ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა
ლევან მოსეშვილი
ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
ლევან მოსეშვილის თქმით, 14 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ბევრი რამ შეიცვალა - დაემატა ახალი სამგზავრო ტერმინალი, განვითარდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სერვისები. აეროპორტის წარმატების აღნიშვნისას მან ასევე ხაზი გაუსვა მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკას და თქვა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.
„როდესაც ქუთაისის აეროპორტი 14 წლის წინ გაიხსნა, პირველ წელს დაახლოებით 12,800 მგზავრი გვყავდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 800 ათას მგზავრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და მიმართულებების დამატებაზე. გვინდა ჩვენს მგზავრებს, მოსახლეობასა და ტურისტებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებასთან პირდაპირ დაკავშირება შეძლონ. ჩვენი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქვეყანა, ქალაქი და დედაქალაქი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დავაკავშიროთ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ლევან მოსეშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წელი შესრულდა ქუთაისში აეროპორტის მთავარი პარტნიორის, Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან. მან უნგრულ ავიაკომპანიას მიულოცა და წარმატება უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 13:10
რეგიონი
რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: ეგვიპტემ ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტემ ისრაელი ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ისრაელმა ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვა. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal- ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
28 სექტემბერი 2026, 12:55
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფაქტობრივად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:48
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით.
28 სექტემბერი 2026, 12:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
28 სექტემბერი 2026, 12:39
სამართალი
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.
28 სექტემბერი 2026, 12:37
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს უტევდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს თავს ესხმოდა.
28 სექტემბერი 2026, 12:19
რეგიონი
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
28 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
France 24: საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები სენატში პირველად შექმნიან საპარლამენტო ჯგუფს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
მედია: ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს
ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
AXIOS: თეირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას მიმდინარე კვირას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას ამ კვირაში ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღის წინ თეირანის მიერ ომის დასრულების მიზნით შეთავაზებული წინადადება უარყო.
28 სექტემბერი 2026, 11:21
ეკონომიკა
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.
28 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
28 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:02
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
28 სექტემბერი 2026, 11:01
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ჩინეთის, ტაილანდის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყის, თურქმენეთისა და ეგვიპტის მოქალაქე.
28 სექტემბერი 2026, 11:01
მსოფლიო
უკრაინული მედია: ტრამპმა ზელენსკის გლობალური საწვავის კრიზისის საფრთხის გამო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


