imedi /  21 თებერვალი 2019, 15:38 / სანდო წყარო

ხაზარაძე და ჯაფარიძე კერძო დავას განაგრძობენ

მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „თიბისი ბანკმა“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა, ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კერძო დავას გააგრძელებენ. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის, რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში, არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.

„თიბისი ბანკი“ არის ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.

რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში - მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.

მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, „თიბისის“ გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ „თიბისი“ დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და „თიბისი“ განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას“, - წერია განცხადებაში.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

დღესვე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამის განცხადებას ბანკმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ყველა სიახლე

დუმა

24 სექტემბერი 2019, 13:21

მსოფლიო

აშშ-მა რუს პარლამენტარებს ვიზა არ მისცა

მის გარდა ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციის კიდევ რამდენიმე წევრი ვერ მიიღებს. მიზეზად ამერიკული მხარე რუსული დელეგაციის მიერ დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენას ასახელებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და ვაშინგტონს გაერთიანებული ერების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

გონების ძალა

24 სექტემბერი 2019, 13:02

ტექნოლოგიები

Facebook-მა შეიძინა სტარტაპი, რომელიც გონების ძალით კომპიუტერის მართვაზე მუშაობს

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა შეიძინა კომპანია CTRL-Labs-ი - ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც გონების ძალის საშუალებით კომპიუტერის მართვის პროგრამებს ქმნის. Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა სტარტაპი 0,5-1 მილიარდი დოლარი გადაიხადა. მანამდე CTRL-Labs-მა რამდენიმე მსხვილი ინვესტორისგან 67 მილიონი დოლარი მიიღო.

ანდრეი ტიურინი

24 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულმა რუსმა ჰაკერმა დანაშაული აღიარა

საქართველოს მიერ შეერთებული შტატებისთვის გადაცემულმა რუსმა ჰაკერმა ბრალი აღიარა. საქმე ეხება ანდრეი ტიურინს, რომელმაც კიბერთავდასხმები 2012-2015 წლებში განახორციელა. სააგენტოს ინფორმაციით, ტიურინმა შეთქმულებაში მონაწილეობა, თაღლითობა, არალეგალურ ინტერნეტთამაშებში ჩართულობა და კომპიუტერულ ქსელებში შეღწევა აღიარა.

ბორის ჯონსონი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

24 სექტემბერი 2019, 12:54

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთიც ადანაშაულებენ

BBC-ის ინფრომაციით, ქვეყნების პირველმა პირებმა ერთობლივი განცხადება ბორის ჯონსონმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაავრცელეს.„ჩვენთვის ცხადია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია. სხვა ახსნა-განმარტება არ არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე გამოძიებას, რომელიც დეტალებს დაადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი

24 სექტემბერი 2019, 12:35

საქართველო

ევროსაბჭო რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის საქმის განაჩენის შესრულებას შეისწავლის

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შესრულების საკითხს შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის, რუსეთის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 23-25 სექტემბერს განიხილავს.

ბატიაშვილი

24 სექტემბერი 2019, 12:25

საქართველო

მიხეილ ბატიაშვილი: ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

ეკა ბესელია

24 სექტემბერი 2019, 12:18

საქართველო

ბესელია: ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება

ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რადგან ვერ შეძლო სისტემის ისე გამართვა, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი

24 სექტემბერი 2019, 12:06

საქართველო

პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ს ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახლმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

პოლიცია

24 სექტემბერი 2019, 11:38

ძალოვნები

ყოფილი ცოლის მკვლელი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება

კაცი, რომელმაც 48 წლის ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ამ დრომდე საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მკურნალი ექიმის თქმით, ტვინი არ არის დაზიანებული და შესაძლოა კაცი კომიდან გამოვიდეს. რაც შეეხება ოპერაციას, რ.კ-ს თავის არეში ოპერაცია გუშინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე საათი უტარდებოდა.

თამაზ ქოიავა

24 სექტემბერი 2019, 11:25

საქართველო

მოკლული სოსო ქოიავას მამა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

თამაზ ქოიავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. ქოიავა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს, მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

Boeing 737 MAX

24 სექტემბერი 2019, 11:24

მსოფლიო

Boeing-ი ორი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების 346 მსხვერპლის ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ 144 500-დოლარიან კომპენსაციას კომპანიის სპეციალური ფონდიდან, რომლის ოდენობაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

მაიკლ მენდელი

24 სექტემბერი 2019, 10:44

კულტურა

Rick And Morty-ს და The Simpsons-ის პროდიუსერი მაიკლ მენდელი გარდაიცვალა

ცნობილი ანიმაციის პროდიუსერი მაიკლ მენდელი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური გამოცემის ცნობით, მენდელი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. მაიკლ მენდელი ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, ანიმაციური სერიალის Rick And Morty-ს და ასევე მსოფლიოში პოპულარული ანიმაციური სერიალის The Simpsons-ის პროდიუსერი იყო.

საბა ლობჟანიძე

24 სექტემბერი 2019, 10:27

სპორტი

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

ქართველის „რანდერსმა“ მე-10 ტურის შეხვედრაში „ჰორსენსს“ უმასპინძლა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. თავის გამოჩენა კი 22-ე წუთზე შეძლო. ქართველმა ანგარიში გაათანაბრა. რანდერსმა საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა. საბამ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სიდ ჰეიგი

24 სექტემბერი 2019, 10:12

კულტურა

ამერიკელი მსახიობი სიდ ჰეიგი გარდაიცვალა

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უბედური შემთხვევის გამო ჰეიგი საავადმყოფოში მოხვდა. სიდ ჰეიგი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჯეკი ბრაუნი“, „მოკალი ბილი-2“ და „ბრილიანტები სამუდამოდ“.

ტყიბული

24 სექტემბერი 2019, 09:52

საქართველო

ტყიბულში მეშახტეები შახტში ჩავიდნენ და ხელფასების მიღებამდე ამოსვლას არ აპირებენ

დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა: 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ელიზაბეთ რუდი
გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2019, 09:04

საქართველო

გახარიამ აშშ-ს საოკუპაციო ზონასთან მდებარე სოფლებში საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

ტურიზმი

24 სექტემბერი 2019, 08:51

ეკონომიკა

2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.

პარლამენტი

24 სექტემბერი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის 3 კანდიდატს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში გრძელდება. პროცესი დღეს 10:00 საათზე მერაბ გაბინაშვილთან გასაუბრებით დაიწყება, შემდეგ კიდევ ორ მოსამართლეს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს მოუსმენენ. კანონმდებლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას.

ბრიუს სპრინგსტინი

24 სექტემბერი 2019, 08:05

ტაბლოიდი

ბრიუს სპრინგსტინი 70 წლის გახდა

20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელმა მუსიკოსმა იუბილესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც თაყვანისმცემლებს დოკუმენტურ ფილმს „დასავლურ ვარსკვლავებს“ წარუდგენს.

გრეტა ტუნბერგი

24 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. სამიტის გახსნაზე 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა, რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია: