რა ტიპის ტესტებით ამოწმებენ საქართველოში პაციენტებს კორონავირუსზე
ფოტო: Shutterstock.com
რა ტიპის ტესტებით ამოწმებენ საქართველოში პაციენტებს კორონავირუსზე და რით განსხვავდება ე.წ. სწრაფი ტესტები მოლეკულური ტესტირებისგან - ამ საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის დღეს მსოფლიოში სამი ტიპის მეთოდოლოგია არსებობს. ერთი არის PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მოლეკულური ტესტირება, როდესაც ვირუსის აღმოჩენა ცხვირ-ხახის ნაცხში, სისხლში, ფეკალიებში ხდება. ეს არის რესპირაციული ვირუსების დიაგნოსტირების ე.წ. ოქროს სტანდარტი. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ვირუსი. ამ მეთოდს ვიყენებთ საქართველოში ლუგარის ცენტრში და კიდევ რამდენიმე ლაბორატორიაში. როდესაც ეს ტესტი იძლევა დადებით შედეგს, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანს ეს ინფექცია აქვს. ძალიან მაღალი დატვირთვისას ლუგარის ლაბორატორიაში თავისუფლად შეგვიძლია დღეში 400 ასეთი ტესტი ჩავატაროთ. 200-300 ტესტის ჩატარება შეუძლია თბილისის ინფექციურ ლაბორატორიას. ყველაზე დიდი დრო აქ სინჯის აღებას მიაქვს, ამას სჭირდება ტანსაცმლის გამოცვლა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ. რამდენიმე დღის წინ FDA-მ ნებართვა გასცა ისეთ PCR ტესტებზე, სადაც დიაგნოსტირების დრო 45 წუთამდე მცირდება. ეს არის კარტრიჯებზე დამყარებული ტექნოლოგია, რომელსაც საქართველოში ფართოდ ვიყენებთ C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ქვეყანაში დაახლოებით 50 ასეთი აპარატი აქვს. თუ ჩვენ მალე მივიღებთ ასეთ ტესტებს, ე.წ. ოქროს სტანდარტით დიაგნოზის დასმის დრო 45 წუთამდე შემცირდება.
რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, არსებობს 2 ტიპის სწრაფი ტესტი. ერთი არის ანტისხეულის სისხლში აღმოჩენაზე დაფუძნებული ტესტი, სადაც ჩვენ ვეძებთ 2 ტიპის ანტისხულს, ესენია იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი E. როდესაც ორგანიზმში შედის ინფექცია, ადამიანის ორგანიზმი ამის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულს. თუ ეს არის ანტისხეული იმუნოგლობულინი M, ეს ნიშნავს დაავადების მძიმე, მწვავე ფაზას. კორონავირუსის შემთხვევაში იმუნოგლობულინი M ჩნდება დაინფიცირების მე-5, მე-7 დღეს. შესაბამისად, ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი ვერ იჭერს კორონავირუსს პირველ დღეებში, მაგრამ თუ გაჩნდა იმუნოგლობულინი G, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ინფექცია გადატანილი აქვს. ეს ანტისხეული ორგანიზმში დიდხანს რჩება.
არსებობს კიდევ ერთი ტიპის სწრაფი ტესტი - ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი. ხდება ცხვირ-ხახის ნაცხის აღება და 15 წუთში მზად არის პასუხი, არის თუ არა ცხვირ-ხახაში ვირუსის ანტიგენი. თუმცა, მისი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არის 80-85 პროცენტის ფარგლებში. ის ტესტები, რაც შეკვეთილი გვქონდა და შემდეგ სხვა ქვეყნებმა დაიწუნეს, სწორედ ანტიგენზე იყო დამყარებული. ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ჩვენებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი დადებით შედეგს იძლევა, ის უმეტეს შემთხვევაში მოლეკულურად უნდა გადამოწმდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 19:14
მსოფლიო
POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.
31 აგვისტო 2026, 19:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.
31 აგვისტო 2026, 18:53
მსოფლიო
ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
31 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
31 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია
ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 აგვისტო 2026, 17:45
პოლიტიკა
Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


