აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია
აკაკი ზოიძე
ფოტო: IMEDI/არქივი
„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ასეთი იყო ყვავილი, ასეთია პოლიომელიტი, რომელიც ჩვენს ბებიებს ახსოვთ და ჩვენ აღარ გვახსოვს, თუმცა გაცილებით საშიში დაავადება იყო, ვიდრე Covid19. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში ჩააგდო მსოფლიო COVID19-მა და შესაბამისად, ვაქცინა, რომელიც შეძლებს COVID19-ის კონტროლს, (ძალიან იმედის მომცემი პროგნოზებია სამ ვაქცინასთან მიმართებით, კიდევ ბევრი ვაქცინაა ჩაშვებული კვლევის ბაზაზე) მეტყველებს, რომ მათი ეფექტიანობაც მაღალი უნდა იყოს და არ უნდა ჩანდეს, რომ მას მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ჰქონდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინა და ამას იზიარებს მსოფლიოს მეცნიერთა 99%.
„მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს - ან ეკონომიკის, ან ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 328-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 195 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ყველა სიახლე
10 ოქტომბერი 2024, 11:07
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს.
10 ოქტომბერი 2024, 11:00
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინა კურსკის ოლქში თვეების მანძილზე დარჩება
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ყოფნას რამდენიმე თვის ან უფრო მეტი დროის მანძილზე შეძლებენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურად ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ მოცემულ მომენტში უკრაინა კურსკის ოლქში განლაგებული ჯარის მომარაგების კუთხით პრობლემებს ჯერ არ განიცდის. რუსული ჯარი მხოლოდ შეზღუდულ კონტრიერიშებს აწყობს და ძირითადი ყურადღება მას უკრაინის აღმოსავლეთზე აქვს გადატანილი.
10 ოქტომბერი 2024, 10:58
საზოგადოება
საქპატენტში WIPO-ს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენერთა გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ ორგანიზებული საქპატენტის ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
10 ოქტომბერი 2024, 10:55
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში პირველად ნახეს კაცი, რომელიც 3 წლის წინ შვილებთან ერთად გაუჩინარდა
სამართალდამცველები კი ფიქრობენ, რომ ფილიპსს ვიღაც ეხმარება და მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც ოჯახზე რაიმე ინფორმაცია აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ამასთან, გასულ წელს პოლიციამ ფილიპსის დაკავების ორდერიც კი გამოსცა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის ერთ-ერთ ბანკის ძარცვაში იყო გარეული.
10 ოქტომბერი 2024, 10:54
სამართალი
მსჯავრდებულმა ქალებმა მათ მიერ შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს
მსჯავრდებულმა ქალებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
10 ოქტომბერი 2024, 10:51
საზოგადოება
GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
ბრიუსელში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
10 ოქტომბერი 2024, 10:48
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანები ცხოვრობენ. მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა, რაც არასრულწლოვანების განვითარებას უწყობს ხელს და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას ზრდის.
10 ოქტომბერი 2024, 10:44
ეკონომიკა
იამაიკის ტურიზმის მინისტრი: ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ
თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას საქართველოს წარმატებად აფასებს ღონისძიების მონაწილე, იამაიკის ტურიზმის მინისტრი ედმუნდ ბარტლეტი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინიასტრაცია ავრცელებს.
10 ოქტომბერი 2024, 10:38
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭო უკრაინას 35 მილიარდ ევროს კრედიტს გამოუყოფს
ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, თანხები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნა მოძიებული, რაც, თავის მხრივ, გაყინულ რუსულ აქტივების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც უკრაინას 45 მილიარდი ევროს ოდენობის უკვე არსებული კრედიტის დაფარვაში დაეხმარება.
10 ოქტომბერი 2024, 10:28
სამართალი
პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა, 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
10 ოქტომბერი 2024, 10:27
მსოფლიო
ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს დაკრობა სცადეს
გალერეაში აღნიშნავენ, რომ ტილო არ დაზიანებულა, რადგან დამცავი შუშა ჰქონდა გადაფარებული. ფოტო 2023 წელს, პალესტინელმა ჟურნალისტმა ალი ჯადალამ გადაიღო. მასზე გამოსახულია აცრემლიანებული დედა - მას ხელში უჭირავს შვილი, რომელსაც სახე აქვს დასისხლიანებული. პიკასოს ნახატზეც გამოსახულია დედა, ხელში აყვანილი შვილით.
10 ოქტომბერი 2024, 10:10
ტაბლოიდი
ალასკის ნაკრძალმა „მსუქანი დათვების კვირის“ გამარჯვებული დაასახელა🐻
BBC-ს ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალში ბინადარი დათვები მონაწილეობენ. გამარჯვებული კი ვებგვერდზე explore.org ხმის მიცემის გზით გამოვლინდა. გრეიზერმა 71 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
10 ოქტომბერი 2024, 09:59
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: ხაშურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება
მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი. სკოლას დაემატა ახალი ფლიგელი და დასკვნით ფაზაშია ყველა ინფრასტრუქტურული, საინჟინრო-ტექნიკური, წყალმომარაგება-წყალარინებისა და ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
10 ოქტომბერი 2024, 09:53
არჩევნები აშშ
Reuters: კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს თანხა ჰარისის შტაბმა შეაგროვა მას შემდეგ, რაც ის ივლისში პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის ნაცვლად დასახელდა. კანდიდატად დასახელების პირველივე დღეს ჰარისმა 25 მილიონი დოლარი შემოწირულების სახით მიიღო, ხოლო ივლისში შემოწირულების ოდენობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.
10 ოქტომბერი 2024, 09:53
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბათუმში გაიმართება
დღეს, ქალაქ ბათუმში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერები გამოვლენ.
10 ოქტომბერი 2024, 09:50
სპორტი
21-წლამდე ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემოდგომის სანაკრებო ციკლს შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგი უმასპინძლებს. მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
10 ოქტომბერი 2024, 09:32
რეგიონი
ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას.
10 ოქტომბერი 2024, 09:26
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს. მიმოიხილეს განხორციელებული პროექტები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
10 ოქტომბერი 2024, 09:23
არჩევნები 2024
ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონში მოსახლეობას შეხვდა
ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და აღნიშნა, რომ ეს არის რეალისტური გეგმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნების პირობებში სრულად განხორციელდება.
10 ოქტომბერი 2024, 09:19
არჩევნები აშშ
Reuters: ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის წინადადება მის ოპონენტთან კამალა ჰარისთან დებატების შესახებ უარყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დებატები Fox News-ის ეთერში 24 ან 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. როგორც მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, მას ჰარისთან სადებატო არაფერი აქვს. მისი აზრით, დებატების გამართვა უკვე ძალიან გვიანია. ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს. აშშ-ის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ მეორე დებატებს აღარ გამართავს. ჰარისი, პირიქით, თანახმა იყო კიდევ ერთხელ ეკამათა ტრამპთან პირდაპირ ეთერში.