ფინანსთა სამინისტრო: ბაზებში შესაძლოა გარდაცვლილთა სასესხო მონაცემებიც იყოს
ფოტო: არქივი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რატომ ფიქსირდება სესხების ჩამოწერის ინიციატივის ფარგლებში ატვირთულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია გარდაცვლილთა სასესხო დავალიანების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.
საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია, იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას გარდაცვალების მომენტისთვის ჰქონდა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 15:45
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო: მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
18 მარტი 2026, 15:31
საზოგადოება
დავით გაბაიძე: მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სულიერი საყრდენის სიმბოლო. დღეს სიტყვები უძლურია, მადლიერება - უსასრულო. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
18 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
ლევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა
„მის მასშტაბს ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთ დაგვანახებს, ჩვენც და მომავალ თაობებსაც. მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, პატრიარქი ილია მეორე იყო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, - აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.
18 მარტი 2026, 15:24
საზოგადოება
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
„მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე ასეთი ღვაწლისთვის! სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება მისი სახელი ჩვენს გულებში. სწორედ მისი ნათლულები არ მისცემენ მის სახელს დავიწყებას და გვჯერა, რწმენით და ეროვნული ცოდნით განაგრძობენ მათი ნათლიის - საქართველოს ისტორიის უდიდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ გზას. დღეიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია II ზეციური საქართველოდან უწინამძღვრებს მის საყვარელ სამშობლოს! ჩვენ კი, მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად განვაგრძობთ იმ საქმეს, რაშიც წინ მიგვიძღოდა!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
18 მარტი 2026, 15:05
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 15:05
საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო
„ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნვას მიუძღვნა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილიას პატრიარქობის თითქმის 50 წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქართულ საზოგადოებაში. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
18 მარტი 2026, 14:57
საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის
გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო, - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
18 მარტი 2026, 14:54
საზოგადოება
საქართველოში უნგრეთის ელჩი ილია მეორეზე: ათწლეულების მანძილზე მისი მეთაურობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაძლიერდა, რაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე აისახა
საქართველოში უნგრეთის ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა.
18 მარტი 2026, 14:52
საზოგადოება
ფონდი „ქართული გალობა“ და გალობის უნივერსიტეტი: დღეს რომ სიმღერა-გალობის სფეროს ცხოვრების გზად ირჩევენ ახალგაზრდები, ეს უპირველესად უწმინდესის ღვაწლისა და იმ სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც თავის სამწყსოს გულში დატოვა სამარადჟამოდ
გალობის უნივერსიტეტი და ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
18 მარტი 2026, 14:41
საზოგადოება
გურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:
18 მარტი 2026, 14:38
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა - მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის
თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორეს გარდაცვალებას, - წერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე. როგორც მინისტრი აღნიშნავს, თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.
18 მარტი 2026, 14:24
საზოგადოება
პრემიერი: უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ფასდაუდებელია.
18 მარტი 2026, 14:18
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეები იკრიბებიან: ერი დაობლდა, რა სიტყვებმა შეიძლება გამოხატოს ის გრძნობა, ის ტკივილი, რასაც დღეს ერი განიცდის
მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში შიდა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება იმისთვის, რომ გაიმართოს სამოქალაქო პანაშვიდები.
18 მარტი 2026, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
18 მარტი 2026, 14:14
საზოგადოება
მეუფე ანტონი: ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი - ყველაფერმა მის თავზე და მხრებზე გადაიარა
„ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? - არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
18 მარტი 2026, 14:13
საზოგადოება
დეკანოზი ელიზბარი: სინოდი გადაწყვეტს, სად დაიკრძალება. მე ვიცი, რომ უყვარდა სიონი, 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს
სინოდის გადაწყვეტილება იქნება და გადაწყვეტენ სად დაიკრძალება, - განაცხადა ქაშვეთის ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა ელიზბარმა.
18 მარტი 2026, 14:13
საზოგადოება
მეუფე მიქაელი: ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა
ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა, - განუცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
18 მარტი 2026, 14:13
საზოგადოება
მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება
„მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.
18 მარტი 2026, 14:08
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში
სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, - განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სინოდის სხდომის დაწყებამდე.
18 მარტი 2026, 14:03
საზოგადოება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.


