Imedi /  14 ოქტომბერი 2018, 21:44 / სანდო წყარო

ცნობილია, რა იდეით მივიდა ოქუაშვილი ივანიშვილთან და რატომ ჩაიშალა შემდეგ ეს პროექტი

გასულ კვირაში პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი გამოაქვეყნა, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს "ომეგა ჯგუფში" არსებულ მდგომარეობას. 

ოქმის თანახმად, საგადასახადო დავალიანება 6 მილიონს აღწევდა, ვალების ვალების რესტრუქტურიზაციაზე, აღსრულების პროცესის შეჩერებასა და აქციზის გაცემაზე  მოლაპარაკებებს ყიფიანი პირადად აწარმოებდა პრემიერმინისტრ კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ქუმსიშვილთან, ბიზნესომბუდსმენ გახარიასთან  და ბიძინა ივანიშვილთან.

გამოკითხვის ოქმში წერია, რომ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ოქუაშვილს კიდევ ერთხელ დასჭირდა ყიფიანი. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ომეგას თემაზე ივლისში შედგა, ამჯერად ივანე მაჭავარიანთან. საგადასახადო დავალიანება იმ მომენტში 50 მილიონს შეადგენდა. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ორგანიზებაც ლევან ყიფიანმა შეძლო. შეხვედრაზე ოქუაშვილმა ივანიშვილს კონკრეტული გეგმა და ახალი ბიზნესიდეა გააცნო. იდეის არსი დიდ ფართობზე თამბაქოს პლანტაციების გაშენებას გულისხმობდა, რომლისგანაც შემდეგ ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული, მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები უნდა დამზადებულიყო და ექსპორტზე გასულიყო.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული თამბაქოს წარმოების განვითარებისთვის 20 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავდა. 

"დაახლოებით 2016 წლის  ზაფხულში დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა და მითხრა შევხვედროდი ლევან ყიფიანს, მას საინტერესო პროექტი აქვსო, თამბაქოს წარმოებას შეეხებაო, თამბაქოს ისტორიული წარმოება აღდგებაო. იმ კვირაშივე შევხვდი ლევანს. მან მომიყვა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო აჭარასა და ლაგოდეხში. მიწებიც ჰქონდათ ნანახი. გაკეთდებოდა  სიგარები, გავიდოდა ექსპორტზე", - ამბობს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი. 

ბაჩიაშვილს იდეა ბიზნესპროექტად უნდა ექცია. განესაზღვრა როგორ გადანაწილდებოდა საკონტროლო პაკეტი და ვინ იქნებოდნენ პარტნიორები. ბაჩიაშვილის თქმით, ბიზნესში ქართველი მწარმოებლები უნდა შემოსულიყვნენ. ამიტომ გადაწყდა, რომ ოქუაშვილთან ერთად ბიზნესში ვანო ჩხარტიშვილი შესულიყო, როგორც თამბაქოს ქართული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე. 

"იმედის კვირის" ცნობით, მართალია პროექტს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, მაგრამ მისი რეალური მესაკუთრე სამი პარტნიორი ხდებოდა: ოქუაშვილი, ჩხარტიშვილი და ყიფიანი. სწორედ ყიფიანს ჰქონდა ბიზნესში ყველაზე მეტი წილი - 60%, მის დასადებ თანხასაც ივანიშვილი იხდიდა. თანხის დაბრუნებას კი ყიფიანი ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე წელში, პროექტის მოგებიდან აპირებდა. 

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მისი იდეა იყო, რომ ვანო ჩხარტიშვილს და ზაზა ოქუაშვილს 30-30% აეღოთ და 6-6 მილიონი დოლარი ჩაედოთ თამბაქოს ბიზნესში, თუმცა მათ ეს არ ისურვეს. 

ვანო ჩხარტიშვილის თქმით, საბოლოოდ წილები ასე გადანაწილდა: 20% "თბილისის თამბაქო", 20% ზაზა ოქუაშვილი, 60% საპარტნიორო ფონდი. თუმცა, როცა გადაწყვეტილების დრო მოვიდა, ოქუაშვილმა გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. 

"კი  მე ვიხდიდი, თავიდან ზაზაც იხდიდა. გონებრივადაც მგონი ცოტა შეზღუდულია... მოვიდოდა ერთ დღეს იტყოდა კიო, მერე შეიცვლიდა აზრს. შემდეგ შემოიტანა ახალი ვარიანტი, რომ ფულის მაგივრად ქარხნის საგარანტიო წერილებს შემოვიტანო. ასეთმა არასტაბილურმა, არაპროგნოზირებადმა ურთიერთობამ ჩაშალა პროექტი", - ამბობს ვანო ჩხარტიშვილი. 

