imedi /  20 დეკემბერი 2018, 16:48 / სანდო წყარო

სეს: 2018 წელს თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე საქართველომ მხოლოდ 6 შეტყობინება მიიღო

ქართული თხილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წელს ქართული წარმოშობის თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) საქართველომ 6 შეტყობინება მიიღო, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

როგორც სააგენტოში ამბობენ, საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის ნიმუშებს, უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე, აკრედიტებული ლაბორატორია იკვლევს. 

"აკრედიტებული ლაბორატორია იკვლევს საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის ნიმუშებს უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის მიკოტოქსინებზე (აფლატოქსინი) და გადამუშავებულ თხილს არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობაზე. თხილის დაბინძურება აფლატოქსინებით შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ტრანსპორტირებისას არასათანადო პირობებმა.

მნიშვნელოვანია აგროღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარება, შესაბამისი წესების დაცვა მოკრეფის, დასაწყობების და შრობის პროცესში. თხილს აფლატოქსინების შემცველობაზე იკვლევს მიმღები ქვეყანაც და აღმოჩენის შემთხვევაში, აგზავნის შეტყობინებას ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF). უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წარმოშობის თხილში მეორე წელია არ დაფიქსირებულა არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობა.

საქართველომ 2016-17 წლებში თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) მიიღო 9-9, ხოლო 2018 წელს 6 შეტყობინება", - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველომ 2016-17 წლებში თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით 9-9, ხოლო 2018 წელს 6 შეტყობინება მიიღო.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2026, 21:06

პოლიტიკა

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო მზად არის ნავთობის გაზრდილი ნაკადი გაატაროს. როგორც თბილისში აღნიშნეს, ინფორმაცია განსაკუთრებით მნშვნელოვანია ბაქო-სუფსის კონტექსტში. ნავთობის ტრანზიტი აქ ბოლო წლებში არ ხდებოდა, თუმცა მილსადენი სრულად დაიტვირთება.

10 აგვისტო 2026, 21:00

სამართალი

17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმე - რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა ის ადამიანი გამოკითხეს, რომელმაც 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ვიდეო 3 დღის წინ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის გაუჩინარების ამბავს ამ დრომდე იკვლევს.

10 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.

ინგა ფხალაძე

10 აგვისტო 2026, 20:51

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის

„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

გია ბარამიძე

10 აგვისტო 2026, 20:49

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - გია ბარამიძის განცხადების შესახებ გამოკითხვა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურა აგრძელებს იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებსაც აფხაზეთში ნანახის შესახებ ბევრი აქვთ მოსაყოლი, გიორგი ბარამიძის ნათქვამზე კი ყველას რეაქცია მძიმეა.

მალხაზ ჩემია

10 აგვისტო 2026, 20:47

პოლიტიკა

მალხაზ ჩემია ბარამიძის განცხადებაზე: ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ - ეს არ არის ბრიყვის განცხადება

„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.

გოგა ხაინდრავა

10 აგვისტო 2026, 20:33

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას

„დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

10 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფაქტები წარსულიდან ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, „ქრონიკა“ ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ.

10 აგვისტო 2026, 20:19

მსოფლიო

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი.

მარკო რუბიო

10 აგვისტო 2026, 20:14

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

10 აგვისტო 2026, 19:49

მსოფლიო

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ორშაბათს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ქალაქში შენობები ჩამოინგრა.

10 აგვისტო 2026, 19:23

პოლიტიკა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

10 აგვისტო 2026, 18:38

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან, ოლესია ილაშჩუკთან შეხვედრა გამართა, რომელიც კარდამის რაიონში ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ინციდენტს ეხებოდა.

10 აგვისტო 2026, 17:39

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა

სპეცდანიშნულების ძალების კატარღები, რომლებიც სპარსეთის ყურეში დაგეგმილ მისიებში უნდა გამოეყენებინათ, ჩინური წარმოების ნაწილებით იყო აღჭურვილი. დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზვერავი დრონები მონაცემებს ფარულად ჩინეთში აგზავნიდნენ, ინფორმაციას გამოცემა The Telegraph იუწყება.

მალხაზ თოფურია

10 აგვისტო 2026, 17:35

სამართალი

მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრინავდა, თუ რას ჭორაობის დონეზეა. ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ის ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა. ვერავის დაადებს ხელს. ბევრად უფრო მძიმეა შემდგომი განცხადება - ჩვენ დაგვბრალდა. შემდეგ შეცვალა და აქცენტი გადაიტანა, მეომრები არ ხვრეტდნენ, ადგილობრივი მოსახლეობაო - კიდევ უფრო დაამძიმა. მისი ბოროტება არ სრულდება. პირველი განცხადების შემდეგ უარესსა და უარესს აკეთებს.

დავით კიკვიძე

10 აგვისტო 2026, 17:30

ეკონომიკა

დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება

„შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

კობა ლიკლიკაძე

10 აგვისტო 2026, 17:29

პოლიტიკა

კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. ვფიქრობ, ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა

გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.

ნინო ჯელაძე

10 აგვისტო 2026, 17:11

ეკონომიკა

ნინო ჯელაძე: რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია

„საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს ორგანული კანონით. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სანქცირების საკითხის შესახებ.

10 აგვისტო 2026, 17:08

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო

„სატყეო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, მოვლა და განვითარება, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პრევენცია არის ის მთავარი ამოცანები, რომლებსაც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ღირსეულად ასრულებენ. დღეს დავათვალიერეთ სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კონტროლს და ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან მუშაობას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

10 აგვისტო 2026, 17:01

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება, ასევე სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.