საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძეს უსმენენ
მამუკა ხაზარაძე
ფოტო: IMEDI
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს უსმენენ. ხაზარაძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, რომელიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ იმ ტრანზაქციას ეხება, რის გამოც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ აჟიოტაჟია.
"ჩვენ გვჭირდებოდა თანხა, 17 მილიონის ოდენობით და მის სასესხებლად მივედით ორ ბიზნესმენთან, ერთი არის ავთო წერეთელი და მეორეს არ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი პირია. მათ მივმართეთ, რომ გვჭირდებოდა 17 მილიონი. დაისვა კითხვა თუ რაში გვჭირდებოდა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ J.P. Morgan-მა მოგვცა 60 მილიონი საუკეთესო პირობებით, გარანტია გადახდის არის ეს, გარიგებას ვხურავთ აგვისტოს შუა რიცხვებში და თქვენგან გვჭირდება მოკლევადიანი სესხი, რათა დაირიცხოს ეს თანხა. ავთო წერეთელი ჩემი მეგობარია, პარტნიორი და ვამაყობ მასთან მეგობრობით. არაერთხელ, როცა ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას ვხსნიდი, „ბატა“ იყო ეს თუ „ბაბილონი“, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ვაფასებ, რამეთუ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მგონი ეს ძალიან წაადგება ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია სესხი მისგან და მისი კომპანიისგან და ეს სესხები არასდროს ყოფილა დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“. მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის, რა გაქვს გარანტია, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე 17%-იანი სესხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, "თიბისი ბანკის“არაპროფილური ბიზნესი არ ჰქონია.
"ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ "თიბისი ბანკს“ გაეკეთებინოს ინვესტირება იქ, სადაც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ და არასდროს ჩვენ ასეთი ოპერაცია არ გვიკეთებია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძის თქმით, ის 27 წელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია და საქმიანობა განმარტა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს არ გააჩნიათ, მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საკრედიტო, რისკების ან ნებისმიერ სხვა კომიტეტებში, რომლებიც ბანკში სტრუქტურულ ერთეულადაა ჩამოყალიბებული.
„ჩვენ გვქონდა ორი მცდელობა, პირველი ჩვენ ვნახეთ ინვესტორი სწრაფად, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი „ლეუმი“ ბანკი. საკითხი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი აქციონერი, ორი საერთაშორისო საფინანსო აქციონერიდან, როგორც კი გაგვაჩერეს, მოვიდა წინადადებით, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გაგვეყიდა ბანკი. ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება 10-მა პროცენტიანმა დამფუძნებელმა ეს გააკეთოს, მაგრამ, როცა 2000 წელს ისინი მოვიწვიეთ ჩვენი კორპორატიული კულტურის გასაძლიერებლად, მათ მივეცით ძირითად საკითხებზე ვეტოს უფლება. ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, უნდა გაყიდოთ ბანკი. ჩვენ ვეუბნებით, რომ იქნებ ვიპოვოთ ინვესტორი, რომელიც პირველ ეტაპზე შემოვა, როგორც მინორიტარი, შემდეგ მზად ვართ, საკონტროლო პაკეტი გადავცეთ, მაგრამ მოგვეცით საშუალება, გავაგრძელოთ ბიზნესის კეთება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დოკუმენტალურად დასაბუთებულია და კომიტეტზე წარადგენს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომელიც ხელმოწერილი და სამართლებრივად სავალდებულოა.
„ჩვენ მოვაწერეთ ასეთ დოკუმენტს ხელი „ლეუმი“ ბანკთან, სადაც ისინი შემოდიოდნენ 19.9 პროცენტით, საკმაოდ სერიოზული მულტიპლიკატორზე შევთანხმდით. ამ დოკუმენტის მოწერის შემდეგ, ეს ერთ-ერთი აქციონერი, კიდევ ვიღაცეებთან ერთად, მიემგზავრება ჩვენს გარეშე ისრაელში და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ამას მოჰყვა ის, რომ „ლეუმი“ ბანკმა გვიჩივლა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან სერიოზული თანხა ჰქონდათ დახარჯული და გაოცებული დარჩნენ, რატომ იქნა ეს დოკუმენტი დაბლოკილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სურათი ასეთი იყო: რომ „თიბისი ბანკი“ გაჩერებულია, ეკონომიკა იზრდება, „თიბისი“ პატარავდება და მის ადგილს სხვა იკავებს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში გასულ კვირასაც იყვნენ, თუმცა მაშინ საკომიტეტო მოსმენა ჩაიშალა.
