილში. ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესყიდვის მართვის კუთხით. ასევე საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი. იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში. შემოვიდა და განისაზღვრა ახალი დანარიცხები, რომელიც მანამდე ასე ცალსახად არ იყო განსაზღვრული. ეს არის დროებითი შენობა-ნაგებობების დანარიცხები, სასაწყობე დანახარჯების სპეციალური დანარიცხები. ეს გახლავთ ასევე ზამთრის სამუშაო პირობებში დანარიცხები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი სამშენებლო პროცესის ეფექტიანი მართვისთვის. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მთლიანი სამშენებლო ციკლის, სამშენებლო სამუშაოების დაწყებული სატენდერო პროცედურიდან, დასრულებული სამუშაოების ჩაბარებამდე სრულად პასუხობს ყველაზე კარგი პრაქტიკის მაგალითებს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამშენებლო სამუშაოების მართვის პროცესი.

„აღნიშნულ ნაწილში მნიშვნელოვანია ორი კომპონენტი, როდესაც დღეს უკვე მთლიანად გასწორდა სახელმწიფო შესყიდვების, სამშენებლო სამუშაოების ნაწილი და მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს, ორი კომპონენტი, რაზეც სახელმწიფოს ყოველთვის ექნება აქცენტი და ამაზე კომპრომისი ვერ იქნება, ეს გახლავთ ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ კონტრაქტორებისგან შესაბამის ხარისხს, რომელიც დავადგინეთ შესყიდვების გამოცხადებისას და ასევე იმ ვადებს, რომლებზეც შევთანხმდით ხელშეკრულების პირობებში. საერთო ჯამში, ეს მოგვცემ იმ პროდუქტს, რომელიც საუკეთესო ალტერნატივა და საუკეთესო გადაწყვეტა იქნება ჩვენი შესყიდვისთვის“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულებებში, სადაც მიწოდების ვადა 12 თვეზე მეტია, მე-13 თვიდან დაიწყება სამუშაოების ინდექსირება.

„სამუშაოების ინდექსირება გულისხმობს, რომ მიმწოდებელს ფაქტობრივად სახელმწიფო უზღვევს რისკებს, თუ ბაზარზე გაუძვირდა მას შესაბამისი მასალები, შესაბამისი მანქანა-მექანიზმები და მათი ღირებულება, სახელმწიფო ამ ნაწილში დაეხმარება და ინდექსირებას, შესაბამისად სხვაობას გაზრდილ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით დაუფინანსებს. ეს მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც მანამდე კონტრაქტორს ჰქონდა, ამას უკვე ინაწილებს სახელმწიფო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დიდ ხელშეკრულებებში, 2-3-4-წლიან ხელშეკრულებებში, სადაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო სამშენებლო პროექტები და სტრატეგიული სამშენებლო პროექტები გვაქვს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 16:41

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან

5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.

ვახტანგ ცინცაძე

04 ივნისი 2026, 16:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი

ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

04 ივნისი 2026, 16:18

მსოფლიო

გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

04 ივნისი 2026, 16:04

პოლიტიკა

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა, ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

04 ივნისი 2026, 15:49

სამართალი

რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

04 ივნისი 2026, 15:30

სამართალი

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები

შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

04 ივნისი 2026, 15:28

მსოფლიო

პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს

პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე უკრაინის მეამბოხეთა არმიის განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

04 ივნისი 2026, 15:17

ეკონომიკა

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ქვეყნებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) შესახებ მოლაპარაკების ნულოვანი რაუნდი გამართეს, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩატარდა.

04 ივნისი 2026, 15:17

საზოგადოება

ილია მეორის ტრადიცია გრძელდება - თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება.

ზაზა ვაშაყმაძე
შიო მესამე

04 ივნისი 2026, 15:15

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მარჯან სატრაპი

04 ივნისი 2026, 15:13

კულტურა

„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

მარჟან სატრაპი ირანში, 1969 წელს დაიბადა. ის თეირანში ფრანგულ ლიცეუმში სწავლობდა. 1994 წლიდან სატრაპი საფრანგეთში ცხოვრობდა, 2006 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. სატრაპის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტობიოგრაფიული კომიქსი „პერსეპოლისი“, რომელშიც ის ირანში ისლამური რევოლუციის დროს თავის ბავშვობაზე ჰყვება.

04 ივნისი 2026, 14:59

პოლიტიკა

ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

04 ივნისი 2026, 14:57

საზოგადოება

გავლენიან ამერიკულ გამოცემაში Vine Pair ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა

„ამერიკელების უმეტესობისთვის ქართული ღვინოები ახალი და მიმზიდველი აღმოჩენაა. საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და სხვა ადგილობრივი ვაზის ჯიშები მათთვის განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას ქმნის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღვინო ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ქართლის დედის მონუმენტიც, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს და ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი - ღვინის ფიალა“, - ნათქვამია სტატიაში.

04 ივნისი 2026, 14:56

საზოგადოება

გივი მიქანაძე პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროკურორი ლაშა გამყრელიძე

04 ივნისი 2026, 14:55

სამართალი

აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა

ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად გახსნილ საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა. ბრალდებულთა შორის ერთი ოჯახის ორი წევრია. პატიმრობა ცოლს შეეფარდა.

მიხაილო პოდოლიაკი

04 ივნისი 2026, 14:52

მსოფლიო

ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილით დაემუქრა.

ალქსანდრე რაქვიაშვილი

04 ივნისი 2026, 14:43

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ალიანსი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების გაერთიანება. ამ ხალხს ერთმანეთი ისეც იმდენი ჰყავთ ნაგინები, საერთოდ უცნაურია, რომ გაერთიანდნენ

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისევ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია. ბოლო პერიოდში სააკაშვილი ძირითადად „ახალის“ ლიდერებს და რიგით წევრებს აკრიტიკებს. პოზიციას არ ცვლის ანა წითლიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში საერთოდ არ უნდა იყოს.

04 ივნისი 2026, 14:41

საზოგადოება

სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს

ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 14:40

სამართალი

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი ნარსია წარუდგინა.