imedi /  05 სექტემბერი 2018, 16:02 / სანდო წყარო

ქუთაისის აეროპორტში აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადი 44 %-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 %-ით გაიზარდა.

აგვისტოს თვეში ქუთაისის აეროპორტი 72 210 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის აგვისტო 50094 მგზავრი). რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება.

2018 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15% %-ით მეტია (2017 წლის აგვისტო 213 რეისი).

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283355 მგზავრი).

ყველა სიახლე

აბდულ ფათაჰ ალ-სისი

24 აპრილი 2019, 23:03

მსოფლიო

ეგვიპტელების 88,83%-მა ალ-სისის მმართველობის 2030 წლამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა რეფერენდუმის დროს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოქმედ პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეუძლია, პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს. ცვლილებები ასევე გააფართოვებს პრეზიდენტის ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში კადრების დანიშვნების მიმართულებით. საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა მიმდინარე თვეს დაამტკიცა.

მეიტრიპალა სირისინა

24 აპრილი 2019, 09:43

მსოფლიო

შრი-ლანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგეგმილ ტერაქტებზე ინფორმაცია არავინ მიაწოდა

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შრი-ლანკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

ივანკა ტრამპი და  ჯარედ კუშნერი

24 აპრილი 2019, 09:35

მსოფლიო

ტრამპის სიძე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის წარდგენას რამადანის შემდეგ აპირებს

როგორც კუშნერმა განაცხადა, გეგმა ითვალისწინებს მყარ ბიზნესგეგმას პალეტსინელებისთვის და უსაფრთხოების გარანტიებს ისრაელისთვის, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. ვაშინგტონის ადმინისტრაცია პალესტინელების უკმაყოფილებას იწვევს თავისი რამდენიმე ნაბიჯით.

აშშ-მექსიკა-კანადის ლიდერები

24 აპრილი 2019, 09:18

ეკონომიკა

გაირკვა რა სარგებელს მოუტანს ამერიკას აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება

როგორც ირკვევა ლაპარაკია 68.2 მილიარდ დოლარსა და 176,000 სამუშაო ადგილზე. კვლევა, რომელშიც ეს რიცხვებია აღნიშნული, საერთაშორისო ვაჭრობის კომისიამ გამოაქვეყნა. სარგებელს, ცხადია შეთანხმების სხვა წევრებიც მიიღებენ - კანადიდან ამერიკის ექსპორტი 4.8%-ით გაიზრდება, მექსიკიდან კი - 3.8%-ით.

იგორ კოკოშკოვი

24 აპრილი 2019, 09:10

სპორტი

იგორ კოკოშკოვი NBA-ის კლუბ „ფინიქსის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა

კლუბს კოკოშკოვი 1 წლის განმავლობაში წვრთნიდა. თუმცა, სეზონი „ფინიქს სანსმა“ წარუმატებლად დაასრულა. იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2008-დან 2015 წლამდე მუშაობდა. კოკოშკოვთან ერთად საქართველოს ნაკრებმა 3 ევრობასკეტზე ითამაშა.

ადელი და საიმონ კონეკი

24 აპრილი 2019, 08:59

ტაბლოიდი

მომღერალი ადელი ქმარს ეყრება

განქორწინების მიზეზი უცნობია. ადელისა და საიმონ კონეკის რომანის შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა. 2012 წელს ქვეყანას მათი ვაჟი ანჯელო შეეძინათ. თუმცა, წყვილი ოფიციალურად 2017 წელს დაქორწინდა. წყვილი განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებასა და შვილზე ერთობლივ ზრუნვას აპირებს.

ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი 2019, 08:45

საქართველო

„გირჩი“: რაც დასაშვებია ჯიბღაშვილის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანებზეც

პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს.

პინკი

24 აპრილი 2019, 08:37

კულტურა

პინკმა ახალი სიმღერა გამოუშვა

სიმღერა სახელწოდებით Hurts 2B Human ხალიდთან დუეტია, ამერიკელი მომღერლის მომავალ, ამავე სახელწოდების მერვე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც 26 აპრილს გამოვა. პინკის წინა ალბომი Beautiful Trauma, რომელიც ,,გრემიზე” წარადგინეს, 2017 წელს გამოვიდა.

პოლიცია

24 აპრილი 2019, 08:26

მსოფლიო

დაკავებულია კაცი, რომელიც ობამას, ჰილარი კლინტონისა და სოროსის მოკვლას გეგმავდა

69 წლის ლარი მიტჩელ ჰოპკინსი დაჯგუფება „გაერთიანებული კონსტიტუციური პატრიოტების“ ლიდერი იყო, რომელიც პოლიტიკოსების მოსაკლავად საკუთარ მიმდევრებს წვრთნიდა. ის ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას კრუკესის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა.

ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი 2019, 08:14

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ

"დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, - აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.

კიმ ჩენ ინი

24 აპრილი 2019, 08:01

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს, ვლადივოსტოკში შეხვდებიან. სამიტზე განხილვის მთავარი თემები მხარეებს შორის ურთიერთობა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული საკითხის დარეგულირება იქნება.

24 აპრილი 2019, 00:46

მსოფლიო

Reuters: შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური ტერაქტამდე 2 საათით ადრე გააფრთხილეს

შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ტერაქტის განხორციელებამდე გააფრთხილეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, რომელიც შრი-ლანკის თავდაცვის უწყებას და ინდოეთის მთავრობას წარმოადგენს, ინდოეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები შრი-ლანკელ კოლეგებს პირველ აფეთქებამდე ორი საათით ადრე დაუკავშირდნენ.

პეტრო პოროშენკო

24 აპრილი 2019, 00:41

მსოფლიო

პოროშენკო საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს

უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კომიკოსთან და შოუმენთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან მეორე ტური წააგო, უმაღლესი რადის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

ქერჩის კოლეჯი

24 აპრილი 2019, 00:25

მსოფლიო

საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის კოლეჯში სტუდენტის მიერ მასობრივი მკვლელობის მიზეზი დაასახელა

ქერჩის კოლეჯში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, სტუდენტმა ვლადისლავ როსლიაკოვმა კოლეჯში მასობრივი მკვლელობა მისი პიროვნების დამცირების გამო მოაწყო. როსლიაკოვი მუდმივად განიცდიდა სტუდენტების მხრიდან დამცირებას.

მარსი

24 აპრილი 2019, 00:10

ტექნოლოგიები

მარსის ზედაპირზე პირველი სეისმოლოგიური მოვლენები დააფიქსირეს

სეისმოგრაფმა SEIS-მა, რომელიც მარსის ზედაპირზეა დამაგრებული, პლანეტის პირველი სეისმოლოგიური მოვლენები დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კოსმოსის კვლევის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სუსტი, თუმცა მკვეთრი სეისმოლოგიური სიგნალი აპარატმა 6 აპრილს დააფიქსირა.

აქცია

23 აპრილი 2019, 23:58

ძალოვნები

ხელვაჩაურის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შეკრებილები სამართალდამცველებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიციამ დღეს საღამოს ოთხი პირი ისე დააკავა, რომ არ განუმარტა უფლებები და დაკავების მიზეზი. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი კი მისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც ლაპარაკობს.

23 აპრილი 2019, 23:48

მსოფლიო

საუდის არაბეთში 37 ადამიანი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში 37 ადამიანი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ The Independent-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაცია Human Rights Watch-მა აღნიშნული ფაქტს „გროტესკული“ უწოდა და თქვა, რომ „ამ ამბის უნდა გვეშინოდეს“. საუდის არაბეთის მოქალაქეები ტერორისტული იდეოლოგიის დამკვიდრებაში, ქაოსის გავრცელებაში და დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

დრონები

23 აპრილი 2019, 23:44

ეკონომიკა

აშშ-ში დრონით საქონლის მიწოდებაზე პირველი საავიაციო ნებართვა გაიცა

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ქვეყნის მასშტაბით პირველი ნებართვა გასცა, რომელიც კომპანია Wing-ს საავიაციო გადაზიდვებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უფლებას ანიჭებს. ასეთივე ნებართვის მიღებას გეგმავენ Uber-ი, UPS-ი და სხვა კომპანიები.

წყალდიდობა

23 აპრილი 2019, 23:20

მსოფლიო

ტემპერატურის მატებამ და თოვლის სწრაფად დნობამ კვებეკში წყალდიდობა გამოიწვია

თოვლის სწრაფად დნობის გამო კანადის ქალაქ კვებეკში წყლის მოვარდნა გამოიწვია, შედეგად კი 3000-მდე სახლი დაიტბორა. წყალდიდობის გამო 1300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, კვებეკის პრემიერის თქმით, ადგილობრივ მაშველებს მოქალაქეების სამაშველო საქმიანობაში 600-მდე სამხედრო ეხმარება.

მიწისძვრა

23 აპრილი 2019, 22:58

მსოფლიო

ფილიპინებზე ორ დღეში ორ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პირველი, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 22 აპრილს მოხდა, მეორე კი 23 აპრილს და მისი მაგნიტუდა 6.1 იყო. პირველი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 29 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, სამარის აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთ დასახლებაში კი ელექტროენერგია გაითიშა. მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა