imedi /  13 ივლისი 2018, 11:48 / სანდო წყარო

აჭარაში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 808437 ვიზიტი განხორციელდა.

"ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი აჭარაში იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც 6 თქვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა. 2017 წელს, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა.

ვიზიტორების მატებაა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22%-ით მეტ, 40 866 სტუმარს უმასპინძლეს. დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ივნისში 27 438 შეადგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. გასულ წელს, დელფინარიუმმა 194 548 ვიზიტორს უმასპინძლა.

6 თვეში 72%-ით მეტი, 19, 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მხოლოდ ივნისში კი ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 46%-ით მეტი, 15 658 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს ის 20%-ით აღემატება 2016 წელს და 79 834 ვიზიტორს შეადგენს.

გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა,  ანუ100 023-მა ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში, მხოლოდ ივნისში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 41 996 (+13%) შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, საბაგიროს 319 518 ვიზიტორი სტუმრობდა.

ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. აღნიშნული ციფრი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. აქედან ყველაზე მეტი 9 217 (+47%) სტუმარი პარკს ივნისში სტუმრობდა. გასულ წელს, კი ეროვნული პარკში 47 460-მა ვიზიტორმა იმოგზაურა", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

07 მარტი 2026, 23:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და საშუალოდ მშპ-ს 1 პროცენტს

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ერთ მსხვილ ჯგუფზე - სტუდენტებზე და მათ გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ასევე იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, გაერთიანების სამეფოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

მარიამ ქვრივიშვილი

07 მარტი 2026, 23:00

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სამრეწველო სექტორის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და ხელშეწყობის მექანიზმებზე ისაუბრა ტელეკომპანია „იმედზე“ გამართულ დებატებში. მინისტრის განმარტებით, მისი უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ყველა მიმართულების, მათ შორის მრეწველობის განვითარებას.

07 მარტი 2026, 22:55

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო არის გამორჩეულად წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ ლიბერალური სავიზო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა

„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ იმ რეკორდულ მონაცემებს, რომლებიც ყოველწლიურად ტურიზმის სექტორში ფიქსირდება. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ გასული წელი და ვთქვათ, რომ სწორედ სახელმწიფოს ძალისხმევით რეკორდული, ისტორიული იყო ის მონაცემები, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში მივიღეთ ტურიზმიდან - 4,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალოდ ტურიზმიდან, ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს“ - განაცხადა მინისტრმა.

07 მარტი 2026, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი

Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი - ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 22:34

ეკონომიკა

პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის

107 000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება, 30% არიან რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22% - ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პრემიერის თქმით, 70% საქართველოში მცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 22:29

ეკონომიკა

პრემიერი: „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის, არის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას

„იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, იქ არის კონკრეტული იურიდიული ნიუანსები, რისი გახმაურებაც არ უნდა კომპანიას, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონტრაქტში არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 22:23

ეკონომიკა

პრემიერი: 2004 წელს გაწევრიანდნენ ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო დიდი სხვაობა, 2003 წლის შემდეგ 18%-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში 20%-ით

2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

ლევან ჯაფარიძე

07 მარტი 2026, 22:22

პოლიტიკა

ლევან ჯაფარიძე ლომჯარიაზე, ხიდაშელზე, სანიკიძესა და კანდელაკზე: ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე გამახსენდა, რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას - მეხუთე კოლონა

დღეს ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე კიდევ ერთხელ გამახსენდა რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას: მეხუთე კოლონა — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, - წერს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი, ლევან ჯაფარიძე, ნინო ლომჯარიას, თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილი

07 მარტი 2026, 22:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის” პროექტზე: გამჭვირვალედ ვსაუბრობთ, რომ არცერთი ფორმის გარანტია, არც ფინანსური, არც იურიდიული ინვესტორისთვის არ მიგვიცია

„ეს არის ორი უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი, სადაც უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები აშენდება, გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს იახტკლუბის სახით. ამავდროულად მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც დღეს არცერთ ტერიტორიაზე არ არის, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები“.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 22:14

პოლიტიკა

პრემიერი: ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს, სწორედ ამის გამო განისაზღვრა შესაბამისი ჩამონათვალი მთავრობის სამართლებრივ აქტში

უცხოელები და უმეტესად, ეს იყვნენ უცხოელები, მუშაობდნენ ე.წ. დამდებებად, ნარკოტიკების რეალიზატორებად და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ მოახერხეს ხელოვნურად ფასის დაგდება, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპლექსური პრობლემა იყო და შესაბამისად, ჩაითვალა მიზანშეწონილად, უცხოელებისთვის მუშაობის შეზღუდვა.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 22:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, რასაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

როდესაც საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” = საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.

