imedi /  22 ოქტომბერი 2019, 21:03 / სანდო წყარო

ვიცეპრემიერი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატებს პასუხობენ

ანაკლიის პროექტი

მაია ცქიტიშვილი

„პოლიტიკური სანახაობა არც მთავრობას და არც ანაკლიიის განვითარების კონსორციუმს სჭირდება. მხარეები მზად არიან საქმიანი შეხვედრისთვის“, - ასე უპასუხეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს, რომლებიც მათ პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ. 

„ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოვძებნოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის.. ჩვენ თუ მივალთ [პარლამენტში] ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს საქმიან გარემოში და საქმიან ვითარებაში მივაწოდოთ ის მნიშვნელოვანია ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. 

პორტის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მხარეები პარლამენტში მიიწვიეს. დეპუტატების აზრით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს.

ყოფილი თანაგუნდელების პათოსს მმართველ გუნდში არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრის აუცილებლობა წლის ბოლოს იქნება.

21 ოქტომბერს „ანაკლიის კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა

15 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და კონსორციუმის ორმა უცხოელმა წევრმა ბრიფინგი გამართეს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“  დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე, ცოტა ხნის წინ, ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმა“ დატოვა. ამ ეტაპზე, კონსორციუმი, ინვესტორებთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკებას ართავს.

რას აპირებდა მთავრობა, თუკი „ანაკლიის კონსორციუმი“ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს - ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2024, 18:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო არის შუა დერეფანი, ამ შუა დერეფანზე საუბრობს ჩინეთი და ამერიკა

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება შესაძლებელი იქნება

უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე შესაძლებელი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად და პრაქტიკულად უფრო ხელშესახები გახდეს საქართველოსთვის

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მეტი გვინდა და არ გვაკმაყოფილებს დღეს არსებული ვითარება, ამიტომაც იყო, რომ ირაკლი კობახიძემ ელჩთან შეხვედრაზე სწორედ ის ვითარება აღწერა, რაც დღეს არსებობს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და ნატო-სა და ევროკავშირში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 17:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მომზადდება

კითხვაზე, გაუქმდება თუ არა შეთავაზებები დაახლოებით, იმ 350 ექიმისთვის, რომელთაც კომპენსაციაზე ხელი აქვს მოწერილი, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კონკრეტულად დეტალები შეჯერდება და „უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: მშენებლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას - მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის

რესპუბლიკური საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება შენობის მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს არ უკავშირდება შენობის მდგრადობას.​ მარტივად რომ ვთქვათ, შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 17:22

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას ახალი შენობა სჭირდება, რასაც ყველა იზიარებს. აქედან გამომდინარე, ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება უახლოესი წლების განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

24 თებერვალი 2024, 17:15

რეგიონი

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

ჯორჯია მელონი

24 თებერვალი 2024, 16:34

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის შესახებ მელონიმ იტალიურ გამოცემა Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 15:57

სპორტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

ცოტნე ანანიძე

24 თებერვალი 2024, 15:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მიშა სააკაშვილს: ნუ ,„ნავალნობ“ - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ნარატივს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

24 თებერვალი 2024, 15:10

სამართალი

ვახტანგ გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

24 თებერვალი 2024, 15:00

კულტურა

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2024, 14:44

მსოფლიო

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექსპრეზიდენტი უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ - არა

„როდესაც ინიცირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში,

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:08

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

24 თებერვალი 2024, 13:57

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადიდდა მდინარეები, წყლის საფარ ქვეშ მოექცა ათობით საცხოვრებელი სახლი.

24 თებერვალი 2024, 13:32

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2024, 13:30

რეგიონი

გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა.