imedi /  02 მაისი 2020, 09:26 / სანდო წყარო

ვენა-თბილისის რეისით სამშობლოში 110 ადამიანი დაბრუნდა

სპეცრეისი

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა ვენა-თბილისის რეისი, ავიაკომპანია MyWay-ის მიერ შესრულებული ავიარეისით სამშობლოში 110 ადამიანი დაბრუნდა.

მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სასტუმრო „რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილები იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5025 ადამიანია განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

25 აპრილი 2026, 17:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.

25 აპრილი 2026, 17:33

სპორტი

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო.

გურამ მაჭარაშვილი

25 აპრილი 2026, 17:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის ქმედება ადასტურებს იმას, რომ ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია.

25 აპრილი 2026, 17:28

სპორტი

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების გარდა კიდევ 5 ქვეყნის სუმოტორები მონაწილეობენ. ქართველ ფალავნებს წინააღმდეგობას გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, ესტონეთისა და აზერბაიჯანის საუკეთესო მებრძოლები უწევენ.

25 აპრილი 2026, 17:25

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარი და ეზო მრევლით იყო სავსე - შეკრებილებმა ეპოქალური პატრიარქის სულს პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი და ეზო დღეს დილიდან მრევლით იყო სავსე. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქი, რომელმაც მათივე თქმით, ხალხს ყველაზე რთულ დროს იმედი ჩაუნერგა.

ლაზარე გრიგორიადისი

25 აპრილი 2026, 17:10

სამართალი

პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

25 აპრილი 2026, 16:56

საზოგადოება

რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

25 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს საკუთარი მოთხოვნები გადასცა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის მხარის შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს ოფიციალური თეირანის მოთხოვნები გადასცა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

25 აპრილი 2026, 16:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

გურამ მაჭარაშვილი

25 აპრილი 2026, 16:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას - აწყობს ეს?

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი

25 აპრილი 2026, 16:13

მსოფლიო

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა დაამტკიცა, ბრიუსელში უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ბლოკს უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვა მომავალ წელს კიდევ მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Jorunal-ი ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

25 აპრილი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს

მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას. ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

ირაკლი ჭეიშვილი

25 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე - საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ეს არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მოქალაქეები ბრუნდებიან

ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ნაცემების კომენტირებისას.

გია ხუხაშვილი

25 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ

გია ხუხაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

25 აპრილი 2026, 14:51

მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

25 აპრილი 2026, 14:45

თავდაცვა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე - “ვარციხე” ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე აღნიშნა.

გიორგი სოსიაშვილი

25 აპრილი 2026, 14:45

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული თანამემამულენი დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას

ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ ქვეყანაში მიგრაციის ტენდენცია არის ძალიან კარგი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებული მონაცემების კომენტირებისას.

მიხეილ ყაველაშვილი
თამარ ბაგრატიონი

25 აპრილი 2026, 14:38

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

25 აპრილი 2026, 14:31

მსოფლიო

Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს

ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

25 აპრილი 2026, 14:27

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას

საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.