Imedi /  17 სექტემბერი 2018, 10:55 / სანდო წყარო

Deutsche Bank-ი Brexit-ის გამო იძულებულია ლონდონიდან €450 მილიარდი ფრანკფურტში გადაიტანოს

გერმანიის ბანკი

Brexit-ის გამო დიდ ბრიტანეთს მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი კომპანიები ტოვებენ. Financial Times-ის ცნობით, ევროპის ცენტრალური ბანკი Deutsche Bank-ს 450 მილიარდი ევროს ლონდონიდან ფრანკფურტში გადატანას სთხოვს.

Financial Times-თან საუბრისას ექსპერტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ბრიტანეთის მიმართ ზუსტად ისეთივე რეგულაციები და წესები ამოქმედდება რაც ე.წ. მესამე ქვეყნების შემთხვევაში არსებობს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, ევროპის ცენტრალური ბანკი Deutsche Bank-ს დიდი ბრიტანეთში კაპიტალის 75 პროცენტის შემცირებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური პირების განმარტებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს Deutsche Bank-ი იმ კრიტერიუმებს, რომელიც Brexit-ის შემდეგ ყველა სხვა ევროპული ბანკებისთვის დაწესდება.

შვეიცარიული საფინანსო გიგანტის, UBS-ის მიერ გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი Brexit-ის ფაქტორის გამო 2.1 პროცენტით შემცირდა.

Brexit-ის გამო დიდი ბრიტანეთიდან ევროპის სათავო ოფისი ნიდერლანდებში გადააქვს კომპანია Panasonic-ს.კომპანიის ევროპის გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ლორენტ აბადი ამბობს, რომ ისინი შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ პოტენციური საგადასახადო საკითხები, რაც Brexit-ით იქნებოდა გამოწვეული.

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მონაცემებით, ნიუ-იორკმა ლონდონს მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ფინანსური ცენტრის წოდება ჩამოართვა. კვლევის თანახმად, ლონდონმა ბოლო ექვს თვეში 8 ქულა დაკარგა, რაც მოწინავე ცენტრებისთვის დიდი ვარდნაა. კვლევამ აჩვენა, რომ ლონდონის მიერ მოწინავე პოზიციის დაკარგვა Brexit-ს უკავშირდება.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კახა კალაძე

23 იანვარი 2019, 11:50

საქართველო

კალაძე: კორუმპირებული უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი

არ არის გამორიცხული ინვესტორმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. მანამდე კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა.

გიგი უგულავა

23 იანვარი 2019, 11:39

საქართველო

უგულავა: 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა

მისი განმარტებით, მიზეზი პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება გახდა, რის მიხედვითაც რაიონებს ჩამოერთვათ სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა. გიგი უგულავას თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ არ შედგა.

სასტუმრო ბუდაპეშტი

23 იანვარი 2019, 11:38

საქართველო

კალაძე: თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენება არ დაუშვას

„ჩვენ ვართ კატეგორიულები. კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარა გრიპი

23 იანვარი 2019, 11:33

საქართველო

აჭარაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა

აჭარაში 48 წლის ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გაირდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, კლინიკაში კი 12 იანვარს შეიყვანეს. ეპიდემიოლოგები საკითხს სწავლობენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მანქანა

23 იანვარი 2019, 11:20

ეკონომიკა

ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

იორდანიშვილის თქმით, არის რიგები და მოცდის დრო საათზე მეტია. ეს კი როგორც ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მოსახლეობის არაინფორმირებულობის ბრალია.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

23 იანვარი 2019, 11:20

საქართველო

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. ევროპული საქართველოს ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა. რეზოლუციის თანახმად თავისუფლად გადაადგილებას ვერღარ მოახერხებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავე პირები.

23 იანვარი 2019, 11:12

ძალოვნები

იტალიაში ქართველი ქალი მოკლეს

მოკლული ქალი მხატვარია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლულს მეგობრის სახლში 3-დღიანი ძებნის შემდეგ, მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. როგორც "ქრონიკას" საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საკონსულოს მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, თუმცა უწყება ოჯახთან კონტაქტზეა.

23 იანვარი 2019, 11:12

ეკონომიკა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება

შვეიცარიის ზამთრის კურორტი მსოფლიო ლიდერების და ცნობილ ბიზნესმენთა თავშეყრის ადგილია: დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ქართულ დელეგაციას საშუალება აქვს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს.

