imedi /  04 მარტი 2019, 13:50 / სანდო წყარო

ხაზარაძის თქმით, მას მინისტრი გიორგი გახარია დაემუქრა

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს.

'წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ 43- წუთიან მიმართვაში  ქრონოლოგიურად გაიხსენა 2008 წლის მოვლენები და იმ ტრანზაქციის ისტორია, რომლის კანონიერებასაც პროკურატურა სწავლობს. კიდევ ერთხელ ილაპარაკა ორკესტრირებულ შეტევაზე და ამის არგუმენტად დაასახელა ის, რომ  გასულ წელს, ბანკში ერთდროულად ოთხი უწყება შევიდა. 

მისი თქმით, მან და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ორი ხმა ჰქონდათ და ამ ორი ხმით გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ.

"ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს. მისი პრეზიდენტიც და მისი თქვენს მიერ ახლად არჩეული მოადგილის, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. შვიდი წევრი ჰყავს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს და ცხრა წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან ხუთი წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან – ესენი არიან უცხოელები. მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაქვს ორი ხმა, შესაბამისად, ორი ხმით გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. გამოგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე. ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ეს ფული ცოტაა. შევხვდი ეროვნული ბანკის  პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ამ ფულსაც არ გადავიხდიდი, რადგან 11 წლის წინანდელი საქმე არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ მეთქი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარი დაარიცხეს.

"შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს 1 მილიონი ლარი, გამოგზავნეს ჯარიმა და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს „ოთახებში და კულისებში“ ხდება გადაწყვეტილებების მიღება.

„პრაქტიკულად, სიმართლის განცდა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ ეს სადღაც ამოხეთქავდა. ახლა იმის თქმა, რომ ცხრა წლის წინათ უფრო რთული იყო... ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და ხომ უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე? მე გეუბნებით, რომ ქართული ბიზნესი აი, ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი იცი რამდენი აქვთ?! - ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. მე შეცდომა დავუშვი პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი - თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ. მოდით, ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ და გულწრფელად ვილაპარაკოთ“, -განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე შესაძლოა, ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეც გამოიკითხოს - ინფორმაციას მთავარ  პროკურატურაში ადასტურებენ. საგამოძიებო უწყების ცნობით, კითხვებს უპასუხებს ყველა ის ადამიანი, რომელსაც საქმესთან შეხება აქვს, თუმცა თარიღს საზოგადოებას დამატებით აცნობებენ. გამოკითხვაზე ვახტანგ ბუცხრიკიძის დაბარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ „თიბისი ბანკში“. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში გასულ კვირასაც იყვნენ, თუმცა მაშინ საკომიტეტო მოსმენა ჩაიშალა. 

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე აღწერა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 00:57

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:44

სამართალი

ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:39

საზოგადოება

ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება

ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს

ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.

11 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის

ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.