imedi /  14 თებერვალი 2020, 16:35 / სანდო წყარო

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

როგორც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 41.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ის აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).

ყველა სიახლე

სურენ სარუმიანი

01 ოქტომბერი 2020, 12:18

მსოფლიო

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა, 260 დაიჭრა. როგორც სამინისტრო იუწყება, განადგურებულია 29 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო დანადგარი და 11 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

კლასი

01 ოქტომბერი 2020, 12:16

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, როდის შეიძლება განახლდეს აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, როდის შეიძლება განახლდეს აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში

თამარ გაბუნია

01 ოქტომბერი 2020, 12:08

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერებაზე

„დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერებაზე, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რომ იქ რეანიმატოლოგების ჯგუფი გაძლიერდეს და თბილისიდან ჩაერთვება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი.

მარინა ენდელაძე

01 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

მარინა ენდელაძე: თბილისში უფრო მეტად სჯერა ხალხს, რომ კორონავირუსი მართლა არსებობს

გუშინდელთან შედარებით დღეს თბილისში მოიმატა შემთხვევებმა, თუმცა ასე თუ ისე, თბილისში ყველაზე მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა და უფრო მეტად სჯერა ხალხს, რომ კორონავირუსი მართლა არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 11:54

ეკონომიკა

„ფორბსი“: თბილისში გამართული UNWTO-ს ღონისძიება პანდემიის პერიოდში გამართული პირველი პირისპირ შეხვედრა იყო

„ფორბსის“ ესპანურენოვანი გამოცემა თბილისში, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესიის გამართვას ეხმაურება და სტატიას, სათაურით „უსაფრთხოა თუ არა მოგზაურობა პანდემიის დროს?“ აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თბილისში გამართული UNWTO-ს ღონისძიება პანდემიის პერიოდში გამართული პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

ნინო ნიჟარაძე

01 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

აჭარაში 515 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, 900-მდე კოვიდსასტუმროებში, 700-ზე მეტი კი ბინაზე

ერთი გარდაცვლილი, 241 ახალი შემთხვევა და 194 გამოჯანმრთელებული - ასეთია დღევანდელი სტატისტიკა აჭარაში, სადაც თბილისიდან ექიმების ჯგუფს ელოდებიან. ისინი კოვიდპაციენტების მართვაში ჩაერთვებიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის, განცხადებით, ახალი პროტოკოლით რეგიონში 1300-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეისათვის 2100-ს აჭარბებს.

კორონავირუსი გარდაცვლილი

01 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

საქართველოში მე-40 გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 81 წლის კაცია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია

01 ოქტომბერი 2020, 11:42

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსი პროგრესულად არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს

აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამის შესახებ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მცირედით ზრდაა. მინისტრის მოადგილის თქმით, შეზმღუდავი ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციას ახერხებს.

01 ოქტომბერი 2020, 11:39

სპორტი

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო. მიუნხენელებმა „ალიანს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, „დორტმუნდი“ 3:2 კორენტინ ტოლისოს, ტომას მიულერისა და ჯოშუა კიმიხის გოლებით დაამარცხეს.

სუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:38

სამართალი

სუსი: გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

01 ოქტომბერი 2020, 11:35

საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდი პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად ბავშვთა უფლებებზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლების შესახებ, მომავალი სპეციალისტებისა და პროფესიონალების გაძლიერებისთვის.

მარინა ენდელაძე

01 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

მარინა ენდელაძე: 3 155 აქტიური შემთხვევიდან 35 პაციენტია კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზეა

ამჟამად ქვეყანაში გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 11:26

პოლიტიკა

საქართველოსა და ყირგიზეთის შრომისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა თამილა ბარკალაიამ და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ველთაურმა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართეს ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, კამალდინ როკტოსარტოვთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გიორგი გახარია და იენს სტოლტენბერგი

01 ოქტომბერი 2020, 11:16

პოლიტიკა

Emerging Europe: ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს „წევრობისთვის მოემზადოს“

„პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 5,5 პროცენტით შემცირდება, ძირითადად, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემცირების შედეგად, მოგზაურობაზე კორონავირუსის შეზღუდვების გამო“, - წერს ავტორი.

01 ოქტომბერი 2020, 11:16

თავდაცვა

სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შპს „დელტა ტექსტილი“ დააფუძნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს „დელტა ტექსტილის“ მიერ შეძენილი „ჯეო-ემ-ტექსის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. „დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დელტა ტექსტილმა“ რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

კორონავირუსი უკრაინა

01 ოქტომბერი 2020, 11:03

COVID19

უკრაინაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

უკრაინაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 4 069 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

იოსებ ხახალეიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ხახალეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. მის საკურატორო სფეროს საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები წარმოადგენდა.

01 ოქტომბერი 2020, 10:49

მსოფლიო

უკრაინაში ტყის ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში მორიგი ტყის ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 კი დაშავდა, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგანგებო სამსახურმა გააკეთა. როგორც Reuters-ი იუწყება, ხანძარი 22 დასახლებას უქმნიდა საფრთხეს და ჯამში 18,000 ჰექტარამდე ფართობი მოიცვა. საგანგებო სამსახურის განმარტებით, 120 ადამიანი უკვე ევაკუირებულია