დღეს ვანო ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ ოქუაშვილმა ქართული თამბაქოს წარმოების პროექტი შეგნებულად ჩაშალა და ამით  ფინანსური სარგებელიც ნახა. კერძოდ, პროექტი თამბაქოს იმპორტიორ კომპანიას მიყიდა და ეს კომპანია, ჩხარტიშვილის ინფორმაციით "ფილიპ მორისია".

"ფილიპ მორისის" ქართულ წარმომადგენლობაში „იმედის კვირას“ უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რა გარიგებაზე ლაპარაკობს ჩხარტიშვილი. კითხვაზე, გაყიდა თუ არა ბიზნესპროექტი ოქუაშვილმა, პასუხი "იმედის კვირას" მისმა ადვოკატმა არ გასცა. დუმილის უფლებას იყენებს ლევან ყიფიანიც. კითხვებზე პასუხის გაცემა არც მან ისურვა.  

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 20:46

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანელებს შეიძლება წვდომა ჰქონდეთ 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულებები შესრულდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანელებს „შეიძლება წვდომა ჰქონდეთ“ 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე, რომელიც, მისი თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულებები შესრულდება.

15 ივნისი 2026, 20:45

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საზღვარზე კანონდარღვევა აღკვეთა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

შემოსავლების სამსახურმა საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთა.

15 ივნისი 2026, 20:39

სამართალი

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო. საუბარია დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებით, ციფრული ვალუტის გენერირებასა და არალეგალური შემოსავლების მიღებაზე.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 20:36

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ირანის შეთანხმების ტექსტი საკმაოდ მალე გამოქვეყნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს დაგეგმილი ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

15 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ცალკეული გადაცდომების განზოგადებას მთელ სისტემაზე ცდილობენ, რაც პირდაპირი შეტევაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

შოთა თუთბერიძე

15 ივნისი 2026, 20:33

სამართალი

4 ათასი ლარი შეურაცხყოფისთვის - ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მოსამართლემ ჯარიმა დააკისრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის გამოყენება დასჯადია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის საჯაროდ შეურაცხყოფა 4 ათასი ლარი დაუჯდა. შოთა თუთბერიძე პრობლემას ვერ ხედავს იქ, სადაც შსს-ს ახალმა სამმართველომ კანონდარღვევა აღმოაჩინა და სასამართლომ ეს დაადასტურა.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 20:31

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.

15 ივნისი 2026, 20:22

პოლიტიკა

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავება - სერბეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოშია. ალექსანდრ ვუჩიჩს აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი დახვდა. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მაღალი რანგის სტუმარს პრეზიდენტმა უმასპინძლა.

15 ივნისი 2026, 20:15

მსოფლიო

წევრობა შეზღუდული უფლებებით - რა ცვლილებებს განიხილავს ევროკავშირი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი ახალ წევრებს შეზღუდული უფლებებით მიიღებს. თუ ევროგაერთიანება სახელმწიფოსთვის კარს გახსნის, შესაძლოა, მას ვეტოს უფლება არ ჰქონდეს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ღიად თქვა, რომ ახალ წევრებს ნდობის მოსაპოვებლად დრო დასჭირდებათ.

15 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველ კლასტერი იხსნება. თბილისი უსაფუძვლო კრიტიკის მორიგ ტალღას იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიუსელი ირწმუნება, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულეს, თბილისი კი უსაფუძვლო კრიტიკის მორიგ ტალღას იღებს.

15 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

რადოსლავ სიკორსკი

15 ივნისი 2026, 19:39

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 19:31

სამართალი

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

15 ივნისი 2026, 19:20

პოლიტიკა

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ.

15 ივნისი 2026, 19:13

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ლოგო

15 ივნისი 2026, 19:04

სამართალი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით: გემი არ იდენტიფიცირდა არც ერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის ჩანაწერებში. ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა

ჩატარებული შემოწმების შედეგად, გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში. შესაბამისად, მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 ივნისი 2026, 18:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში, ანიეს ქოთუს შეხვდა.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:42

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე ფაკულტეტზე გამოაცხადოს წამყვანი პროფესორების პოზიცია. ეს არ ანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას, ეს არის დამატებითი პოზიციები

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე ფაკულტეტზე გამოაცხადოს წამყვანი პროფესორების პოზიცია. ეს არ ანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას, ეს არის დამატებითი პოზიციები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მუდმივად, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხელახალი გახსნის საკითხი შემდგომ „ტექნიკურ მოლაპარაკებებზე“ განიხილება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს თემა ჯერ კიდევ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

15 ივნისი 2026, 18:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალგაზრდულ პროექტს - „გაეროს მოდელირებას“ უმასპინძლა. მასში იმერეთის რეგიონიდან 14-18 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.