23 იანვარი 2019, 11:02

ძალოვნები

4 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ დაკავებულ დედას სახაზინო ადვოკატი დაიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაზაურის ქუჩაზე 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ გოგოს დედაზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

23 იანვარი 2019, 10:46

მსოფლიო

პარიზში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ბანკი დააყაჩაღეს

შეიარაღებულმა პირებმა ბანკის თანამშრომლები გაკოჭეს და დაუდგენელი სითხე შეასხეს. ამის შედეგ მათ ფული და ძვირფასეულობა გაიტაცეს. თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ შეძლეს.

ნიაგარა

23 იანვარი 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ-სა და კანადაში ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა

„წყალი იყინებოდა ჰაერში“, „დილა მშვიდობისა, ულამაზესი სანახაობაა“, ჩანჩქერი გაიყინა და არნახული ფოტოები გადავიღეთ“- ასეთი კომენტარები ახლავს კადრებს, სოციალურ ქსელში, რომლებიც მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ ატვირთეს.

წითელას აცრა

23 იანვარი 2019, 10:18

საქართველო

პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ.

დროშები

23 იანვარი 2019, 10:16

მსოფლიო

სირია ისრაელს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვით ემუქრება

გაეროში სირიის ელჩის, ბაშარ ალ ჯაფარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი სირიის ტერიტორიის დაბომბვას არ შეწყვეტს, დამასკო გამოიყენებს ყველა კანონიერ უფლებას დაიცვას თავი და პასუხი გასცეს ისრაელის იერიშს.

კრის ბრაუნი

23 იანვარი 2019, 10:09

მსოფლიო

გაუპატიურებაში ბრალდებული კრის ბრაუნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბრაუნი გასული წლის ივლისშიც დააკავეს. მაშინ მიზეზი ფოტოგრაფის ცემა იყო. 2009 წელს კი სასამართლომ მას რიანაზე ფიზიკური ძალადობისთვისთვის 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

აქცია

23 იანვარი 2019, 09:57

მსოფლიო

ვენესუელაში აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქტივისტებმა ბარიკადებიც აღმართეს.

მამუკა ბახტაძე

23 იანვარი 2019, 09:49

საქართველო

მამუკა ბახტაძემ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა

"გვინდა ხელი შევუწყოთ მზარდ სავაჭრო ტვირთბრუნვას აზიასა და ევროპას შორის. ამ მიზეზით ვახორციელებთ დიდი მოცულობის ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში და ძალიან მახარებს დავოსში იმის ნახვა, რომ სულ უფრო მეტი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში კაპიტალდაბანდებით, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დროშები

23 იანვარი 2019, 09:44

მსოფლიო

გერმანიამ შესაძლოა ლიბიის ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობაზე უარი თქვას

ამავე ცნობით, ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამხედრო საზღვაო ოპერაცია „სოფიას“ ფარგლებში გერმანია ახალ გემს აღარ გაგზავნის. ფრეგატი „აუგსბურგი“ ლიბიის სანაპიროსთან თებერვლამდე გაჩერდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში დააბრუნებენ.

პოლიცია

23 იანვარი 2019, 09:35

მსოფლიო

მექსიკა მკვლელობების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენია

მხოლოდ 2018 წელს ქვეყანაში 33 341 მკვლელობა მოხდა. 2017 წელს ეს მაჩვენებლი 28 866 იყო. მკვლელობათა უმრავლესობა სასტიკი მეთოდების გამოყენებითაა ჩადენილი და ძირითადად ნარკოკარტელებს უკავშირდება.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

23 იანვარი 2019, 09:21

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა ბავშვის ოთახის მოსაწყობად დიზაინერი დაიქირავა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ საერთო შვილს აპრილში ელოდებიან. პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, სახლის პირობებში მშობიარობის საკითხსაც განიხილავს.

სამხედრო

23 იანვარი 2019, 09:11

მსოფლიო

ზიმბაბვეს არმიას დემონსტრანტების წამებაში ადანაშაულებენ

საპროტესტო აქციები ზიმბაბვეში მას შემდეგ დაიწყო, რაც საწვავის ფასი 2-ჯერ გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, ბენზინზე $1.24-დან ლიტრზე ფასმა $3.31-მდე, ხოლო დიზელზე $1.36-დან $3.11-მდე მოიმატა.