imedi /  19 სექტემბერი 2018, 18:44 / სანდო წყარო

18 სექტემბერს მოსულმა სეტყვამ კახეთში 500 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა

ვენახი

18 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 10 სოფლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მათ შორის, წინასწარი მონაცემებით, 500 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა. თელავში განთავსებული რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, ორი საწარმო მდებარეობს გურჯაანში, ერთი საგარეჯოში. წინასწარი ინფორმაციით, სულ დაზიანებულია 3 ათას ტონამდე ყურძენი.

19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 190-მა ღვინის კომპანიამ.

კახეთის რეგიონი სეტყვამ 18 აგვისტოსაც დააზარალა. წვიმისა და სეტყვის შედეგად, თელავში იუსტიციის სახლის სარდაფი დაიტბორა. ადილებულმა წყალმა დატობრა სახლები და სამეურნეო ნაკვეთები. განადგურდა ყურძენი

ყველა სიახლე

დომინიკ რააბი

16 ივლისი 2020, 17:30

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

რუსეთი დიდი ბრიტანეთის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ანალიზის საფუძველზე ოფიციალურმა ლონდონმა დაასკვნა, რომ „ზოგიერთი რუსი აქტორი“ უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელებით გზით 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივლისი 2020, 17:28

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს, - ამის შესახებ განცხადება ტიკარაძემ „რუსთავი-2-ის“ გადაცემა „დღის კურიერში“ უცხოელ და ქართველ ვიზიტორებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე საუბრისას გააკეთა.

შალვა მამუკაშვილი

16 ივლისი 2020, 17:27

სპორტი

შალვა მამუკაშვილი ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის ზაფხულის ათ საუკეთესო ტრანსფერს შორის მოხვდა

შალვა მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიპის ზაფხულის ათ საუკეთესო ტრანსფერს შორის მოხვდა. სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების 29 წლის მორაგბე თავის პოზიციაზე, შერკინების ხაზში მოხვდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივლისი 2020, 17:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს აქვს შანსი, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული რაოდენობა მიიღოს

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩართულები ვართ „სოლიდარობის კვლევაში“, ეს ზრდის საქართველოს შანსს იმისთვის, რომ თუ დადასტურდება კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა. საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომლისთვისაც ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

სერგი კაპანაძე

16 ივლისი 2020, 17:23

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: რუსეთი ისე გათავხედდა, რომ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს გვადანაშაულებენ

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის საგარეო ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, აქეთ გვადანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი მოქალაქეების დაჭრაში. ისე გათავხედდნენ, რომ გვადანაშაულებენ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჩინეთი ეკონომიკა

16 ივლისი 2020, 17:21

ეკონომიკა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში ჩინეთის მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა.

16 ივლისი 2020, 17:21

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ბათუმში, მეწარმეებთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ მორიგი შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესის შესახებ, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. გადასახადების ადმინისტრირების განახლებულ წესებს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, შალვა კოპალეიშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურების შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ვასილ მამულაშვილი

16 ივლისი 2020, 17:17

სამართალი

მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული

გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება არ იყოს 109-ე მუხლთან მიმართებაში. ამ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში და გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული, - ამის შესახებ მორაგბეების: არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების: არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო მანამდე არსებული სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად, რის გამოც ამ წარმოების ფარგლებში მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები სსკ 143-ე, 225-ე და 126-ე მუხლით ბრალდებულ პირებს და მათ ადვოკატებს ვერ გადაეცემათ.

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო

16 ივლისი 2020, 17:15

საზოგადოება

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო მუშაობას რეაბილიტაციის დასრულებამდე შეაჩერებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იგივე კლინიკაში განაგრძობენ.

გიორგი გელხაური

16 ივლისი 2020, 17:13

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ექსპერტიზა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ სხეულზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა დღეს არასრულწლოვანს ფიზიკური დაპირისპირების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც დაკავებული აცხადებს, რომ ძალადობის არც ერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

16 ივლისი 2020, 17:11

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი კვლავ ეწვია - ადმინისტრაცია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს . „პარკს დამთვალიერებლები მთელი საქართველოდან სტუმრობენ. ვინაიდან პარკი 19 საათზე იკეტება, ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება. ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ დენდროლოგიური პარკის დამთვალირებლებს 7 საათის შემდეგ შეუძლიათ ეწვიონ მიმდებარედ არსებულ მინიატურების, მუსიკოსების ან ციცინათელების პარკს. დენდროლოგიური პარკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ყოველ დღე იმუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მომავალი კვირიდან მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა“, - ნათქვამია პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კოვზანაძე

