imedi /  19 აპრილი 2018, 19:20 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია NTV PLUS-ის ავტორიზაციის საკითხზე საიას განცხადებას პასუხობს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შემოდიოდა რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ ბრენდით NTV-PLUS. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ონლაინ პეტიცია გავრცელდა, რომლითაც კომპანიის ბაზარზე შემოსვლა გააპროტესტეს და შესაბამის უწყებებს მისი რეგისტრაციის გაუქმება მოსთხოვეს. 

11 აპრილს თემას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ NTV PLUS-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების დასაწყებად დაკუმენტაცია წესრიგში არ აქვს. კომისიის ცნობით, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია 2016 წლის 12 სექტემბერს გაიარა, შესაბამისად ავტორიზაცია მიიღო, მაგრამ ბაზარზე ოპერირების დასაწყებად ეს საკმარისი აღარ არის, რადგან 2016 წლის შემდეგ ავტორიზაციის გავლის პროცედურა შეიცვალა.

კომისიის განცხადებით, იმისთვის რომ უცხოური კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს და ოპერირება დაიწყოს, მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ამის დამადასტურებელი მოწმობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უნდა წარადგინოს. ასეთი დოკუმენტი კი NTV Plus-ს კომისიაში ჯერ არ წარუდგენია.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის კომენტარს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსი“-სთვის ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა.
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საიას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და განმარტა საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი და პროცედურული დეტალები.

„2005 წლის 2 ივნისის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ინდივიდუალური ლიცენზირების რეჟიმი ავტორიზების სისტემით შეიცვალა და ,,ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N546/19 გადაწყვეტილების საფუძველზე  2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციას კომისიის სხდომაზე განხილვისა და გატანის გარეშე  უზრუნველყოფდა კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

ავტორიზების გამარტივებული სისტემის დანერგვის დღიდან, წლების გამავლობაში, კომისია მიიჩნევდა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თაობაზე, გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს. აქედან გამომდინარე, 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კომისიამ განახორციელა 9 იურიდიული პირის ავტორიზაცია, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში და კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, კომისიამ განახორციელა შემდეგი იურიდიული პირების ავტორიზაცია:

1. შპს „Voxbone” (ს/კ 0478.928.788. ბელგია; ავტ. თარიღი: 26.08.09; ავტ. საქმიანობის სახე: ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება;). კომპანია დღემდე ავტორიზებულია.

2. შპს “GUDA.TV“ (ს/კ 140181172, აშშ; ავტ. თარიღი: 03.02.15; ავტ. საქმიანობის სახე: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი). კომპანია დღემდე ავტორიზებულია;

3. შპს „ნტვ-პლუსი“ (ს/კ 7703121379, რუსეთის ფედერაცია; ავტ. თარიღი: 12.09.16; ავტ. საქმიანობის სახე: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება). კომპანია დღემდე ავტორიზებულია.

4. შპს „BLACK SEA TELECOM“ (ს/კ 610953, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები; ავტ. თარიღი 28.05.07; ავტ. საქმიანობის სახე: ინტერნეტ მომსახურება). კომპანია დღემდე ავტორიზებულია. რეგისტრირებული აქვს ფილიალი მეწარმეთა საჯარო რეესტრში 2008 წლიდან.

5. შპს „TECHNOMAX LLP” (ს/კ OC397545, ბრიტანეთი; ავტ. თარიღი 17.07.15; ავტ. საქმიანობის სახე: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი) - შეუჩერდა ავტორიზაცია კომისიის გადაწყვეტილებით  N338/18 31.05.17);

6. სს “Quadriga EMEA Limited” (ს/კ 3038297 ბრიტანეთი; ავტ. თარიღი 12.12.2012; ავტ. საქმიანობის სახე: გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)) - შეუჩერდა ავტორიზაცია კომისიის გადაწყვეტილებით N209/3 30.03.17;

7.სს “Compatel Limited” (ს/კ 7456831, ბრიტანეთი; ავტ. თარიღი 04.12.2012; ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება; ფლობდა ნუმერაციის რესურსს 576 99X XXX) - შეუჩერდა ავტორიზაცია კომისიის გადაწყვეტილებით N352/3 18.05.17;

8. შპს „HALLBROOK INVEST L.P“ (ს/კ SL21666 შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო; ავტ. თარიღი 26.08.15; ავტ. საქმიანობის სახე: ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება;) – ავტორიზაცია გაუქმდა მისი განცხადების (15.05.17) საფუძველზე;

9. კომპანია  ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი” (კ/ნ 1015384, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები);ავტ. საქმიანობის სახეები: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება; საკაბელო , სატრანზიტო, ტელე და რადიო მაუწყებლობის მომსახურება, ასევე, ინტერნეტ მომსახურება კომპანიამ ავტორიზაცია გაიარა 01.12.06-ში);  კომპანიის ავტორიზაცია გაუქმდა 2010 წლის 24 თებერვალს, მისი მოთხოვნის საფუძველზე. 

ამავე პერიოდში, კომისიამ  ასევე, ამოწურვად რესურსებს (რადიოსიხშირულ სპექტრს) გასცემდა ისეთ კომპანიებზე,  რომლებიც სამეწარმეო სუბიექტებად რეგისტრირებული იყვნენ სხვა სახელმწიფოებში. კერძოდ:

1. შპს ,,ბლუმფინ ლიმიტედი“ (ს/კ 688432, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები; - 2006 წლის 10 მარტიდან 2007 წლის 16 ნოემბრამდე ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F7 ლიცენზიას, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის. ლიცენზიაში გადაიხადა 71,887,039 ლარი.  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F7 ლიცენზია გაუქმდა 2007 წლის  16 ნოემბერს კომისიის N697/4 გადაწყვეტილებით.

