საქართველომ აგროსექტორისთვის გამოყოფილ სესხზე მისი სიძვირის გამო უარი თქვა
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს მთავრობამ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მილიონი ევროს სესხის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2016 წელს გაფორმდა.
პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო. საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა.
კაკაურიძის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ ამ თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.
"ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა სესხის არამიზანშეწონილობის საკითხი და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ სესხს რეალურად აღარ იღებს.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 14:14
საზოგადოება
მეუფე ანტონი: ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი - ყველაფერმა მის თავზე და მხრებზე გადაიარა
„ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? - არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
18 მარტი 2026, 14:13
საზოგადოება
დეკანოზი ელიზბარი: სინოდის გადაწყვეტილება იქნება და გადაწყვეტენ სად დაიკრძალება. მე ვიცი, რომ უყვარდა სიონი, 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს
სინოდის გადაწყვეტილება იქნება და გადაწყვეტენ სად დაიკრძალება, - განაცხადა ქაშვეთის ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა ელიზბარმა.
18 მარტი 2026, 14:13
საზოგადოება
მეუფე მიქაელი: ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა
ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა, - განუცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
18 მარტი 2026, 14:13
საზოგადოება
მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება
„მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.
18 მარტი 2026, 14:08
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში
სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, - განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სინოდის სხდომის დაწყებამდე.
18 მარტი 2026, 14:03
საზოგადოება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.
18 მარტი 2026, 13:49
საზოგადოება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის გარდაცვალების გამო, ილია მეორის სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
18 მარტი 2026, 13:47
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა. ღმერთმა ინებოს, რომ ეს წესი დავიწყებას არ მიეცეს...
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, სადაც იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს.
18 მარტი 2026, 13:43
საზოგადოება
საბერძნეთის საელჩო: მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება - რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო
საბერძნეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
18 მარტი 2026, 13:26
საზოგადოება
თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
18 მარტი 2026, 13:19
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. უფალმა მოგვმადლოს ძალა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 13:15
საზოგადოება
პრეზიდენტი: უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამ. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 13:00
საზოგადოება
ცოტნე ივანიშვილი: საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია
ცოტნე ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
18 მარტი 2026, 12:57
საზოგადოება
„ნეიტრალური საქართველო“: ილია მეორემ მისი პატრიარქობის წლებს „მზიანი ღამე“ უწოდა. იგი მართლაც სინათლის, სიკეთის და იმედის სხივი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ყველა რთულ მომენტში. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის იდენტობის გადარჩენაში
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 12:55
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
18 მარტი 2026, 12:52
საზოგადოება
ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ29-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
18 მარტი 2026, 12:52
საზოგადოება
საქართველოს საელჩო ვატიკანში: ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საქართველოს საელჩო ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში X საელჩოს ანგარიშზე გამოქვეყნდა.
18 მარტი 2026, 12:48
საზოგადოება
საპატრიარქო: 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება, ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება, ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.
18 მარტი 2026, 12:46
საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისი“: უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
18 მარტი 2026, 12:41
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს. ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია. „განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.


