ეროვნული ბანკი „თიბისის“ საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
ფოტო: Facebook
საქართველოს ეროვნული ბაკი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
სებ-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბანკის საქმიანობა საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვას ემსახურება. მათი განმარტებით, სპეკულაციებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საფინანსო სექტორის რეპუტაცია ზიანდება.
გავრცელებულ განცხადებაში სებ-ი საქმით დაინტერესების პროცესს დეტალურად აღწერს და ჰყვება როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
ეროვნული ბანკი დასძენს, რომ 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება უშუალოდ „თიბისი“ ბანკზე არ ვრცელდება და გატარებული საზედამხედველო ზომები ბანკის მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და ერთი ან ორი პირის მხრიდან საბჭოზე გავლენის კონცენტრაციის თავიდან აცილებას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადება ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 11:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება
ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
The Wall Street Journal: ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს
ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს. The Wall Street Journal-ის ცნობით, კონფლიქტი უკრაინის აჯანყებულთა არმიის (УПА) გარშემო - რომლის წევრებსაც უკრაინაში გმირებად მიიჩნევენ, ხოლო პოლონეთში მასობრივი სიკვდილით დასჯის ორგანიზატორებად - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აუარესებს და რუსეთს მათ შორის ბზარის გასაჩენად ხელსაყრელ საბაბს აძლევს.
27 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ
მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
27 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
27 სექტემბერი 2026, 11:07
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს.
27 სექტემბერი 2026, 11:03
პოლიტიკა
აშშ საელჩო: დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. კორტნი ოსტრიანი, გმირთა მემორიალზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თარიღს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.
27 სექტემბერი 2026, 11:01
საზოგადოება
ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ტრაგიკული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წევრებმა.
27 სექტემბერი 2026, 10:54
მსოფლიო
ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.
27 სექტემბერი 2026, 10:22
მსოფლიო
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის, სანქციებისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ რეფერენდუმი იმართება
შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი იმართება, სადაც მოქალაქეები ორ ინიციატივასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას - ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და სურსათის უსაფრთხოებაზე.
27 სექტემბერი 2026, 10:15
საზოგადოება
დღეს მსოფლიო ტურიზმის დღეა
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
27 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: G20-ის სამიტში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყისი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ G20-ის შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს „სერიოზული მოლაპარაკებების“ დასაწყისი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად.
27 სექტემბერი 2026, 10:11
რეგიონი
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
27 სექტემბერი 2026, 10:06
რეგიონი
დავით კოდუა: მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ
ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში იმყოფებოდნენ.
27 სექტემბერი 2026, 09:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება
კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
27 სექტემბერი 2026, 09:21
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
27 სექტემბერი 2026, 08:57
მსოფლიო
პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.
27 სექტემბერი 2026, 08:05
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.
27 სექტემბერი 2026, 00:47
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა


