imedi /  23 ივნისი 2019, 19:55 / სანდო წყარო

კინოთეატრებმა რუსულად გახმოვანებული ფილმები სეანსებიდან ამოიღეს

კინო

კინოთეატრების აფიშის ვეგვერდზე რუსულ ენაზე გახმოვანებული სეანსები აღარ არის განთავსებული. როგორც ირკვევა კინოთეატრებმა რუსულენოვან სეანსებზე უარი პარასკევიდან, 21 ივნისიდან თქვეს.

ახლა მაყურებელს ფილმის ნახვა მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე შეუძლია. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა რუსულად გახმოვანებული სეანსები თბილისის კინოთეატრებში.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

19 სექტემბერი 2019, 11:45

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.

ექსპორტი

19 სექტემბერი 2019, 11:42

ეკონომიკა

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი.

ტკბილეულის ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 11:33

კულტურა

მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიბაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკი მთავარ მოედანზე ხალხს 12:00 საათიდან მიიღებს. როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრებს ფესტივალზე ტკბილეულის მრავალფეროვნება,.

ფუკუშიმა

19 სექტემბერი 2019, 11:23

მსოფლიო

სასამართლომ ფუკუშიმას ხელმძღვანელობა გაამართლა

იაპონიის სასამართლომ ატომურ სადგურ ფუკუშიმას ოპერატორი კომპანია Tokyo Electric Power-ის 3 ყოფილი ხელმძღვანელი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ BBC წერს. ბრალდება ამტკიცებდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ცუნამის საშიშროების შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს გააფრთხილეს, თუმცა მათ სადგურის გასაძლიერებლად ზომები არ მიიღეს.

ფორსაჟი

19 სექტემბერი 2019, 11:20

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებულ გვირაბში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

პრემიერი: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მერაია ქერი

19 სექტემბერი 2019, 10:49

ტაბლოიდი

მერაია ქერი ახალ ვიდეორგოლში შვილებთან ერთად გამოჩნდება

ამერიკელმა მომღერალმა, მერაია ქერიმ ტელეკომპანია ABC-ის ახალი კომპოზიციისთვის Mixed-ish მუსიკალური თემა დაწერა. კომპოზიცია სახელწოდებით In The Mix ოფიციალურ ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა. ჩანაწერში არსტისტის რვა წლის ტყუპები, მენრო და მორაკენი მონაწილეობენ.

20 ივნისის ღამე

19 სექტემბერი 2019, 10:47

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილი

19 სექტემბერი 2019, 10:43

საქართველო

პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, ხოლო 12% - კარგად, საშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობას 36% აფასებს.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრი

19 სექტემბერი 2019, 10:40

ეკონომიკა

გახარიამ მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება პრემიერმინიტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

არჩევნები

19 სექტემბერი 2019, 10:39

საქართველო

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უმრავლესობა ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა

ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 20% მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერს, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ჩემპიონთა ლიგა

19 სექტემბერი 2019, 10:36

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა

პარი სენ ჟერმენმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში დუბლი დი მარიამ შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მუნიემ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ამავე ჯგუფში ბრიუგემ გალათასარაის უმასპინძლა, შეხვერა უგოლოდ 0:0 დასრულდა.

კვლევა

19 სექტემბერი 2019, 10:35

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

ტერაქტი

19 სექტემბერი 2019, 10:20

მსოფლიო

ავღანეთში საავადმყოფოსთან აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 95 კი დაიჭრა

აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 95 კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. „თალიბანი“, რომელიც აშშ-სთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად აწყობს ასეთ თავდასხმებს, განაცხადა, რომ სამიზნე ქალაქ ქალაქათში მთავრობის დაზვერვის შენობა იყო.

ალექსანდრე გაბიშევი იაკუტელი შამანი

19 სექტემბერი 2019, 10:12

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მოსკოვში მიმავალი შამანი დააკავეს

ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში პუტინის „განდევნის“ მიზნით ფეხით მიდიოდა. ამის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით Meduza წერს. იაკუტელმა შამანმა მოსკოვისკენ გზა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს.

ბორჯღალოსნები

19 სექტემბერი 2019, 10:00

სპორტი

ბორჯღალოსნებს იაპონიაში დახვედრის ცერემონია მოუწყვეს

მსოფლიოს პირველობა აპონიასი 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრანმდე გაიმართება. ბორჯღალოსნები დ ჯფუფში, ავსტრალიის, უელსის, ურუგვაისა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ბორჯღალოსნები პირველ შეხბვედარს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

დიმიტრი გაბუნია

19 სექტემბერი 2019, 09:57

საქართველო

დიმიტრი გაბუნია პატიმრის შეწყალების საქმეზე მის ბრალეულობას უარყოფს

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოეხმაურა. დიმიტრი გაბუნია ამბობს, ყველა ბრალდება მის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან ადვოკატის ლიცენზია სისხლის სამართლებრივ წარმოებაში არასდროს ჰქონია.

ხანგოშვილის მკვლელობა

19 სექტემბერი 2019, 09:41

მსოფლიო

Spiegel-მა ხანგოშვილის მკვლელობამდე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნისგან წერილი მიიღო

წერილის თანახმად, კაცი აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ემუქრებიან, მათ შორის დაემუქრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს და მის ძმა ზურაბ ხანგოშვილს. წერილი რედაქციამ 20 აგვისტოს მიიღო.

ტრიუდო

19 სექტემბერი 2019, 09:22

მსოფლიო

ტრიუდომ 2001 წელს სახის ყავისფრად შეღებვის გამო ბოდიში მოიხადა

ჯასტინ ტრიუდო, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის პიერ ტრუდოს შვილია, ელიტურ სასწავლებელში სწავლობდა. Time-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიისა და ფოტოს შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ჯასტინ ტრიუდომ თქვა, რომ ფოტოზე ალადინის ფორმა აცვია, წვეულების თემა კი აღმოსავლური სტილი იყო.

ტოკიო

19 სექტემბერი 2019, 09:07

სპორტი

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს ოფიციალური რიტმი აქვს

ოლიმპიური თამაშების ოფიციალური რიტმი სპორტთან, იაპონიის კულტურასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ბუნებასთან ასოცირებული 1000 სხვადასხვა ბგერისგანაა შექმნილი. Intel-ის მიერ შემუშავებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შეარჩია ხუთი უნიკალური მელოდია. მელოდია იოლად აღქმადია და შესასრულებელია.