imedi /  05 ნოემბერი 2018, 16:21 / სანდო წყარო

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოც მონაწილეობს

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. 

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. 

ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ბრიუსელი ხიდი

18 იანვარი 2019, 17:54

მსოფლიო

ბრიუსელში ხიდი ჩაინგრა

ბრიუსელში ვილებრუკის არხზე გამავალი ხიდი ჩაინგრა, რის გამოც დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს შორის მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კირა მებუკე

18 იანვარი 2019, 17:47

კულტურა

მსახიობი კირა მებუკე გარდაიცვალა

ის იყო შალიკაშვილის თეატრის პირველი ქალი მიმი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან უდუდესი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში.

Tesla

18 იანვარი 2019, 17:44

ეკონომიკა

Tesla კომპანიაში დასაქმებულებს 7%-ით შეამცირებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უახლოეს მომავალში წარმოებასთან დაგეგმილი პროცესებია. ამერიკულ ავტომწარმოებელს ამ დროისთვის 45,000 დასაქმებული ჰყავს. მანამდე SpaceX-მა განაცხადა, რომ დასაქმებულებს 10%-ით შეამცირებს.

გაზპრომი

18 იანვარი 2019, 17:38

მსოფლიო

„გაზპრომი“ ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის დავალიანების ჩამოწერას არ აპირებს

აბონენტებისთვის 9 მილიარდი რუბლის ოდენობის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება გროზნოს რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 2015 წელს ჩეჩნეთის დავალიანება „გაზპრომის“ მიმართ 152 მილიარდ რუბლს აჭარბებდა.

18 იანვარი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

იაპონიამ ხელოვნური ვარსკვლავთცვენის მოსაწყობად ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

თანამგზავრი სტარტაპმა ALE-მ შექმნა. მის ბორტზე მეტალის 400 ბურთია მოთავსებული. დანიშნულ დროს მათ თანამგზავრიდან ისვრიან, რის შემდეგაც ბურთები დედამიწის მიმართულებით გაფრინდებიან. ფრენის პროცესში ისინი დაიწვებიან, დედამიწიდან კი ეს ვასკვლავთცვენასავით გამოჩნდება.

პარლამენტი

18 იანვარი 2019, 17:29

საქართველო

ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

სიახლე შეეხო ალჟირს, მაროკოსა და ტუნისსაც. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ასეთ შემთხვევაში გერმანია მერვე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩართავს.

18 იანვარი 2019, 17:25

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 150 ათასზე მეტი ფრენა შესრულდა

შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა - დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2019, 17:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ფეთხუმობაში ამხილეს

მოდის ექსპერეტებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ მეგან მარკლი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება დაჭმუჭნილი ტანსაცმლით. მაგალითად გამოცემას მისი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მოჰყავს, როდესაც მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works-ს ეწვია, რომელიც უმუშევარ ქალებს დახმარებას სთავაზობს.

Tesla ავტოპილოტი

18 იანვარი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla ორმოში ჩავარდა

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი, რომელიც კალიფორნიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, გზისპირა თხრილში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს 10 საათზე, დამაკავშირებელი გზის გზაგასაყარზე მოხდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის ნოემბერშიც მოხდა.

18 იანვარი 2019, 17:05

საქართველო

დაკავებულის და: შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა

"მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ, რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, - განაცხადა თეონა ტატიშვილმა.

გიგი უგულავა

18 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

თბილისის მოქმედ მერს ყოფილმა უპასუხა

მან კალაძე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და მერის გზავნილებს ჯანსაღ აზრს აცდენილი უწოდა. თემაზე კომენტარები გაკეთდა საკრებულოშიც. ოპოზიციამ კახა კალაძეს "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი უწოდა და შსს-ს მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.

გზა

18 იანვარი 2019, 16:51

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

H1N1

18 იანვარი 2019, 16:45

მსოფლიო

ინდოეთში წელს H1N1 ვირუსით 40 ადამიანი დაიღუპა

ამავე ინფორმაციით, 1-17 იანვარს ინფიცირების 1036 შემთხვევა გამოვლინდა.გასულ წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსს 1100 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

ინდონეზია პოლიცია

18 იანვარი 2019, 16:40

მსოფლიო

ინდონეზიელმა ქალმა ტელეფონის პინ-კოდის დამალვის გამო ქმარი დაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარს, რომელიც სახურავის შესაკეთებლად იყო ასული, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, მისთვის ტელეფონის პინ-კოდი ეთქვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ცოლ-ქმარს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა.

18 იანვარი 2019, 16:36

ეკონომიკა

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. თუმცა ადასტურებს, რომ 2006-2007 წლებში მის ბიზნეს-ჯგუფს ასეთი ინტერესი ჰქონდა,მაგრამ მაშინ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ეროვნული ბანკი

18 იანვარი 2019, 16:35

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იენს ლემანი

18 იანვარი 2019, 16:34

მსოფლიო

ცნობილი გერმანელები დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვენ

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და „არსენალის“ ყოფილი მეკარე იენს ლემანი ერთ-ერთ მათგანია, რომელებიც ჟურნალ The Times-ში გამოქვეყნებულ წერილს 31 ადამიანთან ერთად ხელს აწერს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს გადის.

ბენქსი

18 იანვარი 2019, 16:18

კულტურა

ბენქსის საშობაო ნახატი ავტოფარეხზე მეპატრონემ 100 ათას ფუნტად გაყიდა

ლუისის თქმით, მას გრაფიტში სხვა ადამიანები გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ ბრენდლერი დათანხმდა მის ქალაქში დატოვებას. ნახატი ავტოფარეხზე შობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა.

Microsoft Cortana

18 იანვარი 2019, 16:10

ტექნოლოგიები

Windows 10-ზე ხმოვანი ასისტენტი საძიებო ველისგან გაიმიჯნა

Microsoft-მა გადაწყვიტა თითოეული დანაყოფი ცალკ-ცალკე განავითაროს, საძიებო ველმა ტექსტულური, Cortana-მ კი თავისმხრივ ხმოვანი ბრძანებები შეასრულოს. სიახლე Windows 10-ის მორიგი განახლებისას, ყველასთვის აპრილში ამოქმედდება. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, ხმოვანი ასისტენტი Cortana 2014 წელს წარადგინა.

საქალაქო სასამართლო

18 იანვარი 2019, 16:00

ძალოვნები

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება კონსტანტინე ჯორბენაძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გიორგი ადუაშვილს კი, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.