2. კომპანია ,,ასპენვუდ გრუპ კორპორეიშენ“ (კ/ნ 1009795, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები);  კომისიის 2006 წლის 24 მაისის №218/22 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,მობიტელის“                                 №F5 ლიცენზიას გამოეყო 827.955-831.645 მგჰც; 872.955-876.645 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭა ნომერი F11 და ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა კომპანია ,,ასპენვუდ გრუფ კორპორეიშენ“;

3. კომპანია  ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-(კ/ნ 1015384, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები); კომისიის 2006 წლის 18 აგვისტოს №372/22 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11ლიცენზია, რომელსაც ფლობდა კომპანია ,,ასპენვუდ გრუპ კორპორეიშენ“, გადაუპირდა აღნიშნულ კომპანიას. კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №220/5 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზია გადაუპირდა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. დღეის მდგომარეობით ლიცენზიას ფლობს სს სილქნეტი;

4. შპს „BLACK SEA TELECOM“ - კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „BLACK SEA TELECOM“-ი ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას, ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად; კომპანიამ ლიცენზიაში გადაიხადა 6,986,689.60 ლარი; შპს „BLACK SEA TELECOM“ -მა 2017 წელს 2 მაისს უარი განაცხადა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. კომისიის გადაწყვეტილება N313/12. კომპანია დღემდე ავტორიზებულია; რეგისტრირებული აქვს ფილიალი საჯარო რეესტრში 2008 წლიდან. 

2015 წლიდან კომისიის ახალმა შემადგენლობამ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების გათვალისწინებით (2015 წლიდან აიკრძალა მაუწყებლობის სფეროში ისეთი პირის ლიცენზირება და ავტორიზაცია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ამასთანავე, აიკრძალა მაუწყებლობის სფეროში ისეთი პირის ლიცენზირება და ავტორიზაცია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი,  პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა), დაიწყო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მსურველ პირთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის განხილვა კომისიის სხდომაზე და აღნიშნულის საფუძველზე ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება. 

აქვე, კომისიას სურს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებასა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული ზემოთ მითითებული აკრძალვები არ არის გათვალისწინებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე. 

კომისიის ახალმა შემადგენლობამ ასევე გადახედა ავტორიზაციის გაცემის 2005 -2016 წლების პრაქტიკას  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების განჭვრეტადობის უზრუნველყოფისა და კომისიის მიმართ რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ნდობის შენარჩუნების მიზნით, კომისია აქამდე არსებულ პრაქტიკას მყისიერად ვერ შეცვლიდა, ამიტომ პრაქტიკის შეცვლა ეტაპობრივად ხორციელდება. 

ზემოთ მითითებული 9 კომპანიიდან, რომლებსაც მსგავსი მიდგომით ჰქონდათ ავტორიზაცია მიღებული, დღეს მხოლოდ სამი დარჩა. რამდენიმე კომპანიას ავტორიზაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, ნაწილ მათგანს კომისიამ შეუჩერა. რაც შეეხება დარჩენილ სამ კომპანიას, ესენი არიან  შპს „Voxbone“, რომელიც ერთ-ერთ საელჩოს უწევს მომსახურეობას, შპს ,,GUDA TV“, რომელიც ტელემაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს  და შპს „ნტვ-პლიუსი“, რომელსაც მაუწყებლობის თანამგზავრულ ტრანზიტზე აქვს ავტორიზაცია გავლილი. აღნიშნულ კომპანიებს   კომისიამ, როგორც საჯარო სხდომაზე, ასევე წერილობით აცნობა შეცვლილი  პრაქტიკის შესახებ და მოთხოვა საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა. 

კომისიის მიერ პრაქტიკის შეცვლიდან დღემდე ზემოთ აღნიშნული  9 კომპანიიდან ერთმა კომპანიამ  შპს „BLACK SEA TELECOM“-მა მოთხოვნის შესაბამისად, კომისიაში უკვე წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.  სამ  კომპანიას : შპს „TECHNOMAX LLP”-ს, სს “Quadriga EMEA Limited”-ს და სს “Compatel Limited”-ს კომისიის გადაწყვეტილებით შეუჩერდა ავტორიზაცია, ხოლო ორ კომპანიას - შპს „HALLBROOK INVEST L.P“-ს და კომპანია  ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-ს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გაუუქმდა ავტორიზაცია. 

ამასთანავე, კომისია ვერ გაიზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გავლა და შემდგომ ამონაწერის კომისიაში წარდგენა, სამართლებრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ახალ სუბიექტს. 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია ახალ იურიდიულ პირს წარმოშობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები დაარეგისტრირებენ დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტს, მაგრამ მათ მიერ ფილიალის რეგისტრაციის შემთხვევაში არ  წარმოიშობა ახალი იურიდიული პირი.   

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთაღნიშნული სამი კომპანია კომისიაში არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს საკითხს, მათი ავტორიზაციის შეჩერების მიზნით და კანონით დადგენილი წესით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლუიშ მონტენეგრუ

28 მაისი 2026, 03:07

მსოფლიო

პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.

28 მაისი 2026, 02:36

სპორტი

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 01:44

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია

მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

28 მაისი 2026, 00:08

მსოფლიო

POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო

პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.

დიმიტრი ბიძინაშვილი

27 მაისი 2026, 23:15

პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მაისი 2026, 22:44

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პაატა ასათიანი

27 მაისი 2026, 22:11

პოლიტიკა

სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო

ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ანტონიო ტაიანი

27 მაისი 2026, 21:52

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია

იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2026, 21:47

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.