გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, თითქოს სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
თუ ხვალ იქნება აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. ან თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ, აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვპასუხობდე, ისე როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სწრაფი ტესტების შესახებ დასმული შეკითხვის ავტორს განუცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობაა და მისი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ძირითადი ვალდებულება მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვაა და არა პოპულისტურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
„კრიზისის პერიოდში, როდესაც აბსოლუტურად რთულად პროგნოზირებადი კრიზისია, პოპულიზმი ყველაზე დიდი რისკია და პოპულიზმის ფასი, არაპოლიტიკური დივიდენდებია, როგორც ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს ჰგონია, არამედ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.
როდესაც მეკითხებით სწრაფი ტესტების შესახებ მე, მთავრობის ხელმღვანელს, მაშინ როდესაც მილიონჯერ გქონდათ შესაძლებლობა, ეს კითხვები დაგესვათ შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის და ვიცი, რომ ჰკითხეთ და ისიც ვიცი, მათ რა გიპასუხეს და ამ კითხვას რომ რამდენჯერმე იმეორებთ, ჩემთვის ესეც პოპულიზმია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება კონკრეტული გეგმის მიხედვით მიდის, სადაც სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვს.
„დღეს გეტყვით, რომ სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ მათ თავისი ფუნქცია აქვთ და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად, აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა.
არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევაში სწრაფი ტესტები დღეს ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო იცით სად არის, იმ სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 18:44
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შეზღუდვების ვარიანტებს გასაწვევი ასაკის იმ უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან
იმ ცვლილებების ფონზე, რომლებსაც ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ამზადებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შეზღუდვების ვარიანტებს გასაწვევი ასაკის იმ უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან. ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ევროკავშირში უკრაინელების საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.
19 მაისი 2026, 18:44
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ შესაბამისი მატარებლებით, ბაქო-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება რეისები
გუშინ ისტორიული დღე გვქონდა, შესაბამისი საეტაპო ხელშეკრულებები გაფორმდა, მხარეებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას.
19 მაისი 2026, 18:30
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე: დარწმუნებულები ვართ, მალე მილსადენი სრულად დაიტვირთება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს და შეასრულოს როლი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირების განახლებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
19 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
კატარი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მოსაზღვრე არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეაფერხოს ნაოსნობა.
19 მაისი 2026, 18:15
მსოფლიო
EURACTIV: ბრიუსელმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ
ბრიუსელმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ და გააფრთხილა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ გაზრდის მოსკოვის ფინანსურ შემოსავლებს ირანის ომის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 18:12
სამართალი
ბექა ძამაშვილი: სოცქსელი კარგი საშუალებაა, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, თუ ფორმა არასწორია, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები მომატებულია. ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
„შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად გაამართლა საქართველოში ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, იმ კუთხით, რომ ნამდვილად ძალიან მკაცრი რეგულირება სჭირდება ამ საკითხს, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ აქ საუბარი არ არის რაიმე კრიტიკული აზრის შეზღუდვაზე. პირიქით, გავლებულია ზღვარი, თუ რა არის კრიტიკა და რა არის თავდასხმა, შეურაცხყოფა, ბულინგი. სწორედ ამ ორი ფორმის გამიჯვნაზეა საუბარი. ეს ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს იმას, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება და პირდაპირ წერია დღევანდელ გადაწყვეტილებაში, რომ კანონი, რომელიც მოქმედებდა მაშინ და რომელიც მოქმედებს დღეს და რომელზეც დაყრდნობით უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, ისიც შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“, - განაცხადა ძამაშვილმა.
19 მაისი 2026, 18:08
პოლიტიკა
პარლამენტის წევრები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
19 მაისი 2026, 18:07
სამართალი
ძამაშვილი საიას განცხადებაზე: რა მნიშვნელობა აქვს 2023 წელს შევიდა თუ არა საჩივარი - დღეს ამბობს ევროპული სასამართლო, რომ გამოხატვის ასეთი ფორმა არის მიუღებელი
არ აქვს მნიშვნელობა საჩივარი როდის გაიგზავნა, მთავარია ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა წელს, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საიას გამოხმაურება სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“. ბექა ძამაშვილის თქმით, საიას არგუმენტი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წლის კონტექსტში, როდესაც საქმე სასამართლოში გაიგზავნა, ლოგიკას მოკლებულია.
19 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული საქმე, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფს, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას
ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება ეს სტანდარტი დადგენილი, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობით ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
19 მაისი 2026, 18:03
საზოგადოება
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე, ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
19 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს
„ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან, შეურაცხმყოფებისგან, რადგან საჯარო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდ გარემოში საკუთარი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ძამაშვილმა.
19 მაისი 2026, 17:51
მსოფლიო
პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი აცხადებს, რომ ის დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს - ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო
პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მის ქმედებებს კომუნისტურს უწოდებს.
19 მაისი 2026, 17:42
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა. ამ თარიღის ფარგლებში, KIU-სა და სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
19 მაისი 2026, 17:34
მსოფლიო
კვლევა: გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 3/4 სრულ განაკვეთზე მომუშავე მშობლების ოჯახში ცხოვრობს
გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 3/4 სრულ განაკვეთზე მომუშავე მშობლების ოჯახში ცხოვრობს. კვლევას საჯარო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.
19 მაისი 2026, 17:29
საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც გვაქვს. ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ მხარდაჭერას
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა. დაისახა გეგმა, რომ პატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებით და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
19 მაისი 2026, 17:26
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაზრდილ ვაჭრობას ეხმიანება.
19 მაისი 2026, 17:18
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე (UNSDCF 2026–2030), რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და დამტკიცდა ორწლიანი სამუშაო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია განათლების მიმართულებას.
19 მაისი 2026, 17:16
მსოფლიო
Reuters: ესპანეთის ყოფილი პრემიერის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო
ესპანეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 17:10
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგოდ ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს
მაისში მოსული უხვი ნალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 17:05
რეგიონი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გახსნის ცერემონიას დაესწრნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აფხაზეთის ა/რ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოების წარმომადგენლები, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.


