პაატა იმნაძე: მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების წესი კორონას მოვარგოთ
პაატა იმნაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ კოვიდი არსად წასულა. ის, რა სიტუაციაც გვაქვს, ამას შენარჩუნება უნდა. შენარჩუნების ერთადერთი გზა კი ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - კორონა არსად წასულა, ის ჩვენ გვერდითაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ელემენტარული შეზღუდვებია დარჩენილი რაც უნდა დავიცვათ. მესმის, ძალიან ძნელია არაექიმებისთვის მთელი დღე ნიღბით სიარული, აქვე მინდა ვთქვა, რომ სულაც არაა აუცილებელი სამედიცინო ნიღბის ტარება, ე.წ. სოციალური ან საყოფაცხოვრებო ნიღაბი სრულიად საკმარისია, მთავარია ნიღაბი ჰქონდეთ.
მეც მიწევს პანაშვიდებზე სიარული, მაგრამ ნიღბის გარეშე არსად დავდივარ. ჯერ ერთი, მე ვარ რისკი და ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბით ვიარო. ხელსაც არ ვართმევ, თავს დავუკრავ და ისე გავივლი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლაში საქართველოში ყველა სამსახურმა კარგად იმუშავა და ხალხმაც მხარი აგვიბა, სხვანაირად ასეთ შედეგს ვერ მივიღებდით.
„ეს ყველაფერი თუ დაგვავიწყდა, ხედავთ სამეზობლოში რა ხდება. მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების წესი მოვარგოთ კორონას. კვირა არ გავა ისე, რომ სადმე ახალი შემთხვევა არ გაჩნდეს, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით, აქედან გამომდინარე, ვირუსი სადღაც მაინც დადის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 640 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 23:41
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ, რომ დავინახოთ, ჩვენ რაც არ უნდა ცუდი ბალანსი გვქონდეს მხარდამჭერებსა და შემომტევებს შორის, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ
ერთადერთი გზა, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ჩვენი ხალხი დაიცვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
03 ივნისი 2026, 23:37
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს
აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
03 ივნისი 2026, 23:36
მსოფლიო
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ - ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება
სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან - ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 23:22
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული. რეალობაში თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი
სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებს.
03 ივნისი 2026, 23:17
მსოფლიო
„ჯერჯერობით“ - მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენის კითხვაზე, იცის თუ არა, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დანიასა და გრენლანდიასთან მოლაპარაკებები კუნძულის „კოლექტიური თავდაცვის“ მიზნებისთვის გამოყენების შესახებ „სწორი მიმართულებით მიდის“.
03 ივნისი 2026, 23:08
მსოფლიო
Deutsche Welle: გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება
გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 21:51
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
03 ივნისი 2026, 21:48
მსოფლიო
რუბიო აცხადებს, რომ ირანთან ომი დასრულებულია და აშშ-მა გამარჯვებას მიაღწია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ირანთან ომი „დასრულებულია“ და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „გამარჯვებას“ მიაღწია.
03 ივნისი 2026, 21:45
პოლიტიკა
აჰმედ ჰუსენი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანადის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ისტორიას, კულტურას და დემოკრატიისადმი ხანგრძლივ ტრადიციულ ერთგულებას
დიდი პატივი და სიხარული იყო ჩემთვის, რომ შევუერთდი ძალისხმევას იმ მიმართულებით, რათა მეტი კანადელი პარლამენტარი ჩართულიყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც საქართველოსა და კანადის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - განაცხადა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
03 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილია ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება როგორც ერთიან, ძლიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული, - განუცხადა „ქრონიკას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
03 ივნისი 2026, 21:17
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტზე: ეს არის თბილისის ფილტვები და უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები შეიგრძნობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ „ქართუს“
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი, რომელიც 700 ჰექტრამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა.
03 ივნისი 2026, 21:02
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ კვლავ ნატოში ვართ, თუმცა ნატო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
03 ივნისი 2026, 20:58
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 20:57
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყე” - ფონდი „ქართუს” მორიგი მასშტაბური პროექტი მთაწმინდის ფერდობზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„თბილისის ურბანული ტყე” - ფონდ ქართუს კიდევ ერთი პროექტი დასრულების ეტაპზეა. მთაწმინდის ფერდობზე ჩატარებულ სამუშაოებს, ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის ვიცე-მერთან ერთად გაეცნო, მათ გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.
03 ივნისი 2026, 20:56
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე: ხანდახან გვაქვს უთანხმოებები, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე - ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას
CNBC-სთან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უარყო ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპთან რთული დიალოგის არსებობა, თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობა დააკნინა.
03 ივნისი 2026, 20:52
სამართალი
ყალბი ვიზებისა და დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დეტალები „ქრონიკაში“
ყალბი ვიზებისა და დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
03 ივნისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ვაშინგტონის გზავნილმაც დაპირისპირება გამოიწვია - მსჯავრდებული სააკაშვილი კი, გარეთ მყოფთა კრიტიკას აგრძელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”, - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადების ეს პასაჟი, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზია.
03 ივნისი 2026, 20:41
მსოფლიო
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 20:32
პოლიტიკა
წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? - პარლამენტის თავმჯდომარე პეტერ ფიშერს ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? პეტერ ფიშერის მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში სრულდება, მანამდე კი მორიგ სკანდალში ეხვევა; პარლამენტის თავმჯდომარე მას ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
03 ივნისი 2026, 20:28
საზოგადოება
დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.


