imedi /  08 ივლისი 2020, 12:39 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: მაღალი რისკის მოგზაურებისთვის PCR ტესტირების შესაძლებლობას განვიხილავთ

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ყველა მოგზაურისთვის PCR ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამისი ეფექტურობა დაბალია, მაგრამ მაღალი რისკის მოგზაურებისთვის PCR ტესტირების შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საზღვრების გახსნის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, რადგან კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია 72 საათის განმავლობაში.

„საზღვრის გახსნასთან და მოგზაურების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით დღესაც მიდის აქტიური მსჯელობაა. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად ბიზნეს მოგზაურებისთვის, რაც ასევე ითვალისწინებს PCR ტესტირებას. არის ასევე მექანიზმი მძღოლებისთვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და ბოლო დღეებში ძირითადად, იმპორტირებული შემთხვევების გამოვლენა ხდება. რა თქმა უნდა, საზღვრების უპირობო გახსნა, გარკვეულწილად, რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება იმ ქვეყნების ეპიდსიტუაციის ძირფესვიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე გვექნება საუბარი.

რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, რაზეც არის მსჯელობა, კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქედან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში. მაგალითად 72 საათის განმავლობაში. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი არ აქვს, ამდენად, უკეთესი მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის ტესტირება. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა - საზღვარზე ხდებოდეს საწყისი სკრინინგი და იყოს მარტივად PCR ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის PCR ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამისი ეფექტურობა დაბალია, მაგრამ მაღალი რისკის მოგზაურებისთვის განვიხილავთ PCR ტესტირების შესაძლებლობას და შემდეგ უკვე მზად არიან სასტუმროები, მზად არიან ტურისტული ადგილები, იმისთვის რომ მათ დახმარება გაუწიონ მოგზაურს თუ ტურისტს ოდნავ მაინც აქვს საეჭვო სიმპტომი და დააკავშირონ სამედიცინო სფეროსთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

დეკანოზი იოანე გორელიშვილი

15 მაისი 2026, 08:34

საზოგადოება

დეკანოზი იოანე გორელიშვილი: სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრებს მიეცათ კურთხევა, რომ 17 მაისს ჩვეულებრივზე უფრო ადრე ჩაატარონ წირვის მსახურება, რათა მათაც და მათმა მრევლმაც შეძლონ ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება

[17 მაისს] მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს თავის საპატრიარქო ლოცვას, რომელსაც დაესწრებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული დელეგაციები, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2026, 08:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი კშიშტოფ ბრეიზაზე: რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი არ გამოგვიჩნდა, ნაცი რომ არ იყოს

პარლამენტის თავმჯდომარე პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას ეხმაურება, ევროპარლამენტის მიერ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში საქმიანობის ერთი წლით აკრძალვასთან დაკავშირებით.

15 მაისი 2026, 08:11

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კიშინიოვში დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

15 მაისი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფრიდრიხ მერცი

15 მაისი 2026, 00:51

მსოფლიო

მერცი: მოსკოვი აქცენტს ესკალაციაზე აკეთებს და არა მოლაპარაკებებზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებით რუსეთი აჩვენებს, რომ აქცენტს ესკალაციაზე და არა მოლაპარაკებებზე აკეთებს.

15 მაისი 2026, 00:42

მსოფლიო

El País: აშშ დანიასთან გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს

დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიის მიმართ შორს არის განელებისგან - აშშ და დანია იანვრიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს პლანეტის უდიდეს კუნძულზე მსოფლიოს ნომერ პირველი ზესახელმწიფოს სამხედრო გაფართოების შესახებ, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი.

15 მაისი 2026, 00:28

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: მოლდოვაში, სადაც მაია სანდუს სრული დიქტატურა აქვს დამყარებული, ერთი ტელევიზია მუშაობს, მეორეც გახსნეს თუ არ ვცდები თავისივე, საქართველოს უწუნებენ სიტყვის თავისუფლებას

მოლდოვაში, სადაც მაია სანდუს სრული დიქტატურა აქვს დამყარებული, ერთი ტელევიზია მუშაობს, მეორეც გახსნეს თუ არ ვცდები თავისივე, საქართველოს უწუნებენ სიტყვის თავისუფლებას, - განაცხადა პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