16 ივლისი 2020, 17:07

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში

„მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

16 ივლისი 2020, 17:03

მსოფლიო

უკრაინა რეფორმების ჩასატარებლად ევროკავშირისგან €105 მილიონს მიიღებს

ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ ევროკომისიასთან 3 შეთანხმება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამის ფარგლებში კიევისთვის 105 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

16 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიგი წერეთელმა აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ელჩს ანდრეს კაზპრჩიკს ონლაინ ფორმატში, ესაუბრა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეუთოს წარმომადგენელმა სამხედრო დაპირისპირების პროცესზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და კონფლიქტურ ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

16 ივლისი 2020, 16:40

COVID19

კოლუმბიაში შეიარაღებული დაჯგუფებები კარანტინის დამრღვევებს კლავენ

კოლუმბიაში კარანტინის დამრღვევებს შეიარაღებული ბანდები კლავენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ქვეყნის 32 შტატიდან 11-ში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. გამოცემის მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები ოფიციალურზე უფრო მკაცრია.

16 ივლისი 2020, 16:38

სპორტი

აშშ-ის უმაღლეს ლიგაში, 2 ქართველი ფეხბურთელით დაკომპლექტებულმა „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო

ამერიკის შეერთებული შტატების განახლებულ უმაღლეს ლიგაში „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას MLS Soccer ავრცელებს. კალიფორნიის გუნდმა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, სტუმრად „ვანკუვერი“ 4:3 დაამარცხა. კალიფორნიელები 59-ე წუთზე 1:3 აგებდნენ და მესამე ბურთი მას შემდეგ გაუშვეს, როდესაც მათი მეკარე ვეგა კაშიასთვის გადაცემის გაკეთების დროს უხეშად შეცდა. საბოლოოდ ბოლო 18 წუთში „სან ხოსემ“ მასპინძელთა კარში სამი ბურთი გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა.

16 ივლისი 2020, 16:35

COVID19

10 თვის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების წყარო კვლავ უცნობია

„მცირეა ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზში შეიძლება შეცდომა იყოს, რადგან ბავშვი PCR ტესტით 2-ჯერ გადამოწმდა და სავარაუდო დადებითია შემთხვევა, თუმცა ის კიდევ შემოწმდება. პაციენტს დაავადება დაეწყო როგორც ნაწლავური ინფექცია: ღებინებით, დიარეით, ცხელებით და ამ ჩივილებით მიმართეს თელავის საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსზე ეჭვი მიიტანეს და ამიტომ ჩატარდა ტესტი“, - განაცხადა ნინო გაბისონიამ

ირაკლი კოვზანაძე

16 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება

„ფასების სტაბილურობის გარდა, ეროვნული ბანკის მანდატია საბანკო ზედამხედველობის ადეკვატური განხორციელება. გასული წლის განმავლობაში კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის კოეფიციენტები, გადახდისუნარიანობა, საბანკო სექტორში ნორმაში იყო და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. ეროვნულმა ბანკმა ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე, დეტალურად ისაუბრა გამოწვევებზე და იმ სიახლეებზე, რომელიც 2019 წელს ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საბანკო სექტორს შესთავაზა „ მივესალმები ეროვნული ბანკის ყოველ ახალ წამოწყებას, რომელიც ემსახურება საბანკო სფეროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. ერთ-ერთ ასეთად უნდა მივიჩნიოთ გასულ წელს ახალი ინსტრუმენტის - სავალუტო ოფციონების ამოქმედება“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფოტო: „ლიბერთი ბანკი“

16 ივლისი 2020, 16:33

საზოგადოება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის „ლიბერთი ბანკისა“ და კომპანია „აქვა გეოს“ ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება „ლიბერთი ბანკის“სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

დავით ზალკალიანი

16 ივლისი 2020, 16:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობოდ დაცვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის პასუხი ჩვენს განცხადებაზე, რომელიც იყო პირდაპირი და ყველაფერს არქმევდა თავის სახელს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალი არ არის და ადრეც იყო საქართველოს მოქალაქეების გატეცების, მათი უკანონო დატყვევების, დაჭრის ფაქტები.