FT: მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად ივანკა ტრამპის კანდიდატურა განიხილება

ივანკა ტრამპი
დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შორის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი, ივანკა ტრამპი ფიგურირებს. ამის შესახებ The Finantial Times-ი წერს.
პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად ჩამონათვალშია გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილიც.
მსოფლიო ბანკი პრეზიდენტის პოსტის კანდიდატურას თებერვლის ბოლომდე შეარჩევს. საფინანსო ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმ იონ კიმის პოსტიდან გადადგომა ძალაში ოფიციალურად 1 თებერვლიდან შევა.
მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საფინანსო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯიმ იონ კიმმა თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა.
59 წლის ყოფილი პედაგოგი და განათლების სპეციალისტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობაზე 2022 წლამდე უნდა ყოფილიყო. ის განმეორებით, 5 წლის ვადით 2017 წელს აირჩიეს.
ჯიმ იონ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად 2012 წლის აპრილში დაინიშნა.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევნა ასრულებს.
ყველა სიახლე

15 დეკემბერი 2019, 08:48
საქართველო
დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება
დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 12:00 საათზე გაიმართება. კონკრეტულად ვინ დაესწრება შეხვედრას, ამ ეტაპზე უცნობია.

15 დეკემბერი 2019, 08:40
საქართველო
საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზთან მსვლელობას მოაწყობენ, სადაც მდუმარე საპროტესტო აქციას გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 08:29
სპორტი
BBC-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი ელიუდ კიპჩოგე გახდა
ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, გოლფის მოთამაშე ამერიკელი ტაიგერ ვუდსი, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი სია კოლისი და კრიკეტის მოთამაშე ავსტრალიელი სტივ სმიტი.

15 დეკემბერი 2019, 08:20
მსოფლიო
ლიბანში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის დაკავება სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დემონსტრანტები კი სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ.

15 დეკემბერი 2019, 00:52
კულტურა
ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა წლის საუკეთესო ფოტოები გამოავლინა
კონკურსის გამარჯვებული ოქტომბერში გახდა ცნობილი, ახლა კი ორგანიზატორები ხალხის რჩეულს გამოავლენენ. კურატორებმა 25 ნამუშევარი შეარჩიეს. ხმის მიცემა ყველა მსურველს შეუძლია, კონკურსი 2020 წლის 4 თებერვალს დასრულდება.

14 დეკემბერი 2019, 23:39
ტაბლოიდი
„მის მსოფლიო 2019“ იამაიკის წარმომადგენელი გახდა
„მის მსოფლიო 2019“ 23 წლის ტონი ენ სინგი გახდა.მეორე ადგილი კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა ოფელია მეზინომ დაიკავა, მესამე ზე კი ინდოელი სუმან რაოა გავიდა. საქართველოს კონკურსზე ნინო გოგიჩაიშვილი წარადგენდა. კონკურსის ფინალი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარდა.

14 დეკემბერი 2019, 23:13
მსოფლიო
გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადიცია არ მოუთხოვია
ამის შესახებ ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა. მისი თქმით, კრემლის წარმომადგენლებმა გერმანიის ხელისუფლებას არ შეატყობინებს, რომ ხანგოშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილია.

14 დეკემბერი 2019, 22:48
ეკონომიკა
სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია ₾7,5 მილიონად გაიყიდა
სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად ₾7,5 მილიონად გაიყიდა. რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა.

14 დეკემბერი 2019, 22:27
კულტურა
გია ყანჩელის ხსოვნას ვენის ეკლესიაში საშობაო კონცერტი მიუძღვნეს
კონცერტში მონაწილეობა ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს: პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი კაჩინსკიმ, ფლეიტისტმა თემურ ხარშილაძემ და სოპრანო მადინა კარბელიმ. საღამოს ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

14 დეკემბერი 2019, 21:57
მსოფლიო
რომში მოძრაობა „სარდინების“ უმსხვილესი აქცია გაიმართა
ეს პარტია „ლიგას“ და მისი ლიდერის, იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის საწინააღმდეგოდ შექმნილი მოძრაობის ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას 100 000 ადამიანი დაესწრო. „სარდინები“ ასევე მაფიას, კლიმატის ცვლილებას და იტალიაში სიღარიბეს აპროტესტებენ.