სოსო მანჯავიძე

15 მაისი 2026, 00:20

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენი „სახელოვანი" ოპოზიციის ინტელექტუალური და სულიერი დონე რამით განსხვავდება კაია კალასისა და რასა იუკნევიჩიენეს განათლებისა და სულიერი მისწრაფებებისგან

ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენი "სახელოვანი" ოპოზიციის ინტელექტუალური და სულიერი დონე რამით განსხვავდება კაია კალასისა და რასა იუკნევიჩიენეს განათლებისა და სულიერი მისწრაფებებისგან, მათ აქვთ არაეალური წარმოდგენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები რევოლუციასა და 26 მაისის აქციაზე, ოპოზიციის ღარიბი ინტელექტუალური გარემოზე მიგვანიშნებს.

15 მაისი 2026, 00:16

მსოფლიო

El País: პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს

აშშ ევროპასთან გაუარესებულ ურთიერთობაში სიტყვებიდან საქმეზე გადადის - პენტაგონმა მოულოდნელად - ზოგიერთი თავისი სარდლისთვისაც კი მოულოდნელად - გააუქმა პოლონეთში 4 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯავშანტექნიკის ბრიგადის დაგეგმილი განლაგება, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს“.

ნინო წილოსანი

15 მაისი 2026, 00:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ქალთა ორგანიზაციაზე“: ქალის როლი ბოლო პერიოდში არასწორად დაგვანახეს - თითქოს პოლიციის მანქანაზე შეხტომაში იყო ქალის ძალა, გინებაში, აგრესიაში, ზიზღში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტანდარტი გადავტეხეთ

ეს იყო ძალიან დიდი პატივი, რომ თავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს მხრიდან იყო დაყენებული მესამედ ჩემი კანდიდატურა და ჩემმა თანაგუნდელმა ქალებმა კიდევ ერთხელ ამირჩიეს, - განაცხადა განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით.

ნინო წილოსანი

14 მაისი 2026, 23:58

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული

რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობარ ქვეყანასთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობების განახლებისთვის კონკრეტული პირობები აქვს, რომლის იქითაც წითელი ხაზებია.

14 მაისი 2026, 23:54

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი

ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი

14 მაისი 2026, 23:53

პოლიტიკა

ნინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ

ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 26 მაისს, ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე.

14 მაისი 2026, 23:40

პოლიტიკა

წილოსანი: ისეთ პოლიტიკოსს გამოიყენებ მარიონეტად, რომელსაც არ აქვს რეიტინგი, თორემ ჩვენ 56 % და მეტი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის და ის სიმყარე გვაქვს ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე ვაჩვენებთ

ისეთ პოლიტიკოსს, რომელსაც არ აქვს რეიტინგი და არის ვიღაცის მიერ დანიშნული, გამოიყენებ მარიონეტად, თორემ როდესაც ჩვენ 56 % და მეტი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის, ის სიმყარე გვაქვს ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე ვაჩვენებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი

14 მაისი 2026, 23:40

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით

ცხადია, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, სცენარი, რომელსაც გარედან ახლა საქართველოს წინააღმდეგ ამუშავენ ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენეს.

ნინო წილოსანი

14 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს აშშ

ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, ეს არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, ქართული, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა არც მოლდოვაში და არც ევროპარლამენტში.

დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 23:24

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს, შონ ჰენიტის განუცხადა, რომ ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკაში საწარმოო სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

ნინო წილოსანი

14 მაისი 2026, 23:24

პოლიტიკა

ნინო წილოსანი მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს პრობლემა შეჰქმნოდა. რასაც ახორციელებენ ის არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ სუსტ სიგნალებს, რომ ისულდგმულონ

ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს პრობლემა შეჰქმნოდა. რასაც ახორციელებენ ის არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ სუსტ სიგნალებს, რომ ისულდგმულონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

14 მაისი 2026, 23:18

პოლიტიკა

სადღობელაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის იყო - ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც ამ სცენარის ნაწილია

ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ ალიანსში გახარიას პარტიის მიღებაზე გააკეთა განცხადება.

ნიკა გვარამია

14 მაისი 2026, 22:32

პოლიტიკა

ნიკა გვარამია გახარიას პარტიაზე: ალიანსში უნდა მივიღოთ ეს ხალხი

„ოპოზიციური ალიანსის„ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, მათ გაერთიანებაში უნდა მიიღონ.