imedi /  11 ოქტომბერი 2018, 12:37 / სანდო წყარო

2019 წელს მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი იცვლება

თვითმმართველობების დაფინანსების წესი იცვლება

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის
სხდომა

პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მიმდინარეობს.

ბიუჯეტის პროექტით 2019 წელს მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი იცვლება. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობები მომავალ წელს გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადიც სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში წავა, ხოლო თვითმმართველობაში დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დარჩება.

თვითმმართველობების დაფინანსების ახალი წესი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია. ფინანსური დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ ახალი წესი თვითმმართველობების დაფინანსებას გაზრდის.

"არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების დაფინანსება (საშემოსავლო გადასახადი და გათანაბრებითი ტრანსფერი) 2019 წელს იქნებოდა 900,6 მლნ ლარი (ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების გარდა), რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 61,9 მლნ ლარით მეტია. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით აღნიშნული მუნიციპალიტეტების დაფინანსება შეადგენს 946,6 მლნ ლარს, რაც 2018 წლის მოცულობაზე 107,9 მლნ ლარით მეტი, ხოლო ძველი სისტემით გაანგარიშებულ 2019 წლის მოცულობაზე 46,0 მლნ ლარით მეტია", – წერია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით, დღგ-ს 19%-იდან, დედაქალაქს – 50.01%, 4 თვითმმართველი ქალაქს ჯამში – 11.19%, დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტს კი 38.8% ერგება. კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტს რა ოდენობის თანხა შეხვდება, იხილეთ droa.ge-ს მიერ მომზადებულ სტატიაში. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2026, 01:50

სპორტი

კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ტორონტოში გამართული B ჯგუფის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აბას არაღჩი

13 ივნისი 2026, 01:43

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ჯაბა ხუბუა

13 ივნისი 2026, 00:49

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა

მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.

ზაზა დობორჯგინიძე:

13 ივნისი 2026, 00:46

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე

როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, „ნაცებმა“ ხმა უნდა ჩაიკმინდონ პოლიციის ძალადობაზე. „ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ არ ვიცი, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე”- წერს დობორჯგინიძე.

13 ივნისი 2026, 00:13

სამართალი

შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“.

აბას არაღჩი

13 ივნისი 2026, 00:08

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰორმუზის სრუტე ომამდელ რეჟიმს აღარ დაუბრუნდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ ფორმატს აღარ დაუბრუნდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა თეირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ინსტრუმენტია და იგი ამჟამად ირანისა და ომანის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.

13 ივნისი 2026, 00:04

სამართალი

პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია

„გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

პეტერ მადიარი

12 ივნისი 2026, 23:48

მსოფლიო

პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განმარტა, რომ უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კიევმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის გეგმაში ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რედაქციით შეიტანა.

12 ივნისი 2026, 23:39

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.

12 ივნისი 2026, 23:06

მსოფლიო

ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა

ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა - ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიგა ლემონჯავა

12 ივნისი 2026, 23:04

პოლიტიკა

გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც

„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.

აბას არაღჩი

12 ივნისი 2026, 22:56

მსოფლიო

აბას არაღჩი: ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან

ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

12 ივნისი 2026, 22:20

კულტურა

„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO

„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

12 ივნისი 2026, 21:45

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას

დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

12 ივნისი 2026, 21:20

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ფრენბურთში დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.

შეჰბაზ შარიფი

12 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებულ ტექსტს მიაღწიეს, - განაცხადა პარასკევს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა.

12 ივნისი 2026, 20:43

კულტურა

რამდენიმე წუთში „დინამო არენაზე“ კანიე უესტი მასშტაბური პერფორმანსით წარდგება

წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტი „დინამო არენაზე“.

12 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმი გაეროში უჩვენეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დოკუმენტური ფილმი „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ- იორკში უჩვენეს. კინოჩვენებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე - შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში რელიგიურ ცენტრებსა და კურორტ აბასთუმანში იმყოფებოდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე. საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

12 ივნისი 2026, 20:32

პოლიტიკა

რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა კონგრესმენ ჯო უილსონისთვის - ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა - რესპუბლიკელი კონგრესმენის და ქართული ოპოზიციის იდენტური რიტორიკა ზაზა შათირიშვილის ანალიზის თემაა.