imedi /  03 ივლისი 2019, 12:38 / სანდო წყარო

თამარ გვერდწითელი 20 ივნისის მოვლენებზე: მე რა შუაში ვარ

თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელი

რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერალს, თამარ გვერდწითელს ესაუბრა.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მომღერალმა განაცხადა:

"მე რა შუაში ვარ? კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს და მათ, ვინც კონცერტებს აუქმებს. მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. კულტურა განაგრძობს ცხოვრებას. რაც შეეხება ავიარეისების აკრძალვას, ამის გამო რა თქმა უნდა, ვწუხვარ. საქართველოში ნათესავები და ახლობლები მყავს. შევეცდებით სხვა გზებით ჩასვლას. ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს", - განაცხადა თამარ გვერდწითელმა. 

კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ კი სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც რუსეთისადმი თავის დამოკიდებულებაზე წერს. როგორც მან თქვა, ის რუსეთში აღარ იმღერებს.

მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

15 იანვარი 2021, 18:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

15 იანვარი 2021, 18:03

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ ჩანიშნულ ყრილობას ეხება. ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.

კახა კალაძე

15 იანვარი 2021, 18:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ თავის პარტიას მიხედოს, ჩვენ როგორმე ჩვენს თავს მივხედავთ

„რა კლანებზე და დაჯგუფებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. სხვაზე არ ვისაუბრებ. პირადად მე რაც შემეხება, ჩემი ძლიერი მხარე რაცაა, ესაა საზოგადოების, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, სიყვარული, რასაც წლების განმავლობაში ვგრძნობ. ეს არის ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის და ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები. რა კლანებსა და დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ“.

ნათია თურნავა

15 იანვარი 2021, 17:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Clean Network-ის ინიციატივასთან მიერთების გარეშე ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა

ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები ყველასათვის ცნობილია და ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, მაგრამ პრინციპული იყო ამ ინიციატივაზე მიერთება, ვინაიდან ნატო არის უსაფრთხოების ამოცანებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ახლა წინა პლანზე გამოდის კიბერუსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა

15 იანვარი 2021, 17:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Clean Network-ის ინიციატივა არის შეთანხმება საერთო პრინციპებზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მომხმარებლების ინტერესები

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ისტორიული დოკუმენტია. მას აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური. ეს არის ორი მიმართულებით მიღებული ცალსახა სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

კახა კალაძე

15 იანვარი 2021, 17:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: არანაირი სამთავრობო ცვლილება არ არის დაგეგმილი

„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია - ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიასა და პოლიტიკოსზე. თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

15 იანვარი 2021, 17:41

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში ფულადი გზავნილები $1.88 მილიარდამდე გაიზარდა

2020 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ $1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით მეტია. შესაბამისად, COVID-კრიზისის მიუხედავად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ეს წყარო გაიზარდა.

ნიკოლა სარკოზი

15 იანვარი 2021, 17:33

მსოფლიო

მედია: საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო.

15 იანვარი 2021, 17:28

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 349 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 349 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 226,549 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 2,983 ადამიანი. ვირუსისგან 213,773 პაციენტი განიკურნა.

არჩილ თალაკვაძე

15 იანვარი 2021, 17:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძე არის ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანი და დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე არის ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში. ის არაერთ გამარჯვებაში ხელმძღვანელობდა საარჩევნო კამპანიებს და ვფიქრობ, რომ ის ღირსეული თავმჯდომარე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

15 იანვარი 2021, 17:19

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე მშობლებს: ბავშვმა დღეში მინიმუმ 45 წუთი უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია

„ბავშვებმა რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, ბავშვებმა უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი“.

ლიბერთი ბანკი

15 იანვარი 2021, 17:19

საზოგადოება

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა 15 აპრილამდე

დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.

ხატია წილოსანი

15 იანვარი 2021, 17:18

პოლიტიკა

ხატია წილოსანი: ბუნებრივი რესურსების ეფექტიანმა გამოყენებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში

„ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ეფექტიანად გამოყენებისთვის, გარემოსდაცვითი კუთხით კონტროლის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამ დარღვევების გარკვეული ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა.

15 იანვარი 2021, 17:11

მსოფლიო

მედია: ნიდერლანდების მთავრობამ სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საბავშვო შემწეობის ირგვლივ შექმნილი სკანდალის გამო, ნიდერლანდების მთავრობამ სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

15 იანვარი 2021, 17:08

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენი მიზანია ხარისხიანი ვაქცინის შემოტანა, თუმცა გვერდითი მოვლენების რისკი ყოველთვის არის

ზოგადად ნდობა ვაქცინაციასთან მიმართებით მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც ჯერჯერობით მაღალი არაა, თუმცა პირველ რიგში ჩვენ ვიმუშავებთ ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტებთან, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლნი არიან და ვაქცინის პირველი მიმღებნი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ფული

15 იანვარი 2021, 17:04

საზოგადოება

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით შემოსავლების სამსახურში უკვე 45 000 განაცხადი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 45 000 განაცხადი დარეგისტრირდა.

15 იანვარი 2021, 17:03

COVID19

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

„ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

თამარ გაბუნია

15 იანვარი 2021, 17:03

COVID19

თამარ გაბუნია: მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებული ბავშვების სრულფასოვნად მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ბავშვებში მულტიორგანული ანთების სინდრომის განვითარებასა და მათი მკურნალობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო მათ მკურნალობას სრულად უზრუნველყოფს.

ბუკნარი

15 იანვარი 2021, 16:57

რეგიონი

ბუკნარში გამართული შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მონაწილეების აცხადებენ, რომ მხარებს შორის შეთანხმება შედგა.

კახა კუჭავა

15 იანვარი 2021, 16:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნებიან როგორც პარტიის ძველი, ისე ახალი წევრებიც

პოლიტსაბჭოში იქნებიან როგორც პარტიის ძველი, ისე ახალი წევრებიც. უშუალოდ გვარებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, რადგან ხვალ ამას ყველა ერთად გავიგებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.