14 დეკემბერი 2019, 21:33
მსოფლიო
მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ უკრაინის კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტეს. ინფორმაცია Facebook-ზე გამოქვეყნდა.

14 დეკემბერი 2019, 21:07
მსოფლიო
გაეროს კლიმატურ სამიტზე საბოლოო დეკლარაციაზე ვერ თანხმდებიან
ოგორც მოლაპარაკებებში მონაწილე მეცნიერები აღნიშნავენ, პარიზის შეთანხმების ახალი ვერსია სრულიად მიუღებელია. „თუ მსოფლიო ლიდერები მომავალი წლის სამიტამდე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ამბიციებს არ გაზრდიან, პარიზის შეთანხმების პირობების შესრულება შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

14 დეკემბერი 2019, 20:47
ტექნოლოგიები
NASA-ს ზონდმა იუპიტერზე მძლავრი ქარიშხალი დააფიქსირა
იუპიტერის ზედაპირზე მორიგი გადაფრენისას NASA-ს ზონდმა Juno-მ პლანეტაზე ძლიერი ქარიშხლის ფორმირება დააფიქსირა. ინფორმაციას ორგანიზაციის ლაბორატორიის პრესსამსახური ავრცელებს. ახალი აღმოჩენა იმით არის უნიკალური, რომ ქარიშხალს 5 კუთხე აქვს და საათში 360 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება.

14 დეკემბერი 2019, 20:21
ძალოვნები
ჭიათურაში მოხეტიალე ცირკს უკანონოდ დატყვევებული დათვი ჩამოართვეს
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში უკვე გადაიგზავნება. ცხოველი კი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ის სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე იცხოვრობეს.

14 დეკემბერი 2019, 19:57
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ბუზი „ცეცესთვის“ ახალი სატყუარა შექმნეს
ბრიტანელმა და აფრიკელმა ბიოლოგებმა შეისწავლეს ბუზი „ცეცეს“ თვალი და გაარკვიეს, რომ მეწამული ფერის სატყუარა „ძილის დაავადების“ გადამტანებს ყველაზე მეტად იზიდავთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი სატყუარა აფრიკაში „ძილის დაავადების“ გავრცელების მოცულობას შეამცირებს.

14 დეკემბერი 2019, 19:33
კულტურა
ამერიკული გაზეთი კლინტ ისტვუდს ცილისწამებაში ადანაშაულებს
საქმე ისტვუდის ფილმს „რიჩარდ ჯუელის საქმე“ ეხება, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ამ გამოცემის ჟურნალისტი კეტი სკრაგსია. დრამა 1996 ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ტერაქტს ეხება. პოლიციამ დამნაშავე ერიკ რუდოლფი მხოლოდ 7 წლის შემდეგ დააკავა, მანამდე კი მომხდარში პარკის დარაჯ რიჩარდ ჯუელს ადანაშაულებდნენ.

14 დეკემბერი 2019, 19:11
ტექნოლოგიები
ავსტრალიაში ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისთვის სენსორული დანადგარი შექმნეს
ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი სენსორული დანადგარი, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარებათ. ცდებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების შემდეგ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა. დანადგარი იმით არის უნიკალური, რომ ექიმს პაციენტის დატვირთვის რეგულირება შეუძლია.

14 დეკემბერი 2019, 18:50
მსოფლიო
გაერო: ჩილეს პოლიციამ დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებები დაარღვია
ჩილეში საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. 26 ოქტომბერს ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა. ამ დროისთვის არეულობების შედეგად დაიღუპა 26 და დაშავდა ასობით ადამიანი.

14 დეკემბერი 2019, 18:31
მსოფლიო
ახალ ორლეანში კიბერშეტევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადადა
აშშ-ში ახალი ორლანის მერმა ლატოია კანტრელმა ქალაქში საგაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი მასობრივი კიბერშეტევა გახდა. ინფორმაცია მერიის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. The New York Times-ის ცნობით, მსგავსი კიბერშეტევის სამიზნე 2020 წელს აშშ-ის 40 ქალაქი გახდა.

14 დეკემბერი 2019, 18:08
საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.