imedi /  06 მარტი 2020, 09:32 / სანდო წყარო

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანია ინფიცირებული

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის 5 შემთხვევა 5 მარტს დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ხუთივე ახალი პაციენტი იტალიიდან კვირას ჩამოფრინდა და მათი შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებული, ძირითადად ოჯახური შემთხვევებია და კავშირი აქვს იტალიიდან ჩამოსულ კაცთან, რომელსაც კორონავირუსი 5 მარტს, დილით დაუდგინდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხუთივე პაციენტთან კონტაქტში მყოფთა კვლევა. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-45.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ირაკლი ლექვინაძე

02 ივლისი 2026, 23:26

ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი

პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, პორტალზე ამ ეტაპზე 13 საბაზისო პროდუქტია განთავსებული.

02 ივლისი 2026, 23:12

მსოფლიო

კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

დავით ქართველიშვილი

02 ივლისი 2026, 23:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, ამ ქალს არც სამშობლო აქვს და არც ქართველობისა სცხია რაიმე

ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას მიერ თბილისში, აშშ-ის საელჩოში მოწყობილ პროვოკაციაზე.

02 ივლისი 2026, 21:53

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

02 ივლისი 2026, 21:49

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება ამერიკელებზე არ ვრცელდება

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტს, მოსამართლე ტომოკო აკანეს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებას არ აღიარებს.

გურამ მაჭარაშვილი

02 ივლისი 2026, 21:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებული ნაციონალური მოძრაობის ხელწერის გაგრძელებაა.

გურამ მაჭარაშვილი

02 ივლისი 2026, 21:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ ვიქნებით ყურმოჭრილი მონები

საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ: ევროკავშირში თუ შემოხვალ იქნები ყურმოჭრილი მონა, ჩაგატარებინებ გეი აღლუმებს, ომსაც დაგაწყებინებ თუ მომინდა და ეკონომიკურ სანქციებსაც დაგიწესებთ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

02 ივლისი 2026, 21:30

მსოფლიო

ვენესუელაში, მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 წლის მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

43 წლის ერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ქალაქ ლა-გუაირაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად სავაჭრო ცენტრის Galerías Playa Grande-ს სარდაფში მოყვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

ზელენსკი რუსეთის მასირებულ თავდასხმაზე: მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით

დღევანდელი მასირებული თავდასხმა კიევზე არის პუტინის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც სექტემბრის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება. თუმცა, მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თინა ბოკუჩავა

02 ივლისი 2026, 21:00

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი

მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.

02 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

„ქრონიკის“ სიუჟეტი 67-ე ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდის შესახებ

ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ფარგლებში დაგმო. ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე გამოწვევებთან ერთად.

მიხეილ სააკაშვილი

02 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსი „ნაციონალური მოძრაობის“ მსჯავრდებული ლიდერის წინააღმდეგ და ცვლილებები სააკაშვილის რეფორმაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ იმას განიხილავენ, ვინ რა თანხა უნდა გაიღოს და რა უფლების სანაცვლოდ.

02 ივლისი 2026, 20:40

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას ​Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს.

რასა იუკნევიჩიენე

02 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

უცვლელი რიტორიკა უცვლელი ავტორებით - ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკა საქართველოს, რომელიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეფუძნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტი საქართველოს ისევ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე დაყრდნობით და ამჯერად ე.წ. ქარდებით აკრიტიკებს.

02 ივლისი 2026, 20:36

საზოგადოება

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

02 ივლისი 2026, 20:33

სამართალი

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება კანონით ისჯება - 170 სავარაუდო სამართალდარღვევა და სასამართლოებში შეტანილი 150 საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის გამოყენება და ადამიანის შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლო პროცესები დღესაც შედგა.

02 ივლისი 2026, 20:23

საზოგადოება

ახალი ეტაპი 43 ათასზე მეტი აბიტურიენტისთვის. დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირველი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. ბოლო სესია 22 ივლისს ფიზიკაში ჩატარდება.

02 ივლისი 2026, 20:16

მსოფლიო

POLITICO: გამოკითხვის თანახმად, ევროპელებს ეჭვი ეპარებათ, რომ საკუთარი ძალებით თავდაცვა შეუძლიათ

ევროპელებს სულ უფრო მეტად სურთ, თავდაცვის საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავზე და არა აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა, POLITICO-სთვის გაზიარებული ახალი კვლევის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, არის თუ არა ეს შესაძლებელი.

02 ივლისი 2026, 19:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ

გარდა ამისა, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

02 ივლისი 2026, 19:14

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.