imedi /  31 იანვარი 2019, 11:35 / სანდო წყარო

ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2018 წელს შესრულებული და 2019 წელს დაგეგმილი პროექტები წარადგინა

ინფრასტრუქტურა

რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინა წელს დასრულებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სამინისტროს საქმიანობაში განსაკუთრებით პრიორიტეტულია წყალმომარაგების, გზების, სტიქიის პრევენციის, განათლებისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის, ძლიერი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებები.

მინისტრის განცხადებით, 2018, წელს, ჯამში, საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, 1200-ზე მეტი პროექტი დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციის შედეგად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 80 ათასამდე მომხმარებელი სარგებლობს გაუმჯობესებული წყალმომარაგებითა და გამართული საკანალიზაციო ქსელით. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 600-ზე მეტი პროექტი, მათ შორის - დამთავრდა ქობულეთის შემოვლითი გზისა და დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია.

ტურისტული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა ასამდე პროექტი, მათ შორის - აშენდა კობი-გუდაურის საბაგირო, რეაბილიტირდა თელავში ბატონის ციხე და სამუზეუმო კომპლექსი, აშენდა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი. რეგიონებში აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება 2019 წელს, რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ცნობილი გახდება წყალმომარაგების სრული ინვენტარიზაციის შედეგები, რაზე დაყრდნობითაც განისაზღვრება წყალმომარაგების პოლიტიკა და შეიქმნება სისტემების მართვის ოპტიმალური მოდელი ყველა რეგიონისთვის. უწყების ცნობით, ამ მიმართულებით ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოს შედეგად დამატებით 430 ათასი ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით.

წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების სხვადასხვა მონაკვეთზე, გარდა ამისა - განახლდება 300 კმ გზა და აშენდება 40 ახალი ხიდი. ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით აშენდება 50 კმ-ზე მეტი სიგრძის 2-ზოლიანი საავტომობილო გზა და თბილისიდან ონში მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 1,5 საათით შემცირდება.

ანგარიშში წერია, რომ მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, სოციალური მხარდაჭერა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომა. 

არსებული ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 40-ზე მეტი პროექტი, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრებისა და მუზეუმების მშენებლობა, დაცული ტერიტორიების კეთილმოწყობა. ურბანულად სრულად განახლდება აბასთუმანი, აღდგება ობსერვატორია და საბაგირო. 

ასევე, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ბაკურიანსა და გუდაურში სატრანსპორტო მოძრაობის და სხვა სახის პრობლემების მოსაგვარებლად. ათეულობით ტურისტულ ადგილზე დაიწყება ე. წ. გადასახედების მოწყობის პროექტი.

2019 წლის მნიშვნელოვანი პროექტია საერთაშორისო სტანდარტების პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

 

 

 

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა

მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

ეკა კუპატაძე

10 სექტემბერი 2026, 20:38

სამართალი

ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.

10 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

კონფლიქტების გაღვივება დიპლომატიური დარეგულირების ნაცვლად - ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების დამაზიანებელი განცხადებები. მარტა კოსი მომავალ წევრებს „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. როგორ აფასებს კოსის განცხადებას მმართველი გუნდი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მარტა კოსი მომავალ წევრებს ტრამპის ორგანიზაცია „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. ამ მოწოდების საპასუხოდ ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს მაგასთან ურთიერთობები გაწყვიტოს.

10 სექტემბერი 2026, 20:31

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი, მცხეთა, გორი, ქუთაისი - რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები

ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა, პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მედეა ცირამუა

10 სექტემბერი 2026, 20:30

სამართალი

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის შემდეგ: ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გაცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა

ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

10 სექტემბერი 2026, 20:24

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა: ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს, მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.

10 სექტემბერი 2026, 20:19

მსოფლიო

The New York Times: ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

10 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

პარიზის გლობალური სამიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას. ის, რომ საქართველო ამ დისკუსიის ნაწილია, ქართული დელეგაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია.

10 სექტემბერი 2026, 20:07

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ინვესტიციების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ექსპორტისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, ჩინეთში გამართულ CIFTIS-ის გამოფენაზე

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, - განაცხაა ინვესტიციების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

შაკო კუჭაშვილი

10 სექტემბერი 2026, 19:42

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა

რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 19:09

პოლიტიკა

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

10 სექტემბერი 2026, 18:56

მსოფლიო

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.