imedi /  12 აპრილი 2020, 10:11 / სანდო წყარო

დღეს ბერლინი-თბილისის რეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს, 12 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნულ რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით საკოორიდნაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსი 242 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 60 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 18:39

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2026, 18:37

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი 2011 წლის 26 მაისზე: სამწუხაროდ ეს დღე აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ შებღალვა, შეურაცხყოფის მიყენება 26 მაისის დიადი თარიღისთვის იმ ქმედებით, რაც მათ ჩაიდინეს არაადამიანური სისასტიკით

სამწუხაროდ ეს დღე აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ შებღალვა, შეურაცხყოფის მიყენება 26 მაისის დიადი თარიღისთვის იმ ქმედებით, რაც მათ ჩაიდინეს არაადამიანური სისასტიკით, - განაცხადა გადაცემაში დღის ქრონიკა ფილოსოფოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას.

26 მაისი 2026, 18:36

რეგიონი

ბოლნისის სიონში წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა

ბოლნისის სიონში, წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

26 მაისი 2026, 18:31

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარკო რუბიო

26 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასასრულებლად შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, „კიდევ რამდენიმე დღე“ გახდეს საჭირო.

გიორგი ვოლსკი

26 მაისი 2026, 18:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ

პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალებთან დაკავშირებით.

26 მაისი 2026, 18:14

მსოფლიო

Der Spiegel: აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი

აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

26 მაისი 2026, 18:12

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე: ჩვენ მომავალს თანამშრომლობაში ვხედავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა თუ საქართველოს, არამედ კაცობრიობას არ უწერია გადარჩენა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული ურთიერთობები განახლდება.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დამთმობი დღეს არავინ არის - არც ხალხი, არც ხელისუფლება

„დღეს სხვა ვითარებაა. ამ საკითხი ხელისუფლება და ხალხი აბსოლუტურად ერთიანია. რაც შეეხება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, არავინ ამის დამთმობი დღეს არ არის და ეს აშკარად ჩანს. არც ხალხი, არც ხელისუფლება ამას არ დათმობს“, - აცხადებს ბათიაშვილი.

26 მაისი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არათუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის

2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკას“.

26 მაისი 2026, 17:52

მსოფლიო

ირანში ინტერნეტი 88-დღიანი გათიშვის შემდეგ ჩაირთო

ირანში ინტერნეტთან წვდომა ეტაპობრივად აღდგა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

26 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს

თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და 26 მაისი რასთან ასოცირდება კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალასთან, რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

26 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე: განსაკუთრებით მტკივნეულია დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ სისხლიან ღამეს, რომლის მომსწრეც გახდა მთელი ჩვენი საზოგადოება

განსაკუთრებით მტკივნეულია დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ სისხლიან ღამეს, რომლის მომსწრეც გახდა მთელი ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა 2011 წლის 26 მაისი დარბევის შესახებ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

პეტრ პაველი

26 მაისი 2026, 17:39

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემის შესახებ 18-დან 9 ქვეყანამ დატოვა

ჩეხეთის მიერ დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის მსხვილკალიბრიანი ჭურვების გადაცემას გულისხმობდა, 18 ქვეყნიდან ცხრამ უკვე დატოვა, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტერ პაველმა Financial Times-თან ინტერვიუში.

გენო პეტრიაშვილი

26 მაისი 2026, 17:33

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი: მინდა მივულოცო ჩვენს ერს და საზოგადოებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე და ვისურვო, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცხოვრონ თავისუფალ, ერთიან საქართველოში

მინდა თითოეულ მივულოცო ჩვენს ერს და საზოგადოებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე და ვისურვო, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცხოვრონ თავისუფალ, ერთიან საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა, გენო პეტრიაშვილმა.

26 მაისი 2026, 17:27

საზოგადოება

26 მაისს GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი

სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდა სტუმრებს. მრავალფეროვანი აქტივობები მოიცავდა 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნა 3D მოდელები და ადგილზე იყო ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდა ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეებმა 3D პრინტერზე დაბეჭდილი 26 მაისის თემატიკის სუვენირებიც მიიღეს საჩუქრად.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში, შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში

ვის უნდა გააგონოთ ხმა თქვე უდღეურებო? - ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 მაისი 2026, 17:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილი

26 მაისი 2026, 17:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

26 მაისი 2026, 17:14

საზოგადოება

მთელი ქვეყნის მასშტაბით 17:10 წუთზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა - 108 წლის წინ სწორედ ამ დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი

17 საათსა 10 ათ წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა - 108 წლის წინ სწორედ ამ დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი.