ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო ახალციხიდან მეგი ბაქრაძის გადმოსაყვანად რეანიმობილის თბილისიდან გაგზავნა
ფოტო: IMEDI
ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო ახალციხიდან მეგი ბაქრაძის გადმოსაყვანად რეანიმობილის თბილისიდან გაგზავნა.
„იქ ადგილზე არსებული რეანიმობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, თბილისიდან დამატებითი რეანიმობილი გაიგზავნა“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველა რეგიონს, ანალიტიკური შეფასებიდან გამომდინარე, რეანიმობილების გარკვეული რაოდენობა ემსახურება.
„ასევე მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, რომ რეანიმობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს ფაქტი არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რაიმე ხარვეზზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაახლებთ, ხარისხობრივად და რაოდენობრივად ვაუმჯობესებთ იმ ავტოპარკს, რომელიც სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მედდას აცრა გაუკეთდა კლინიკაში, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება აქვს, შესაბამისად, ის ყველა საჭირო სერვისით იყო უზრუნველყოფილი. ამასთან, მინისტრმა კვლავ გაამახვილა ყურადღება რეგიონული კლინიკების მუშაობის ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე, რათა პაციენტების დედაქალაქში გადმოყვანა რეანიმობილით საჭირო არ იყოს.
„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანიმობილებით ტრანსპორტირება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 10:52
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
13 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, უნგრეთში ერთნაისქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდება
„ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ სისტემას შევცვლით: ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მინისტრი ან პოლიტიკოსი კი არა, პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული ბავშვი შეძლებს გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.
13 სექტემბერი 2026, 10:49
ეკონომიკა
ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება
მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
13 სექტემბერი 2026, 10:39
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან
„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.
13 სექტემბერი 2026, 10:35
ჯანდაცვა
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
13 სექტემბერი 2026, 10:35
კულტურა
ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა
ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.
13 სექტემბერი 2026, 10:21
კულტურა
6-წლიანი პაუზის შემდეგ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა
2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.
13 სექტემბერი 2026, 10:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 სექტემბერი 2026, 09:01
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
13 სექტემბერი 2026, 08:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
13 სექტემბერი 2026, 08:00
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ🏈🏈
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:14
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი
ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ
24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.


