09 აპრილი 2020, 18:57 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ გადავრჩით

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმის, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.

„ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმისი, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ.

გონივრული ნაბიჯები ჩვენი ექიმების მხრიდან, ჩვენი მთავრობის მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები, თვითშეგნება, რომელიც გამოჩენილი იყო მთელი საზოგადოების მიერ - ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ჯერ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ დასრულებულა. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ. არ ვართ ჯერ გადარჩენილი. ეს მოითხოვს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ჯერ კიდევ სახლში დავრჩეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ და ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო საქართველოს კულტურისა და ღირებულებების დამახასიათებელი თვისება და საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი სოლიდარობა კიდევ დასჭირდება, ვინაიდან, წინ დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეებია.

„საზოგადოებამ გამოიჩინა, ჩვენმა კერძო სექტორმა გამოიჩინა, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინა სოლიდარობა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე გავრცელდა ყველა საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს.

გამოვიჩინეთ სოლიდარობა ემიგრანტების მიმართ, როდესაც ვაბრუნებთ მათ. ეს არის ის საიდუმლო იარაღი, რაც საქართველოს გააჩნია.

ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს.

კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა იმიტომ, რომ ამ დიდ კრიზისს კიდევ მოყვება ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეები. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდეგ ეტაპსაც ერთიანად დავხვდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 12:04

რეგიონი

იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 11:42

კულტურა

„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.

28 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

დავით სონღულაშვილი

28 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

ლარი

28 ივლისი 2026, 11:01

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

28 ივლისი 2026, 10:53

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

28 ივლისი 2026, 10:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 10:48

ტექნოლოგიები

WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.

28 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივლისი 2026, 10:45

მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

28 ივლისი 2026, 10:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ

„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.

28 ივლისი 2026, 10:40

ჯანდაცვა

საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:38

რეგიონი

საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა

პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.

28 ივლისი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს

ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.

28 ივლისი 2026, 09:53

მსოფლიო

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.

28 ივლისი 2026, 09:49

მსოფლიო

ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.

ოლექსანდრ ბანკოვი

28 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:42

მსოფლიო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის წარმოებს ემუქრება.