ზურაბ მახარაძე

07 მარტი 2026, 21:55

ეკონომიკა

ზურაბ მახარაძე: ახლანდელი ჩვენი ბაზარი „იგლ ჰილსის” გარეშეც კი უკვე გაჯერებულია და ამას რომ დაემატება 16 ათასი ბინა, ჩემი მოლოდინი, რომ ეს ძირითადად გარემომხმარებელზეა გათვლილი, მაღალი ალბათობის მატარებელია

„საქართველოში, ახლა, ამ წუთას „იგლ ჰილსის” გარეშე რა ბაზარიც გვაქვს დეველოპერული ასეთი მონაცემებია, რომ წელიწადნახევრის წინ, ქართულმა ბანკებმა, რომ შეხედეს რამდენი შენდება და მოთხოვნა რა არის, მიხვდნენ, რომ უკვე, ახლა მოთხოვნას აჭარბებს მიწოდება ქართულ ბაზარზე, ანუ უფრო მეტი შენდება, ვიდრე მოთხოვნაა და რაღაც პერიოდი „თიბისის“ და საქართველოს ბანკსაც“ საერთოდ გაჩერებული ჰქონდა სესხების გაცემა დეველოპერულ სფეროზე, ახლა გახსნეს, მაგრამ მაინც დაბალზეა“, - აღნიშნა მახარაძემ.

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2026, 21:50

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „იგლ ჰილსის” პროექტზე: თუ ჯერ ქართველები ყიდულობენ და მერე შენდება, სად არის 6 მლრდ დოლარი?

ვიცით ის, რომ დაიწყო წინასწარი გაყიდვები [„იგლ ჰილსის“ პროექტში] და ქართველებმა იყიდეს 60%-ზე მეტი, რა დასკვნა გამოდის აქედან? ჯერ ფული არ შემოუტანიათ არაბებს, ქართველებმა 60% იყიდეს უკვე, ანუ ქართველების მიერ შეტანილი ფულით შენდება პროექტი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. „იგლ ჰილსის“ პროექტი დგას ერთ დიდ ტყუილზე, სწორედ ამიტომ იმალება კონტრაქტი, რომ ვერ მიხვდეს ქართველი ხალხი რაში ატყუებენ. საუბარი იყო, რომ 16 000 ერთეული ფართი უნდა აშენებულიყო, როგორც არაბმა დამფუძნებელმა თქვა 60% უნდა გაყიდულიყო უცხოელზე. ჩვენ გვითხრეს, რომ 6 მლრდ-იანი ინვესტიცია შემოვიდოდა. ეს არის რაც ვიცით. ვიცით ის, რომ წინასწარი გაყიდვები დაიწყო და ქართველებმა იყიდეს 60%-ზე მეტი. კონტრაქტი არ მაქვს ნანახი. რა დასკვნა გამოდის აქედან? ჯერ ფული არ შემოუტანიათ არაბებს, ქართველებმა 60% იყიდეს უკვე, ანუ ქართველების მიერ შეტანილი ფულით შენდება პროექტი. ცხადია 16 000 ბინაზე 300 ბინით დასკვნების გაკეთება არ არის სწორი, მაგრამ ასე ხომ დაიწყეს? თუ ჯერ ქართველები ყიდულობენ და მერე შენდება, სად არის 6 მლრდ დოლარი?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

07 მარტი 2026, 21:49

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი ლორთქიფანიძეს: როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას

„როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას“, - მიმართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრს ლევან ლორთქიფანიძეს.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 21:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა

ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 21:42

პოლიტიკა

პრემიერი: თუკი სადმე იყო ზეწოლა, ეს იყო ჰესების მშენებლობაზე, შეგვიძლია დავდოთ პირობა, მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას, თუ ეს არ მოხდა, მრეწველობასაც მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ, ეკონომიკა ვერ განვითარდება

თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

თამარ ჩიბურდანიძე

07 მარტი 2026, 21:40

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა ისრაელის საელჩოს განცხადება. მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა

ისრაელის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ საელჩოს მსგავსი პოზიცია შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს როგორც ქართულ, ისე ებრაულ საზოგადოებაში.

მარიამ ქვრივიშვილი

07 მარტი 2026, 21:39

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი უცხოელ სტუდენტებზე: 37 ათასია ის რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოში ფიქსირდება, ამ მიმართულებით ჭარბობენ ინდოეთის მოქალაქეები

„მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს მილიარდ 200 მილიონ ლარს, ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებიდან ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი შემოსავალს ნახულობს. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15 500 ლარს იხდის და ამავდროულად სხვა დამატებით სექტორებში ხარჯავს 16 300 ლარს. არ უნდა დაგვავიწყდეს პირდაპირი შემოსავალი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ - 576 მილიონი ლარის მოცულობით და სხვა სექტორებში ასევე ეს დადებითი ეფექტი ნაწილდება დაახლოებით 605 მილიონი ლარით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე

07 მარტი 2026, 21:35

პოლიტიკა

ლევან ლორთქიფანიძე „იგლ ჰილსის” პროექტზე: ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ დარგებში

„იგლ ჰილსის” პროექტს უამრავი პრობლემა აქვს, ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ დარგებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ. “იგლ ჰილსის” პროექტს უამრავი პრობლემა აქვს, ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ, მეცნიერებადტევად და ინდუსტრიულ დარგში, ეს პრობლემაა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმ ხელშეკრულებით სადაც გასაიდუმლოებული მუხლებია, რომ მთელი მოგება ინვესტორს, მთელი - რისკი სახელმწიფოს. დასცინიან ხოლმე მწვანე საკითხებს, სერიოზული ეკოლოგიური შედეგები ექნება ამ პროექტსაც”, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 21:34

ეკონომიკა

პრემიერი: 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია, 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი - ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე

დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას, არ არსებობს საწარმო, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.