Imedi /  29 სექტემბერი 2018, 16:40 / სანდო წყარო

ცნობილია რა ტიპის ტაქსს არ ექნება ფერის შეცვლის ვალდებულება

ტაქსები თბილისში

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, დედაქალაქში ორი სახის ტაქსი იქნება: A და B კატეგორიის. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

როგორც მამუკა მუმლაძემ განმარტა, A კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში - ავტომობილს ექნება ტაქსის ნიშანი და ვიზუალურად აღქმადი იქნება, ტაქსის სადგომს უფასოდ გამოიყენებს და სხვა რიგი შეღავათებითაც ისარგებლებს; ხოლო მეორე, B კატეგორიის აღების შემთხვევაში - მძღოლს შეეძლება ქოლცენტრიდან მიიღოს ინფორმაცია ან პირადად კლიენტი დაუკავშირდეს (თუნდაც აპლიკაციის მეშვეობით) და ჩვეულებრივ გააგრძელოს ეს საქმიანობა. 

ამასთან, მუმლაძემ თქვა, რომ B კატეგორიის ტაქსებს მანქანის ფერთან დაკავშირებით შეზღუდვა არ ექნებათ.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. 

თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

გზავნილები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციიდან. „ქრონიკა“ ბელგრადიდან

გაფართოება - როგორც განახლების და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა. როგორ უნდა აღიქვას ევროკავშირმა კანდიდატი სახელმწიფოები, სამართლიანობაზე დაფუძნებული შეფასება და ერთიანობის მნიშვნელობა.

ლევან მაჭავარიანი

07 ივლისი 2026, 19:38

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით

როდესაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ხარვეზებით გამოგდის, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას თავად იწყებ, ამის შემდეგ მინიმუმ ეთერებში ტირილით არ უნდა დადიოდე. ან, თუ მაინც ტირი, ისიც უნდა ახსენო, რომ მანდატურებმა წრე შემოგარტყეს, დაგიცვეს და გადაგეფარნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, „არც კაცურია, არც ქართულია, არც ქალაქურია“.

07 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

ჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს. უახლოეს დღეებში პორტუგალიასა და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 43°C-ს მიაღწიოს.

07 ივლისი 2026, 19:31

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

07 ივლისი 2026, 19:14

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

გიორგი გვარაკიძე
ალექს თიგაი

07 ივლისი 2026, 19:01

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 19:01

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ვატო შაქარიშვილი

07 ივლისი 2026, 18:54

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია უნდა იყოს განგაშის კიდევ ერთი საფუძველი, გამოფხიზლების საფუძველი, რომ ამ ევრო ილუზიის პირობებში და ასეთი ევროკავშირისკენ სვლა დღეს რომ არის კონსტიტუციურ დოგმად წარმოდგენილი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ძირითად საყრდენებს

სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია უნდა იყოს განგაშის კიდევ ერთი საფუძველი, გამოფხიზლების საფუძველი, რომ ამ ევრო ილუზიის პირობებში და ასეთი ევროკავშირისკენ სვლა დღეს რომ არის კონსტიტუციურ დოგმად წარმოდგენილი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ძირითად საყრდენებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ისტორიას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

ტრამპი: იმედია, უკრაინაში ომი მალე დასრულდება

ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

07 ივლისი 2026, 18:48

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროპაში საზოგადოებასაც აღარ აქვს იმაზე რეაქცია, რომ 6-7-8 წლის ბავშვი შეიძლება, ჩართონ LGBT პროპაგანდაში, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიები ეთმობა LGBT პრაიდებს, რომ წევრი სახელმწიფოებიდან 16-ში უკვე დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება

საქართველო არ არის გამონაკლისი. ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ორი ათეული წლის წინ „დიფ სთეითმა“ ევროკავშირში საკუთარი მარიონეტი პოლიტიკური ელიტები ჩამოაყალიბა და მათი მეშვეობით დაიწყო სამი ძირითადი მიმართულების იმპლემენტაცია: LGBT იდეოლოგიის დამკვიდრება, უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 18:41

მსოფლიო

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კვლავ უკმაყოფილება გამოხატა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მიმართ „ძალიან იმედგაცრუებულია“.

არჩილ გორდულაძე

07 ივლისი 2026, 18:31

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: „იმედის“ ეთერით უკვე გავაკეთე ამ საკითხზე კომენტარი და კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოს პარლამენტში. ამავდროულად, არ უნდა ხდებოდეს ასეთი მოვლენების პროვოცირება, უწყვეტი კადრები არსებობს „ნაც გახარიელების“ ერთმა თუ ორმა წარმომადგენელმა როგორ მოახდინა ამ ყველაფრის პროვოცირება

„იმედის“ ეთერით უკვე გავაკეთე ამ საკითხზე კომენტარი და კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას. ეს არ არის კარგი საყურებელი, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

07 ივლისი 2026, 18:30

ეკონომიკა

დღეიდან მიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა

დიზაინერი გიორგი მამულაშვილი. ერთმარკიანი მცირე ფურცელი. მცირე ფურცლის ზომა 85X54მმ. საფოსტო მარკის ზომა 45X33მმ. საფოსტო მარკის ნომინალი 5,35 ლარი. საფოსტო მარკის ტირაჟი 10 000 ცალი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი: N746

07 ივლისი 2026, 18:28

ეკონომიკა

2026 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 115.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.12 მლრდ დოლარი შეადგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ივლისი 2026, 18:27

მსოფლიო

ზელენსკი: ერთადერთი, რაც ჩვენ ევროპაში ჯერ კიდევ უნდა გავაკეთოთ, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ძლიერი თავდაცვის შექმნაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ნატოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, პრიორიტეტულად მიიჩნიონ ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების წარმოება.

07 ივლისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნების დღიდან ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ თავისი ისტორიის მანძილზე, ევროკავშირი იმყოფება მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მწვერვალზე

ქართული ეკლესია, მართლმადიდებლური რწმენა არის ის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც ევრობიუროკრატია და მისი პატრონი ძალები ვერ ახერხებენ საქართველოში იმის განხორციელებას, რაც უნდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 18:21

მსოფლიო

ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს, ეს აშშ-ზე არ მოქმედებს, ჩვენ შორის ოკეანეა, თუმცა ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად აღნიშნა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.

არჩილ გორდულაძე

07 ივლისი 2026, 18:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფორმატზე: ნებისმიერი პლატფორმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესისა და ჩვენი ხმის გასაჟღერებლად. ვნახოთ, როგორი იქნება ორგანიზაციის შემდეგი ფუნქციონირება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა" კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე ისაუბრა.

არჩილ გორდულაძე

07 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე: იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება. ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერსა და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე

იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას.

შალვა პაპუაშვილი

07 ივლისი 2026, 18:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები. პაპუაშვილის თქმით, გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.