IMEDI /  13 ნოემბერი 2020, 23:11 / სანდო წყარო

ბელგიაში ლოკდაუნის რეჟიმი მომდევნო ორი კვირა ძალაში დარჩება

COVID19-ით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დღეს საკოორდინაციო კომიტეტმა ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები არ გააუქმა.

„სიტუაცია სექტემბერთან შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც ძალიან მძიმეა. საკონსულტაციო საბჭომ ვითარება შეაფასა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ბელგია ისევ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ საგანგებო მდგომარეობაშია. დღესდღეობით არსებული მონაცემები არ გვაძლევს ყურადღების მოდუნების საშუალებას. 14 დღიანმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ყოველდღიურად 100 000 მოქალაქეზე 1 232 ინფიცირებულია, რაც დასტურია იმის, რომ ვირუსი ისევ სწრაფად ვრცელდება. ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში საერთო სურათი განსხვავებულია. იკლო იმ პაციენტთა რიცხვმა, ვისაც ჰოსპიტალიზირება სჭირდება. ინტენსიურ განყოფილებებში გასული კვირის შემდეგ გვაქვს პლატო. ინფიცირებულთა სიკვდილიანობა ისევ მზარდია.

გასულ კვირას საშუალოდ დღეში COVID19-ით 200 ინფიცირებული გარდაიცვალა. პარამეტრები თანახმად, 2 კვირის შემდეგაც საავადმყოფოები ისევ COVID19 -ის განგაშის მეოთხე ფაზაზე იქნებიან. ორშაბათს განახლდება სკოლებში სწავლა და გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე. საკონსულტაციო კომიტეტმა შეზღუდვების ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა ბელგიის პრემიერ- მინისტრმა ალექსანდრე კრომ.

ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსის 5002 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 133 ადამიანი. 13 ნოემბრის მონაცემებით, ბელგიაში აქტიურ ფაზაშია COVID19-ით ინფიცირების 475 130 შემთხვევა.

მარტიდან დღემდე გარდაიცვალა 13 891 ადამიანი. COVID19 დაამარცხა 31 372 პაციენტმა. „ყოველდღიური შემთხვევების პიკის გავლის გარდა, ბელგიაში პიკმა ჩაიარა ინტენსიურ განყოფილებებშიც. დღეს უკვე შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საავადმყოფოებში პიკი 9 ნოემბერს იყო, როდესაც ინტენსიურ განყოფილებებში პაციენტთა რიცხვმა 1 474 პაციენტი შეადგინა“,- განაცხადა კრიზისის ცენტრის წარმომადგენელმა სტივენ ვან გუხტმა.

სპეციალისტები სკოლების გახსნის პარალელურად მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სიმპტომების გამოვლენისთანავე იზოლაციაში დარჩენას ურჩევენ.

„სკოლების გახსნა და საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პრიორიტეტული საკითხია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესი რისკსაც შეიცავს. ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი დაუბრუნდება სკოლას და ამას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა კორონავირუსით ინფიცირების მონაცემებზე. ორი კვირის შემდეგ მივიღებთ მონიტორინგის შედეგებს. ბელგიის მაგალითზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ სკოლები ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროს არ წარმოადგენს. სკოლებშია ის ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც არის ზოგადად საზოგადოებაში. თუ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში, მაშინ ჩვენ ბევრი ინფიცირებული მოსწავლე და მასწავლებელი გვყავს. ახალი პროტოკოლის თანახმად, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები გაკვეთილების 50% -ს საკლასო ოთახებში გაივლიან. საათების გადანაწილებით დისტანციურ რეჟიმსაც ვინარჩუნებთ და ველოდებით მონიტორინგის მონაცემებს“,- განაცხდა ვან გუხტმა.

დღესვე მსჯელობა გაიმართა შობის დღესასწაულზე კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მისაღებ ზომებზე. „შობას და ახალ წელს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და წესები ზედმიწევნით დავიცვათ. დღესასწაულებზე ჩვენი კონტაქტების წრე ძალიან ვიწრო უნდა იყო. უმჯობესია ეს დღეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს შევხდებით, მით უფრო მაღალი იქნება დაინფიცირების რისკი. მაგალითად, შობის დღესასწაული სახიფათოა. ჩვენ ერთ მაგიდასთან გვიწევს ყოფნა. ერთად ვსადილობთ და მივირთმევთ ალკოჰოლურ სასმელებს. თუ ვირუსი გავრცელებას დაიწყებს, მაშინ უკვე ახალი წლისთვის ინფიცირებულები ვიქნებით და ეს აისახება საერთო მონაცემებზე. ეს არ იქნება ისეთი შობა და ახალი წელი, როგორც ტრადიციულად გვჩვევია. საშობაოდ ეპიდემიოლოგიურ ვითარებიდან გამომდინარე დამატებით რეკომენდაციებს გავცემთ, მაგრამ დღესვე უნდა გვახსოვდეს, რომ კონტაქტების წრე არ გავზარდოთ. ასე დავიცავთ ჩვენს და ახლობლების ჯანმრთელობას“, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა ვან გუხტმა.

საკოორდინაციო კომიტეტი ბელგიაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე 27 ნოემბერს იმსჯელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2026, 10:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ უკრაინას გერმანიის მეშვეობით Patriot-ის 10 რაკეტას გადასცემს

აშშ გერმანიიდან უკრაინისთვის Patriot-ის 10 რაკეტის გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედის ამერიკის კონგრესის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 10:09

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

რობერტ ფიცო

18 სექტემბერი 2026, 10:02

მსოფლიო

რობერტ ფიცო: ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, სლოვაკეთი რაიმე ომში ჩაერთოს.

18 სექტემბერი 2026, 10:01

რეგიონი

თეა ახვლედიანმა, გივი მიქანაძემ და გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს

თეა ახვლედიანმა, გივი მიქანაძემ და გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს

18 სექტემბერი 2026, 09:46

საზოგადოება

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება.

18 სექტემბერი 2026, 09:33

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 სექტემბერი 2026, 09:24

საზოგადოება

მსჯავრდებულებსა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები და „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.

ვიქტორ ნიკოლიუკი

18 სექტემბერი 2026, 09:19

მსოფლიო

მედია: უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვიქტორ ნიკოლიუკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში გადამწყვეტ გზაგასაყარამდე მივიდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში კრიტიკული ეტაპი ახლოვდება და მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - განაახლოს თუ არა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რათა კონფლიქტი დასრულდეს.

18 სექტემბერი 2026, 08:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თენგიზ შარმანაშვილი

18 სექტემბერი 2026, 08:26

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს

ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ.

18 სექტემბერი 2026, 08:11

საზოგადოება

ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა

კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 6 ახალი ინდივიდი - 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა. შედეგად, ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2026, 01:43

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2026, 00:21

პოლიტიკა

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.

გიორგი გამსახურდია

18 სექტემბერი 2026, 00:04

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.

გიორგი გამსახურდია

18 სექტემბერი 2026, 00:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია

როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.

17 სექტემბერი 2026, 23:49

მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23

ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.

გიორგი გამსახურდია

17 სექტემბერი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ

ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

თენგიზ შარმანაშვილი

17 სექტემბერი 2026, 23:40

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით

„აგენტი ახალი არ ჰყავთ, ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

17 სექტემბერი 2026, 23:35

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს

ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრი იქნებოდა.