imedi /  11 მარტი 2019, 12:54 / სანდო წყარო

ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტზე პრობლემები ხაზარაძის საქმემდე, 2017 წლიდან დაიწყო

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმის მიერ დაფინანსების მოპოვებაზე პრობლემები მანამდეც იყო, ვიდრე მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვები გაჩნდებოდა. მინისტრის თქმით, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ხელშეკრულების შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მხოლოდ მამუკა ხაზარაძე არ არის,  კონსორციუმში ოთხი ინვესტორია. 

"როდესაც ვსაუბრობთ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობაზე, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გვყავს  ოთხი ინვესტორი, მათ შორის „კონტი ჯგუფი“ იმავე ოდენობის წილით, რასაც ფლობს „თიბისი ჰოლდინგი“.  გვყავს კიდევ ორი ინვესტორი. გარდა ამისა,  დარწმუნებული ვარ, თუ ამ საკითხს ნამდვილად კონსტრუქციულად მივუდგებით, აღნიშნული პროექტის შესრულება, ბუნებრივია, შესაძლებელია. თუმცა, დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ დაფინანსების მოპოვება კონსორციუმის მიერ ვერ მოხერხდა მანამდე, სანამ მამუკა ხაზარაძის მიმართ რამე სახის კითხვები გაჩნდებოდა და გაჟღერდებოდა", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი ანაკლიის პორტის კერძო კომპანიის მიერ აშენება და შესაბამისად, სახელმწიფო არ აპირებდა პროექტში ფინანსურ მონაწილეობას. მისი თქმით, სახელმწიფოს პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყვანის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ასევე, დაახლოებით 60 მილიონი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას, რომლებიც კონსორციუმს უკვე გადაეცა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, აქვს სურვილი, ანაკლიის პროექტი შესრულდეს. მისი განმარტებით, პროექტის შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა ამაზე აქამდე არავინ საუბრობდა, კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სრული დაფინანსების – 600 მილიონი დოლარის მოზიდვა 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2017 წლის ბოლოს ამ ვალდებულების შესრულება გადავადდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც მინისტრმა განაცხადა, არც 2017 და 2018 წლის ბოლოს ვალდებულება არ შესრულებულა და 2018 წლის ბოლოს კიდევ ექვსი თვით გადავადდა.

მისივე თქმით, კონსორციუმს არაერთხელ გადაუვადდა, როგორც დაფინანსების, ისე მშენებლობის დაწყების ვალდებულება.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც უშუალოდ კონსორციუმთან, ასევე ყველა იმ დამფინანსებელთან, ვისაც ამ პროცესში სახელწმიფოს მონაწილეობა სჭირდება.

"ანაკლიის პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება", - განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, მანამ, სანამ “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება.

“არ არის მარტივი კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში 600 მლნ დოლარის მობილიზება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

24 თებერვალი 2024, 16:34

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის შესახებ მელონიმ იტალიურ გამოცემა Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 15:57

სპორტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

ცოტნე ანანიძე

24 თებერვალი 2024, 15:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მიშა სააკაშვილს: ნუ ,„ნავალნობ“ - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ნარატივს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

24 თებერვალი 2024, 15:10

სამართალი

ვახტანგ გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

24 თებერვალი 2024, 15:00

კულტურა

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2024, 14:44

მსოფლიო

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექსპრეზიდენტი უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ - არა

„როდესაც ინიცირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში,

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:08

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

24 თებერვალი 2024, 13:57

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადიდდა მდინარეები, წყლის საფარ ქვეშ მოექცა ათობით საცხოვრებელი სახლი.

24 თებერვალი 2024, 13:32

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2024, 13:30

რეგიონი

გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა.

24 თებერვალი 2024, 13:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ომარ ბაკურაძეს, ლეიტენანტ ემილ ფოჩხუას, უფროს სერჟანტ გიორგი ალავერდაშვილს, უმცროს სერჟანტ მალხაზ თარხნიშვილსა და კაპრალ მურთაზ ედიშერაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

24 თებერვალი 2024, 12:59

მსოფლიო

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან, ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას მაშველებთან ერთად არმია და ავიაცია ცდილობს.

ინდოეთის ბაზრობა

24 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე „Satte 2024“ ეცნობიან

რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

მესტია

24 თებერვალი 2024, 12:38

რეგიონი

მესტია გემოფესტს მასპინძლობს

დღეს და ხვალ გურმანების შეხვედრის მთავარი ადგილი მესტიაა. წლის ყველაზე გემრიელი ფესტივალი სტარტს რამდენიმე საათში აიღებს და სტუმრებს რეგიონის ტრადიციულ კერძებს და მათ თანამედროვე ნაირ სახეობებს გააცნობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 თებერვალი 2024, 12:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გურამ მაჭარაშვილი

24 თებერვალი 2024, 12:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სასამართლო რეფორმის ოპოზიციურ ვერსიაზე: შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო, მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას საელჩოების მეშვეობით

მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ სასამართლოს რეფორმის ფორმაზე. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს გეგმა თავისი შინაარსით კოლონიალურია და ის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესუსტებისკენაა მიმართული.

ძლიერი ქარის ამინდი

24 თებერვალი 2024, 12:10

საზოგადოება

28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

ოსამა ჰამდანი

24 თებერვალი 2024, 12:00

მსოფლიო

„ჰამასმა“ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას „ჰამასი“ გამოეხმაურა და მას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა.

24 თებერვალი 2024, 11:49

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „X“ - ზე გამოქვეყნდა.