imedi /  11 მარტი 2019, 18:34 / სანდო წყარო

უცხოელი ინვესტორებისთვის ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენა გამარტივდა

საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) საშუალებით ფასიანი ქაღალდების შენახვა და ანგარიშსწორება სახელმწიფო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ. დღეს, ამ სისტემით ქართული კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქცია, პირველად განხორციელდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, ქლიარსთრიმი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებს ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოსახერხებელი და უსაფრთხო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
 
უცხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების შეძენას საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ. საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარები და გლობალური ქასთოდიანები ამ პროცესს ინვესტორებისთვის საგრძნობლად ამარტივებენ. მათ საქართველოში ერთჯერადად თავად გაიარეს ეს პროცედურა, შეისწავლეს ქართული ბაზარი, კანონმდებლობა, რეგულაციები, გააფორმეს ხელშეკრულება ერთ-ერთ ქართულ ბანკთან მომსახურების თაობაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოაწყვეს. 

შედეგად, მათ ათასობით კლიენტს, რომელთაც ანგარიში გახსნილი აქვთ სხვა რომელიმე უცხოური ვალუტით, მაგალითად აშშ დოლარით ან ევროთი, მარტივად შეუძლიათ ამ ანგარიშს ქართული ლარის ქვეანგარიში დაამატონ და შემდგომ ამ ანგარიშის გამოყენებით შეიძინონ და შეინახონ ქართული ფასიანი ქაღალდები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ პროცედურების გავლა ინვესტორებს საკუთარი ძალებით გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ და ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, საქართველოში ინვესტირებისგან თავს შეიკავებდა. ამის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორების ქართულ ფინანსურ ბაზარზე წვდომისათვის საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარების და ქასთოდიანების მუშაობა მნიშვნელოვანი მოვლენაა.

თავის მხრივ, ეს ქართულ კომპანიებს საინვესტიციო რესურსების უცხოეთიდან მოზიდვას უადვილებს. ზემოაღნიშნული ტრანზაქცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები მათთვის ღიაა და რეფორმებს, რომელთა მიზანი ქართული ფინანსური ბაზრების უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოდ გადაქცევაა, კონკრეტული შედეგები მოაქვს. 

ქლიარსთრიმი, რომლის სათავო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე, 45-წლიანი გამოცდილების საფინანსო დაწესებულებაა. კომპანია  გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დღეისათვის 56 ქვეყნის ბაზარს მოიცავს, მათ რიცხვს 2016 წლის იანვარში საქართველოც შეუერთდა. ქლიარსთრიმს მსოფლიოს 110 ქვეყანაში 2 500-მდე კლიენტი ჰყავს.

ყველა სიახლე

ჰაკერები

25 მაისი 2019, 15:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდიდან მილიონობით ფინანსური ინფორმაცია გასაჯაროვდა

First American Financial-ის გასაჯაროებულ პირად ინფორმაციაში მოხვდა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, მძღოლების მართვის მოწმობის სურათები და საგადასახადო ჩანაწერები. კომპანიის ისტორიაში ეს კიბერშეტევა ყველაზე ფართომასშტაბიანია.

ცაიშის მონაკვეთი

25 მაისი 2019, 15:06

ძალოვნები

ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანებამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა

ზუგდიდი-თბილისის მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამის მიზეზი სტიქია გახდა. ცაიშის მონაკვეთთან ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

25 მაისი 2019, 15:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი იაპონიას ეწვია

დონალდ ტრამპი ტოკიოს ოფიციალური, 4-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერი შეხვდება იაპონიის ახალ იმპერატორს, პრემიერმინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. ამასთან, დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკულ სამხედრო ბაზაზეც.

25 მაისი 2019, 14:57

ვიდეო

ტოჩინოშინი ისევ ოძეკია

ეკატერინე ჩხარტიშვილი

25 მაისი 2019, 14:55

საქართველო

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი 4 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ პაციენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

25 მაისი 2019, 14:44

საქართველო

დავით გარეჯში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. დეკანოზი ანდერა ჯაღმაიძე წერს, რომ ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი

25 მაისი 2019, 14:39

საქართველო

ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

40-მდე მეშახტე ჭიათურელ მაღაროელებს შეუერთდა. მათი თქმით, მძიმე სამუშაოზე დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეებს ზესტაფონის მცხოვრებლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

25 მაისი 2019, 14:24

ძალოვნები

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 4 წლამდე ბავშვი გადავარდა და გადარჩა

დღესვე თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

მოქანდაკეების ბლიც-სიმპოზიუმი

25 მაისი 2019, 14:07

კულტურა

გურჯაანში მოქანდაკეების სიმპოზიუმი იმართება

სპეციალისტებმა ქვაზე მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყეს და ორშაბათამდე უნდა დაასრულონ. სწორედ 27 მაისს გაიხსნება გამოფენა, რომლის ნახვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ცნობილია, რომ დასრულებული ფიგურები კოშკის უბნის გარდა, შესაძლოა ქალაქის სხვადასხვა ადგილზეც დაიდგას.

25 მაისი 2019, 13:49

ძალოვნები

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ევერესტი

25 მაისი 2019, 13:24

მსოფლიო

ევერესტზე ბრიტანელი მთამსვლელი დაიღუპა

გამოცემის ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა. მანამდე, 24 მაისს ერთი ირლანდიელი დაიღუპა. მიმდინარე სეზონზე ევერესტმა მთლიანობაში 10 მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზაფხულზე 381 ნებართვის გაცემის გამო ნეპალს აკრიტიკებენ. ამ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000 არის.

კახა კალაძე

25 მაისი 2019, 13:00

საქართველო

კალაძე შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების ჩამოხსნას განმარტავს

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის ოლქში მათი კანდიდატის შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერები გააკრეს, თუმცა დღეს დილით ჩამოხსნილი დახვდათ.

ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუ

25 მაისი 2019, 12:56

სპორტი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი და სუმოში ყველაზე მაღალი წოდების მქონე მეტოქეს იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. დღესვე კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა გაგამურუმ ჯიუროს მე-10 ნომერ ცურიგიშოსთან დათმო ბრძოლა. თეიმურა ჯუღელს 8 მოგება და 6 მარცხი აქვს.

აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელი

25 მაისი 2019, 12:20

მსოფლიო

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა მოსამართლემ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყენება დროებით დაბლოკა. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს.

25 მაისი 2019, 12:06

საქართველო

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ავტომობილები დაზიანდა

ძლიერი ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმში. მშენებარე ობიექტებიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომობილები დააზიანა. დაშავებულზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ ქარმა წააქია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს გადახადა სახურავი.

პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია

25 მაისი 2019, 11:43

საქართველო

თბილისში პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია იმართება

კონფერენციაში სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობს. ისინი სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს გაეცნენ და კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ღონისძიებას თბილისი მერვედ მასპინძლობს.

25 მაისი 2019, 11:41

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომუნიკაციების კომისია „სამაუწყებლო შემოსავლების ანალიზის შედეგად, აცხადებს, რომ სამაუწყებლო ბაზარი სტაბილურია. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო მაუწყებლებმა 12,686,428.19 ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 11,789,995.20 ლარი იყო.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2019, 11:24

საქართველო

ანდრია ჯაღმაიძე: აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. „შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური“.

ფეხბურთელების დაპირისპირება

25 მაისი 2019, 11:15

სპორტი

ეროვნული ლიგის მატჩისას ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მატჩის 61-ე წუთზე მოთამაშეებს შორის დაწყებული ხელჩართული ჩხუბი 4 წითელი ბარათით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ვილი ისიანი, დავით თარგამაძე, ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი გააძევა. გუნდებმა შეხვედრა 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 11:09

მსოფლიო

ტრამპი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ $8 მილიარდიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს

ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კონგრესის კომიტეტებს უკვე აცნობა. დემოკრატები პრეზიდენტს კონგრესის იგნორირებაში ადანაშაულებენ, რადგან იარაღით ვაჭრობას ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იარაღის მიყიდვა საჭიროა, რადგან ირანის მიერ შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო შეერთებული შტატების პარტნიორებისთვის რისკები იზრდება.