ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. მთავარი აქცენტი კვლავაც პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და სასაზღვრო ზონებში კონტროლის გაძლიერებაზე გაკეთდა.
მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იგეგმება პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერება და დამატებითი მარაგების შესყიდვა.
„იგეგმება თერმული სკრინინგის გაძლიერება, კონტაქტების კიდევ უფრო დეტალურად გამოკვლევა და მაღალი რისკის პირების იდენტიფიკაცია. ნებისმიერი ადამიანი, მოგზაური, რომელსაც ექნება მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის რეგიონებიდან, ასევე ტემპერატურის მომატება გადამისამართდება ინფექციურ საავადმყოფოში, ეს სტანდარტული პროცედურაა და რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ასევე, შევაფასეთ არსებული მარაგების რაოდენობა და დაიგეგმა დამატებით მარაგების შესყიდვა, რათა სრულად იყოს ეკიპირებული ყველა ის სამსახური, ვინც მონაწილეობს უშუალოდ სამედიცინო სერვისის მიწოდებაში ან აქვს პაციენტთან უშუალო კონტაქტი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების მზაობას, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სამსახურების მეტად გააქტიურება და მათთან ინსტრუქტაჟის გაძლიერება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ პაციენტი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. მისი წევრები კი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელები არიან.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მათი ბრიგადები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა მობილიზებული
„ყველა სასაზღვრო პუნქტზე საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტებზე აბსოლუტურად ყველგან მობილიზებულია ჩვენი ბრიგადები. მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის სკრინინგი რომლებიც ჩაითვლებიან საეჭვოდ და ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში. ყველა ბრიგადა არის მზად იმისთვის, რომ საზღვრიდანვე მოახდინონ დროული ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებაში, ეს იქნება ინფექციური საავადმყოფო თუ საკარანტინო ტერიტორია“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.