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე აღწერა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა“ - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილები გენერალური ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, კლიმატურ კრიზისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. დღის კულმინაცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა იყო.
22 სექტემბერი 2026, 20:14
მსოფლიო
ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.
22 სექტემბერი 2026, 20:10
მსოფლიო
ერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
22 სექტემბერი 2026, 20:02
მსოფლიო
ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი.
22 სექტემბერი 2026, 19:49
მსოფლიო
ტრამპი: კომუნიზმი ამერიკაში არასდროს მოვა, მაგრამ თავისუფლება კუბაში აუცილებლად მოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კუბაში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ ცდილობს.
22 სექტემბერი 2026, 19:44
მსოფლიო
ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადებშია მოსალოდნელი, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია.
22 სექტემბერი 2026, 19:40
მსოფლიო
ტრამპი: დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, მივაღწიოთ ირანთან შეთანხმებას, რაც მათ საშუალებას მისცემს აღადგინონ და შექმნან ბევრად დიადი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა - თუ სრულად გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა, თანაც სწრაფად
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები, რაც, სავარაუდოდ, შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდება.
22 სექტემბერი 2026, 19:33
მსოფლიო
ტრამპი: ვიდრე სხვები ლაპარაკობდნენ, მე ვმოქმედებდი, ვიდრე სხვები მშვიდობაზე საუბრობდნენ, მე მშვიდობა დავამყარე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიდრე სხვა ლიდერები მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, ის ისეთი ადამიანია, ვინც „მშვიდობა დაამყარა“.
22 სექტემბერი 2026, 19:29
ჯანდაცვა
პედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსის შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ
ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია - ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
22 სექტემბერი 2026, 19:25
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა საფრანგეთის მოთხოვნით სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვი ამოიღო
ევროკავშირი დათანხმდა, სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი - ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის საკითხს დაუკავშირა, რამაც ბრიუსელში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია, - წერს Euronews-ი.
22 სექტემბერი 2026, 19:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა
მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
22 სექტემბერი 2026, 18:57
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი
ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად კიდევ უფრო მეტად თვითკმარი ანუ გვქონდეს ჩვენი საკუთარი მეტი ენერგია საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
22 სექტემბერი 2026, 18:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 18:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის Air China-ს პრეზიდენტს ცუ გუანგძს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გაფართოების, მათ შორის პეკინიდან პირდაპირი ფრენის დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.აღინიშნა, რომ 2025 წელს არაპირდაპირი მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოსა და კუანგჭოუსს, ასევე პეკინს შორის 2024 წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა. ამ მზარდი სტატისტიკისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყების შესაძლებლობას შეისწავლის, ასევე მოხდება შუალედური პუნქტების გავლით საქართველოსა და ჩინეთის დაკავშირებადობის ზრდა.
22 სექტემბერი 2026, 18:43
ეკონომიკა
დავით ნარმანია: არაერთი დაინტერესებული ინვესტორი მოდის მარეგულირებელ კომისიაში, მათ ვაძლევთ განმარტებებს ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით - ისინი უზრუნველყოფილი არიან სწორედ მარეგულირებელი გარემოთი და ეს არის დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ
ზოგადად ქვეყანაში არსებული ლიბერალური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა შეიძლება იზიდავდეს ინვესტორებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში.
22 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს
ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად, ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
22 სექტემბერი 2026, 18:25
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: მხოლოდ სამხედრო ძალას არ შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააფრთხილა მსოფლიო, რომ „ჩვენს სამყაროში ბზარები ფართოვდება“.
22 სექტემბერი 2026, 18:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ებულინგებინათ ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ნამდვილად არ იმსახურებს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო შანტაჟის ენით საუბარს. თუ გინდა მიიღო ამხელა ისტორიის ქვეყანა, რომელმაც თავი გადაირჩინა ისტორიის გზაზე და მოაღწია თავისი ძალიან დიდი გამძლეობით აქამდე, ბუნებრივია, რომ მას არ უნდა ელაპარაკო მუქარის ენით
ნამდვილად ბუნებრივი გზა გვაქვს დასახული ევროპისკენ, ერთიანი ევროპული ოჯახისკენ და ეს გზა მხოლოდ სლოგანებით არ არის გამოხატული. ეს გზა ჩვენ, ჩვენი არსებობის ისტორიის მანძილზე დავადასტურეთ და გარდა ამისა, კონსტიტუციაშია გაწერილი ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 18:10
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა
ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 სექტემბერი 2026, 18:10
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია
გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“.


