აგარის შაქრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქარხნის ამუშავება მათაც სურთ
აქცია ქარხანასთან
ფოტო: 1tv
„აგარის შაქრის" მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაცია ქარხნის გაჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს. მის განცხადებას "ლიბერალი" ავრცელებს.
"2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქარის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე. აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯი ცხადია, იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე.
კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული მადლობა გამოუცხადა, მათი მონდომებული და დაუღალავი მუშაობისათვის, მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე).
მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება, რისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის, საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა, დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება", - წერია განცხადებაში.
ამასთან, აგარის შაქრის ადმინისტრაცია სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს, რომ სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, გაძლიერდეს შენობის ირგვლივ პატრულირება და გამოიყოს სათადარიგო სახანძრო მანქანა.
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მეპატრონე კრიპტოვალუტის წარმოების ქარხანას ხსნის შაქრის ქარხანის ნაცვლად, არ შეესაბამება სიმართლეს. მოლაპარაკება იყო მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რათა ისრაელიდან ინვესტორებს კრიპტოვალუტის მაინინგის ერთი კონტეინერი საცდელად დაემონტაჟებინათ, რომელიც ქარხნაში შაქრის წარმოებას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი ინვესტორთან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სამი კვირაა "აგარის შაქრის" ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულად აქციებს მართავენ. საწარმო 5 თვეზე მეტია გაჩერებულია. სამსახურის გარეშე 500-მდე ადამიანი დარჩა.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 11:32
სამართალი
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.
13 ივნისი 2026, 11:25
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წუხელ ირანმა რამდენიმე დრონი გაუშვა, რათა ჰორმუზის სრუტეში მყოფ რამდენიმე სავაჭრო გემზე თავდასხმა მოეწყო.
13 ივნისი 2026, 11:07
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა
ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
13 ივნისი 2026, 11:07
ეკონომიკა
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა.
13 ივნისი 2026, 11:00
მსოფლიო
AXIOS: ტრამპისა და ირანის მოსალოდნელი შეთანხმება ნეთანიაჰუსთვის რთული მისაღები იქნება
გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მოსმენაც, სავარაუდოდ, არ სურდა: ტრამპმა უთხრა, რომ ის ირანთან შეთანხმების გაფორმებას რამდენიმე დღეში ელოდება.
13 ივნისი 2026, 10:56
საზოგადოება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.
13 ივნისი 2026, 10:49
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო - ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან უკვე გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, რადგან ჩვენ პირობებში ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში
სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში და „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
13 ივნისი 2026, 10:30
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნოდარ მელაძის შაბათის ანონსში გასულ მასალას ეხმიანება და ამბობს, რომ სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება ამ ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები.
13 ივნისი 2026, 10:30
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ
ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი! წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს - იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში.
13 ივნისი 2026, 10:27
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ შესაძლო თავმჯდომარესა და განხეთქილებაზე ოპოზიციურ ალიანსში. სუბარმა აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ლიდერად „ფსკერს“ სთავაზობს საზოგადოებას და ხაზი გაუსვა, რომ, ზოგადად, სააკაშვილის აქტიურობა პოლიტიკაში ქართული სამართლის დარღვევაა- ის არაა საქართველოს მოქალაქე.
13 ივნისი 2026, 10:26
მსოფლიო
POLITICO: ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ
ნატოს წევრი სახელმწიფოები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის ალექსუს გრინკევიჩისთვის დრონების ჩამოგდების მიმართულებით უფრო ფართო უფლებამოსილების მინიჭებას აპირებენ. ინფორმაციას POLITICO ორ ნატოელ დიპლომატზე და ალიანსის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 10:20
ეკონომიკა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა.
13 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
კამპანია „მე მომავალში“ გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
13 ივნისი 2026, 09:51
მსოფლიო
Bloomberg: ირანი სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის საჭირო რაკეტებს, სავარაუდოდ, რუსეთისგან იღებდა
ირანმა რვაკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების დროს საკუთარი სარაკეტო არსენალი აღადგინა და, სავარაუდოდ, ახალი შეიარაღება რუსეთისგან მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლეთის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 09:17
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას „სოდ“-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის) ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.
13 ივნისი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივნისს საქართველოში
13 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
13 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა და ვენესუელამ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ვენესუელელი ნარკობარონი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი მოკლეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვენესუელის ხელისუფლებასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება Tren de Aragua (TdA)-ს დამფუძნებელი და ლიდერი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი, მეტსახელად ნინიო გერერო.
13 ივნისი 2026, 08:24
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში პირველი დუბლი დაფიქსირდა
აშშ, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი დაფიქსირდა. ორი გატანილი გოლის ავტორი აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგანი გახდა.
13 ივნისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ღია ეთერი - რევოლუციის 5 მცდელობა 4 წელიწადში - ვინ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გზით ქვეყნის სათავეში მოქცევას, როგორ რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ღია ეთერში ერთმანეთის პირისპირ - ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია და პოლიტეკონომისტი ბექა ნაცვლიშვილი.
13 ივნისი 2026, 08:00
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.


