კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია
მარინა ეზუგბაია
ფოტო: IMEDI
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთი არის გაჩიანი, ერთის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 2 გახლავთ სატვირთოს მძღოლი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, კოვიდნცენტრებში ამჟამად 240 პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მდგომარეობა არ შეცვლილა და იქ მკურნალობას კვლავ 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.
„გუშინ არავინ გამოჯანმრთელებულა და არც ახალი პაციენტი შემოსულა, კვლავ 41 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
16 მაისი 2026, 20:34
პოლიტიკა
მაია ბითაძე: გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანი არის, იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინეტერესები, ეს არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანი არის, იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინეტერესები, ეს არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ. მისივე თქმით, საქართველო ყოველდღიურად შანტაჟის, დაშინებისა და მუქარის ქვეშ არის, მათ შორის ერთ დროს მეგობრული ევროკავშირის მხრიდან.
16 მაისი 2026, 20:31
პოლიტიკა
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
„არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო“, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიას პარლამენტის შენობასთან 2024 წელს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
16 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ნიკა ჩიტაძეს: რას ჰქვია გადატრიალების მცდელობა არ იყო?! ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?! - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგს, ნიკა ჩიტაძეს გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“, სადაც პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ არანაირი სახელმწიფო გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.
16 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისივე თქმით, ევრობიუროკრატია დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით 2022 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისმღვრელი და დამანგრევლი ომი დაიწყო.
16 მაისი 2026, 19:05
საზოგადოება
მარიამ ლაშხმა და დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს
„მიხარია, რომ დღევანდელ დღეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთად აღვნიშნავთ. იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ „ოჯახი არის მცირე ეკლესია“ და ეს მართლაც ასეა. ოჯახში გაერთიანებულია ის ძირითადი ფესვები, რომელიც შემდგომ ქმნის ძლიერ სახელმწიფოს.
16 მაისი 2026, 18:56
საზოგადოება
მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
16 მაისი 2026, 18:40
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი ილია მეორეზე: ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია. დაგვიტოვა გაბრწყინებული, აშენებული ტაძრები, შვიდგზის ლოცვა
ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.
16 მაისი 2026, 18:22
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი: სიმბოლოები და დღესასწაულები ღირებულებებს ინარჩუნებს დროში, სივრცეში - პატრიარქის სიბრძნე იმაშია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება - ოჯახის სიწმინდე სიმბოლოდ და დღესასწაულად გვიქცია
გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისა და ამ დღესასწაულით ღირებულების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სიბრძნე სწორედ იმაშია, რომ ოჯახის სიწმინდის ღირებულება სიმბოლოდ და დღესასწაულად აქცია.
16 მაისი 2026, 18:19
საზოგადოება
დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: ის კარი, რომელიც უწმინდესმა გააღო, უფრო ფართოდ გაიღება - ერს მოსწონს, რომ შიო მესამე ილია მეორის გზის გამგრძელებელია
დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა ახალ პატრიარქზე, შიო მესამეზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. დეკანოზის თქმით, შიო მესამე ილია მეორის გზას ღირსეულად გააგრძელებს.
16 მაისი 2026, 18:10
საზოგადოება
დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: 17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა
17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას დეკანოზმა, ნიკოლოზ ტატუაშვილმა.
16 მაისი 2026, 18:02
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა
ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
16 მაისი 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი 17 მაისზე: ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად. პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ
ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად, რომელსაც არ სჭირდება დიდი რეკლამირება, განსაკუთრებული დაგეგმვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა 17 მაისთან დაკავშირებით.
16 მაისი 2026, 17:45
საზოგადოება
საქართველოს ნოტარიატის დაარსებიდან 30 წელი აღნიშნეს
საქართველოს ნოტარიატის დაარსებიდან არაერთი წარმატებული წელი გავიდა. სისტემა მუდმივად ვითარდება და თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს.
16 მაისი 2026, 17:35
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ვიხილეთ სასტიკი ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, დანიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით
„არ ვიცი, ამას ორმაგი სტანდარტი თუ უსტანდარტობა ჰქვია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, შუაგულ ევროპაში ამ ძალადობრივ ქმედებებს ვერ ხედავ და შეფასებას არ უკეთებ, თუმცა, ყოველთვის იცლი საქართველოს კრიტიკისთვის, რომელიც ევროპის შეფასებებით, სამართლიანობის ინდექსში მოწინავეა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
16 მაისი 2026, 17:30
ეკონომიკა
გიორგი სოსიაშვილი Fitch Ratings-ის ანგარიშზე: როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილური სიტუაცია, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდა
როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილური სიტუაცია, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა Fitch Ratings-ის ანგარიშთან დაკავშირებით.
16 მაისი 2026, 17:27
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება - მეექვსე კონფერენცია გორში გაიმართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. რიგით მეექვსე კონფერენცია გორში, შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა.
16 მაისი 2026, 16:51
მსოფლიო
Reuters: ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
16 მაისი 2026, 16:40
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა
ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს.
16 მაისი 2026, 16:34
საზოგადოება
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
16 მაისი 2026, 16:15
რეგიონი
გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალი ტალღის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.


