20 აგვისტო 2020, 10:45 / სანდო წყარო

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: პანდემიისა და შეზღუდვების მიუხედავად, მთავრობას არ შეუჩერებია სამედიცინო მომსახურების გაწევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის

„მსოფლიოში კოვიდ-19 პანდემიის გავრცელებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ვირუსთან ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლა, გავრცელების მაქსიმალური პრევენციის, შენელებისა და გავრცელების მართვის მიმართულებით. შედეგად, საქართველო დღეს COVID-19-თან ბრძოლის კუთხით, ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რასაც მრავალი საერთაშორისო შეფასებაც ადასტურებს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„ამ ვითარებაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, სამწუხაროდ, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგა, ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ამ გამოწვევასთან მარტო არ დატოვებს და მათი დახმარებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. ამ განცხადებას მყისიერად მოჰყვა კონკრეტული ქმედებები, რაც ძირითადად ოთხ მიმართულებას მოიცავს:

ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმოკლეს ვადაში აფხაზურ და ოსურ ენებზე ითარგმნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გავრცელდა საინფორმაციო მასალა კოვიდ-ინფექციასთან გამკლავების მიზნით რეკომენდაციებისა და პრევენციული ზომების შესახებ, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მომზადებული პროტოკოლები და სახელმძღვანელოები; ასევე, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge ხელმისაწვდომი გახდა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარულ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინკონსულტაციის გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველი სპეციალისტების მიერ; საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის;

პანდემიასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. კერძოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გავრცელების დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 4 პაციენტი, მათ შორის ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იქნა გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის მკურნალობა გრძელდება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, ერთობლივად მომზადდა ოკუპირებული რეგიონებიდან პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც განთავსებული ექიმები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უზომავენ სიცხეს და ჩივილების შესაბამისად ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ამასთან, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით, რეკორდულ დროში აღიჭურვა და მუშაობა დაიწყო რუხის საავადმყოფომ, რომელიც აშენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველსაყოფად.

„პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მთავრობას არ შეუჩერებია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო 589 პირს საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“ - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, იყენებენ ყველა არსებულ ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა შეინარჩუნონ აქტიური კომუნიკაცია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ყველა შესაბამის რგოლთან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.

„სამწუხაროდ, ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვის შედეგად, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი. ხელისუფლებამ იმთავითვე გამოთქვა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მზადყოფნა როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით, თუმცა ამ დრომდე ამის შესაძლებლობა არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს - ადგილზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, ეთხოვა მოსახლეობის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაზრდა, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა. უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება ძალისხმევა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა“ - განმარტავენ მინისტრის აპარატში.

ყველა სიახლე

შაკო კუჭაშვილი

10 სექტემბერი 2026, 19:42

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა

რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 19:09

პოლიტიკა

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

10 სექტემბერი 2026, 18:56

მსოფლიო

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

იოჰან ვადეფული

10 სექტემბერი 2026, 18:46

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.

სერგეი მარჩენკო

10 სექტემბერი 2026, 18:26

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას

მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ პარტლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლევან მეხუზლა

10 სექტემბერი 2026, 18:17

საზოგადოება

ლევან მეხუზლა: ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემის გადასახადზე: მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. სერტიფიცირების პროცესის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და დანახარჯები

მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. მცირე მარნებისთვის განახევრებულია გადასახადი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის ფასზე საუბრისას.

10 სექტემბერი 2026, 18:14

კულტურა

იყო ხანგრძლივი ოვაციები - ფილმ „გურიას“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ვენეციის ფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერასა და „ოსკარისთვის“ მზადებაზე

რეჟისორის თქმით, ფილმი ფესტივალის სექციაში Venice Spotlight არის წარმოდგენილი, ფილმის პრემიერას კი, ვენეციის კინოფესტივალის სტუმრები, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ლევან მეხუზლა

10 სექტემბერი 2026, 18:13

რეგიონი

ლევან მეხუზლა: ამ ეტაპისთვის, მთლიანად კახეთის მასშტაბს თუ ავიღებთ, 3 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი და გადამუშავებული. ესენი ძირითადად ნაადრევი ჯიშებია

ამ ეტაპისთვის, მთლიანად კახეთის მასშტაბს თუ ავიღებთ, 3 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი და გადამუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარმე ლევან მეხუზლამ.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მიუხედავად იმისა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა

მიუხედავად იმისა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

10 სექტემბერი 2026, 18:03

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 18:02

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკური კლასი ბრიუსელში არის ძალიან მოძველებული და იმ მიმდინარეობის გადმონაშთი, რომელიც ევროკავშირის მაჯისცემას ვერ გრძნობს და ეკონომიკას ანგრევს

ერთია ძალიან პრაგმატული და რეალ პოლიტიკაზე დამყარებული ევროპული პოლიტიკა და მეორე არის იდეოლოგია, რომელიც მოდის ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან, გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც წითელ ხაზად გაჰყვება ეს ე.წ. ადამიანის უფლებები, თვითნებური დაკავებები და მსგავსი ტერმინები, რომლებსაც ცდილობენ მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც არ არის მათი იდეოლოგიისთვის შესატყვისი ხელისუფლება და ვერ ახერხებენ იმ ქვეყნებით მანიპულირებას, იმ მიზნის მისაღწევად, რაც უნდათ ლოკალურად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

10 სექტემბერი 2026, 18:01

რეგიონი

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირის რომ იყოს ისეთი მიზიდულობის ცენტრი, როგორიც იყო 10 წლის წინ, ასეთი გაფრთხილების მიცემა გაფართოების კომისარს არც მოუწევდა - ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს, იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ ორიენტაცია აღებული

გამოწვევები ფონზე, ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ მათ ორიენტაცია აღებული და რომელ ეკონომიკურ გაერთიანებაში უნდა მიისწრაფოდნენ ისინი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს 2 დღეში ან 2 კვირაში მთლიანად გერმანული პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი ბიძგი, როგორც გერმანიის შიგნით პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მოახლოებულია არჩევნები საფრანგეთში, გერმანიის ორ მიწაზე“. - აღნიშნავს გიორგობიანი.

10 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა, დრონმა შეაყოვნა. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ანტონიუ კოშტა

10 სექტემბერი 2026, 17:35

მსოფლიო

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

კვლევითი ცენტრი Carnegie Europe ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირს საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია.

იაგო ხვიჩია

10 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გვარამიას განცხადებაზე: აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“, შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის

აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“. შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის, - განუცხადა „ქრონიკას“ „თავისუფალი ხალხის პარტიის '' ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

გეორგე პიპერა

10 სექტემბერი 2026, 17:19

მსოფლიო

ევროპარლამენტარი გეორგე პიპერა: საქსონია-ანჰალტის მიწაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა „საბრძოლო დემოკრატია“ აამოქმედა

ევროდეპუტატმა გეორგე პიპერამ სოციალურ ქსელ X-ში ში დაწერა, რომ საქსონია-ანჰალტის მიწაზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვების შემდეგ, ბრიუსელმა საბრძოლო დემოკრატია აამოქმედა.

თამთა მეგრელიშვილი

10 სექტემბერი 2026, 17:17

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება.