imedi /  08 ოქტომბერი 2019, 16:26 / სანდო წყარო

BBC: ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმებით გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია

Brexit

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს სავარაუდოდ შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ BBC პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტზე ასეთ დასკვნამდე ბორის ჯონსონის და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრის შემდეგ მივიდნენ. საუბრის თემა ჯონსონის მიერ გაკეთებული წინადადება გახდა, რომელიც მან ევროკავშირს 2 ოქტომბერს წარუდგინა

ჯონსონის გეგმის მიხედვით, 2025 წლამდე ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის რეგულაციის წესები ისეთივე იქნება, როგორიც ირლანდიაში. შესაბამისად, ირლანდიის შიდა საზღვარზე პროდუქცია არ შემოწმდება, დამატებითი ტარიფები კი მხოლოდ მის შეტანა-გამოტანაზე დაწესდება.

წყაროს ცნობით, მერკელმა ჯონსონს მიანიშნა, რომ მისი წინადადება შეთანხმების საფუძველი სავარაუდოდ ვერ გახდება. ამასთან, კანცლერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო კავშირში დარჩენის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

მერკელის ოფისში კონფიდენციალური საუბრების გასაჯაროებაზე უარი თქვეს. 

7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ჯონსონის წინადადებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს. 

 გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს, რისთვისაც ლონდონი და ბრიუსელი მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

ყველა სიახლე

გურამიშვილის გამზირი

20 ოქტომბერი 2019, 11:38

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების დროს დაშავებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. დაახლოებით 170 ადამიანი სასტუმროებშია გადაყვანილი.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 11:23

მსოფლიო

აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარს სავარაუდოდ ერაყში გაგზავნის

იტყობინება Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით. მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს.

ქაშმირი სროლა

20 ოქტომბერი 2019, 11:07

მსოფლიო

ინდოეთი-პაკისტანის საზღვარზე ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანმა ქაშმირის რეგიონში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რის გამოც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. თავის მხრივ, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის უფროსმა ფარუქ ჰაიდერმა სროლის დაწყებაში ინდოეთი დაადანაშაულა.

ლა-პასი

20 ოქტომბერი 2019, 10:38

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის თანამდებობისთვის მთავარი ბრძოლა ქვეყნის მოქმედ ლიდერ ევო მორალესსა და ექსპრეზიდენტ კარლოს მესას (2003-2005) შორის გაიმართება. ევო მორალესის გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 10:22

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონორ მაკგრეგორი

20 ოქტომბერი 2019, 10:13

მსოფლიო

20 წლის ქალი კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. მისი ცნობით, მსხვერპლი 20 წლის ქალია, რომლის მტკიცებითაც, ინციდენტი დუბლინის ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ელექტრონული კრიალოსანი

20 ოქტომბერი 2019, 09:53

ტექნოლოგიები

ვატიკანში შექმნილი ელექტრონული კრიალოსანი ჰაკერმა 15 წუთში „გატეხა“

კრიალოსანის „გასატეხად“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. კრიალოსანზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით ჰაკერი მისი მფლობელის ანგარიშს დაეპატრონა და მოწყობილობის მიერ შეგროვებული ინფორმაცია - მომხმარებლის დაბადების თარიღი, სქესი, სიმაღლე, წონა და გადაადგილების მარშრუტები გადაიწერა.

საქართველო დიდი ბრიტანეთი

20 ოქტომბერი 2019, 09:42

საქართველო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

20 ოქტომბერი 2019, 09:23

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

Snoop Dogg

20 ოქტომბერი 2019, 08:59

ტაბლოიდი

Snoop Dogg-მა მოსაწევის შემკეთებელი დაიქირავა

ამის შესახებ მან ჰოვარდ სტერნის რადიოშოუს ეთერში განაცხადა. მუსიკოსი მოსაწევის შემკეთებელს წელიწადში 40-50 ათას დოლარს უხდის, „ბონუსად“ კი ხელშეკრულებაში მარიხუანაზე შეუზღუდავი წვდომა არის მითითებული. ამის სანაცვლოდ მოსაწევის შემკეთებელი მომღერალს ყველა ტურსა და კონცერტზე დაჰყვება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

20 ოქტომბერი 2019, 08:45

სპორტი

იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს. კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იტალიაში ასპარეზობის დროს იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერის“, „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

პრინსი

20 ოქტომბერი 2019, 08:37

კულტურა

პრინსის სიმღერის აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა

ამერიკელი მომღერლის პრინსის მეორე ალბომის გამოსვლიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის I Feel For You აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სიმღერის აკუსტიკური დემოვერსია რამდენიმე სტრიმინგ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

ტრამპი გოლფის კურორტი

20 ოქტომბერი 2019, 08:30

მსოფლიო

ტრამპმა G7-ის სამიტის თავის გოლფის კურორტზე ჩატარება გადაიფიქრა

„ამას ვაკეთებდი ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე. სამიტის ჩატარება აშშ-ს 0 დოლარი დაუჯდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, მტრულად განწყობილი მედია და მათი დემოკრატი პარტნიორები შეიშალნენ!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე.

მატარებელი ცეცხლი

20 ოქტომბერი 2019, 08:16

სპორტი

გერმანიაში „ფრაიბურგის“ გულშემატკივართა მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Berliner Morgenpost-ი ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევა ბერლინის ცენტრში მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, საერთო ჯამში კი მატარებელში, რომელიც სპეციალურად „ფრაიბურგის“ გულშემატკივრებისთვის იყო გამოყოფილი, 700 ადამიანი იმყოფებოდა.

ირანი

20 ოქტომბერი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ირანში მუსიკალურმა ვებგვერდმა ალბომების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა

ირანულმა მუსიკალურმა ვებგვერდმა Melovaz-მა ალბომებისა და სინგლების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა. როგორც უცხოურ გამოცემას Boredpanda-ს, გვერდის წარმომადგენელმა განუცხადა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა აერიდებინათ.

რიზ უიზერსპუნი ჯენიფერ ენისტონი

20 ოქტომბერი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა „მეგობრების“ ცნობილი სცენა გაიმეორეს

ეს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მოხდა, როცა მსახიობები თავიანთ ახალ სერიალ „დილის შოუზე“ საუბრობდნენ. ვიდეო უიზერსპუნმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნისტონი და უიზერსპუნი „მეგობრებში“ დებს - რეიჩელ და ჯილ გრინებს თამაშობდნენ.

დემონსტრაცია ლონდონში

19 ოქტომბერი 2019, 23:55

მსოფლიო

ლონდონში ათობით ათასმა ადამიანმა Brexit-ი გააპროტესტა

აქციის მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. დემონსტრანტები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ პარლამენტის საგანგებო სხდომას, რომელზეც Brexit-ის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. აქციის მონაწილეები ამ ცვლილებას სიხარულით შეხვდნენ.

ვალიადოლიდი

19 ოქტომბერი 2019, 23:40

კულტურა

ვალიადოლიდის ფესტივალზე ქართული ფილმების რეტროსპექტივას „მანდარინები“ გახსნის

ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოსკარის ნომინანტი ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ გახსნის.

19 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან,მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია imedinews-s შსს-ში დაუდასტურეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია დგილობრივი მწყემსი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დახოცილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ერდოღანი ქურთებს სამხედრო ოპერაციის განახლებით ემუქრება

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, თუ ქურთები განსაზღვრულ ვადაში „უსაფრთხო ზონიდან“ არ გავლენ, თურქეთი მათ წინააღმდეგ ოპერაციას განაახლებს. მანამდე თურქეთმა და ქურთულმა დაჯგუფებებმა ერთმანეთი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.