12 ივნისი 2026, 11:03 / სანდო წყარო

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - დასძინა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა, ასევე ჩინური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადები.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ყველა სიახლე

12 ივნისი 2026, 12:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადირ ჟაპაროვთან. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

12 ივნისი 2026, 12:16

მსოფლიო

POLITICO: უკრაინა მოკავშირეებს დამატებით 20 მილიარდ დოლარს სთხოვს, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

უკრაინა მოკავშირე ქვეყნებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს, რათა ბრძოლის ველზე არსებული დროებითი უპირატესობა გაამყაროს და რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდოს. ინფორმაციას POLITICO უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივნისი 2026, 12:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

12 ივნისი 2026, 12:14

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთში ვიზიტი ისტორიულია, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

დავით ჩიხელიძე

12 ივნისი 2026, 12:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გახარია არის ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს ხალხს თვალები დათხარა, დაშლილი აქციის წევრებს სახლებამდე სდია და თავპირი გაუერთიანა. ამის მერე სტრასბურგმა მოითხოვა გახარიას დანაშაულების გამოძიება 20 ივნისის საქმეზე - ამ მოღალატე კრიმინალი გუნდის მინიონი ბედავს და პროტესტის უფლების დაცვაზე საუბრობს

გახარიას პარტიის რომელიღაც მინიონმა ბრიფინგი ჩაატარა, „მნიშვნელოვანია პროტესტის უფლების დაცვაო“... არ მოგესმათ. ხელისუფლების კრიტიკასაც არ მორიდებია, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

თამარ ზოდელავა

12 ივნისი 2026, 12:08

საზოგადოება

თამარ ზოდელავა საჯარო რეესტრის სერვისებზე: „გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია საქართველოს მოქალაქისთვის. „გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ციფრულ სერვისებზე, მათ შორის „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის პროცედურაზე. სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა მომსახურების გაციფრულების აუცილებლობა, რაც მკაფიოდ აისახება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებში. კერძოდ, მიმდინარე წლის მონაცემებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი 26 000 განმცხადებლიდან 21 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა; შედარებისთვის, 2025 წელს რეგისტრირებული განცხადებების საერთო რაოდენობა 54 000-ს შეადგენდა, საიდანაც 40 000 მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე იყო. „საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, დაზოგოს დრო და ყოველგვარი ბარიერის გარეშე ეწვიოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს www.napr.gov.ge; ამისათვის საჭიროა, რომ ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და გადაიხადოს მომსახურების გადასახადი… ხელოვნური ინტელექტისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივად რამდენიმე წუთში განხორციელდება მისი ინდმეწარმედ რეგისტრაცია“, , აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

12 ივნისი 2026, 11:52

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.

12 ივნისი 2026, 11:51

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს საქართველოსა და ყირგიზეთის მთავრობის წევრები წარუდგინეს.

12 ივნისი 2026, 11:49

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ახორციელებდა ფრინველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციაშია აღნიშნული, მეწარმე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

არჩილ გორდულაძე

12 ივნისი 2026, 11:31

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან

ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ირაკლო კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:30

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური, რასაც აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დავალებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობა“ და ჯო უილსონი ერთი ხელიდან იმართებიან

„ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპი

12 ივნისი 2026, 11:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დღეს ჩვენ ირანთან ომი დავასრულეთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკამ ირანთან ომი დაასრულა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივნისი 2026, 11:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს

ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ, მათ გარე პატრონებზე, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი

ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყირგიზეთში.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმაოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განუცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი

ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიშკეკში ქართველ ჟურნალისტებს.

12 ივნისი 2026, 11:14

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257 000 ლარია.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:14

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან

ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ეკა სეფაშვილი

12 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბრიუსელის სამუშაო შეხვედრაზე: ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სამუშაო შეხვედრა მოგონილი იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც თავადვე შევიდნენ

„თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.