ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი: ვიყოთ ზომიერად ფრთხილები და ნუ დავთესავთ პანიკურ მოლოდინებს, პირადად მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსს კოვიდის ეპიდემიასთან მიმართებაში
გიორგი კანდელაკი
ფოტო: Facebook
ვიყოთ ზომიერად ფრთხილები და ნუ დავთესავთ პანიკურ მოლოდინებს. პირადად მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსს კოვიდის ეპიდემიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ძალზე პრაგმატული პოზიცია აქვს და რაც მთავარია ამ თემასთან დაკავშირებით გამოაჩინა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, - ამის შესახებ ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საკუთარ Facebook-ზე წერს.
მისივე განცხადებით, კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ნიღბების ტარების გარდა აუცილებელია, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები არ გადიოდნენ ჰოსპიტალიზაციას და საწოლების ფონდი შევუნახოთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
„ამ დღეებში, ძალზე ბევრი აზრი მოვისმინე და წავიკითხე, რომლებიც არსებულ ვითარებას ან უახლესი მომავლის პროგნოზებს აპოკალიპტურ ფერებში აღწერენ. გამოითქვა მოსაზრებები, თითქოს ამჟამად იტალიის პიკის დროს დაფიქსირებულ შემთხვევებზე მეტი ფიქსირდება მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ჩვენთან და ჯანდაცვის სისტემას გარდაუვალი კოლაფსი ემუქრება და ა.შ. რაც შეეხება რაოდენობებს, არ შეიძლება რომ ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობების პირდაპირი შედარება მოვახდინოთ.
იტალიის პიკის დროს, იტალიაშიც და მთელ ევროპაშიც, ერთ მილიონ მოსახლეზე გაცილებით ნაკლები ტესტი კეთდებოდა ვიდრე ეს ხდება დღეს საქართველოში. მაგალითად იტალიაში სადაც შემთხვევების პიკი იყო 21 მარტს, ტესტირების რაოდენობის აღრიცხვა (ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის რა ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი) იწყება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 20 აპრილიდან, როდესაც ერთ მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 130 ტესტი, სავარაუდოდ მანამდე იყო კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელოვნად. იგივე ვითარება იყო ბრიტანეთში, სადაც, ტესტირების რაოდენობებზე ოფიციალური პირველი მონაცემები ემთხვევა ეპიდემიის პიკის დღეს 10 აპრილს, როდესაც მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 400 ტესტი.
საქართველოში ამჟამად, თუ შევხედავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, დაახლოებით კეთდება დღეში 8000 ტესტი, რაც მილიონ მოსახლეზე არის დაახლოებით 2200. ეს ციფრი მრავალჯერ აღემატება ევროპაში ეპიდემიის პიკის დროს არსებულ ტესტირების მაჩვენებლებს და შესაბამისად გამოვლენილი შემთხვევების ერთი-ერთზე შედარება სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკასთან შეუძლებელია. ასე რომ ჩვენ ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაჭარბებთ იტალიის მონაცემებს და ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან როგორც სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკამ გვაჩვენა COVID-ის უკონტროლო გავრცელების ფაზაში მყოფ რეგიონებში, პირველი ტალღის დროს ინფიცირდება მოსახლეობის დაახლოებით 10-20% (სეროპრევალენტურ კვლევების მონაცემებს ვგულისხმობ, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომიანების ჩათვლით) და ჩვენ სავარაუდოდ არ ვიქნებით ამ ვითარებაში გამონაკლისები. ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობა ჩვენთან რჩება < 1 %, ასევე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან ამჟამად აქტიური შემთხვევების გამოვლენის გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპაში ადრეული გაზაფხულის პიკის დროს, და არა იმის გამო, რომ ჩვენი მედიცინა უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე დასავლეთის, რაც რა თქმა უნდა არასერიოზულია. ამიტომ, ეპიდემიის რეალური დინამიკის შესაფასებლად გაცილებით აკურატული მაჩვენებელია სიკვდილიანობა და არა დიაგნოსტირებული ინდივიდების რაოდენობა.
ჩვენ ამჟამად, მრავალი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა (სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე), რომელსაც კიდევ 2 კვირაში მოჰყვება სიკვდილიანობის პიკი, რის შემდეგაც ვითარება დაიწყებს დასტაბილურებას ნელ-ნელა. რთულია ზუსტი პროგნოზირება, როგორი იქნება ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორის პარალიზების ნიშნები არ ჩანს. საგულისხმოა, რომ ბათუმი გადის პიკს ამჟამად და ავად თუ კარგად სისტემამ გაუძლო. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის რეანიმაციული საწოლების ფონდი უფრო ვრცელია, ვიდრე აჭარის არსებული რესურსები. ამიტომ ვიყოთ ზომიერად ფრთხილები და ნუ დავთესავთ პანიკურ მოლოდინებს. პირადად მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსს კოვიდის ეპიდემიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ძალზე პრაგმატული პოზიცია აქვს და რაც მთავარია ამ თემასთან დაკავშირებით გამოაჩინა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ნიღბების ტარების გარდა აუცილებელია, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია შეწყდეს (დღესაც მრავალი ასეთი პაციენტი წევს საავადმყოფოში სამწუხაროდ) და მოსახლეობას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ კოვიდით ინფიცირებულთა უმრავლესობას ჰოსპიტალში არაფერი ესაქმება და შევუნახოთ საწოლფონდი მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, - წერს ინფექციონისტი.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.


